მიიღე მომსახურება? შეაფასე თემურ თუთარაშვილი
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს როგორც ჰუმანიტარულ საგნებსა და მათემატიკაში ასევე ინგლისურში.ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.მაქვს რეპეტიტორობის ორწლიანი გამოცდილება. ნებისმიერი შეთანხმების შემთვევაში,იქნება ეს ჰუმანიტარული,მათემატიკის თუ ინგლისურის მიმართულება სკოლის საგნებთან ერთად მოსწავლეებს ვაცნობ მხატვრულ ლიტერატურას.ეს არის აუცილებელი ნაწილი ჩემი გაკვეთილების.ჩვენ ერთად ვკითხულობთ,განვიხილავთ და ვმსჯელობთ წაკითხული ტექსტის ირგვლივ,რაც ბავშვს ეხმარება კრიტიკული აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებაში,მათ ეძლევათ საფუძველი,რომელზეც შემდეგ თვითონ აგრძელებენ დიდი ლიტერატურული კონსტრუქციის შენებას. აგრეთვე ჩემთან მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას,ვიდეოებსა და ცნობებს,რომელიც უმდიდრებს მათ თვალსაწიერს. გაკვეთილების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება საგნების რაოდენობაზე,რამდენ და რომელ საგნებში გსურთ მოსწავლის მომზადება.ფასიც ანალოგიურად. შემიძლია მოვამზადო როგორც ჩემთან,ისე ოჯახში მოსვლით და ასევე ონლაინ.ფასი,რა თქმა უნდა სამივე შემთხვევაში იქნება განსხვავებული.
მიიღე მომსახურება? შეაფასე თემურ თუთარაშვილი