გსურთ სიმღერის შესწავლა ან საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების განვითარება?
გთავაზობთ ვოკალის ინდივიდუალურ გაკვეთილებს — როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ონლაინ.
ვარ ოპერის მომღერალი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული. მაქვს სასცენო და პედაგოგიური გამოცდილება.
* მიმღერია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში;
* მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსსა და კონცერტში;
* მაქვს ვოკალის სწავლების გამოცდილება;
* 12 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ფორტეპიანოზე დაკვრას.
გაკვეთილები განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მსურველისთვის — როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც სურს უკვე არსებული უნარების დახვეწა.
ჩემი მიზანია, დაგეხმაროთ საკუთარი ხმის აღმოჩენაში, ვოკალური შესაძლებლობების განვითარებასა და სიმღერისგან სიამოვნების მიღებაში.
მოდით და ერთად აღმოვაჩინოთ თქვენი ხმა!