განათავსე და მოიგე iPhone 17 Pro
ისწავლე ფრანგული ენა დისტანციურად
ისწავლე ფრანგული ენა დისტანციურად
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 7 შეფასება

გინდა ისწავლო ფრანგული მარტივად და შედეგიანად? გასწავლი ფრანგულ ენას A1-B2 დონეზე დისტანციურად, მეგობრულ და სტრუქტურირებულ გარემოში. ვინ ვარ მე? პროფესიით ექიმი-ქირურგი, მაგრამ პარალელურად უკვე რამდენიმე წელია ვასწავლი ფრანგულს, რომელსაც ბავშვობიდან სრულყოფილად ვფლობ. მაქვს DELF B2 სერთიფიკატი (იხილე ქვემოთ). რატომ ჩემთან? – მაქვს ჩემი შემუშავებული პრაქტიკული პროგრამა, რომელიც ენის ათვისებას გაგიმარტივებს; – გასწავლი როგორ ილაპარაკო ფრანგულად თავდაჯერებულად და სწორად; – ჩემი ცოდნა და გამოცდილება შენს შედეგზე იქნება მიმართული. ფასი და გრაფიკი: ✅ კვირაში 1 გაკვეთილი – თვეში 150₾ ✅ კვირაში 2 გაკვეთილი – თვეში 300₾ ✅ კვირაში 3 გაკვეთილი – თვეში 450₾ (თანხას იხდით სწავლის დაწყებამდე. შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა.) თუ მართლა გსურს, რომ შენს სასაუბრო ენებს ფრანგულიც შეემატოს, დამიკავშირდი და დავიწყოთ ერთად. დეტალებზე მომწერე ან დამირეკე!

video icon სერტიფიკატი
ფრანგული ენა ფრანგულის მასწავლებელი ფრანგულის შესწავლა
ფრანგული ენა ინდივიდუალურად
ფრანგული ენა ინდივიდუალურად

კვალიფიციური პედაგოგი და მთარგმნელი შეგასწავლით ფრანგულ ენას საფუძვლიანად (12 წლიდან), აგრეთვე მოგამზადებთ DELH-ის გამოცდებისთვის. განივითარებთ წერის, კითხვის, დახვეწილი გამოთქმით მეტყველების და მოსმენის უნარ-ჩვევებს; შეძლებთ სხვადასხვა სახის შემეცნებითი და პროფესიული ტექსტების კითხვასა და ანალიზს. გრამატიკის ციფრულ სახელმძღვანელოს, სასწავლო ლიტერატურასა და მხატვრულ ტექსტებს გამოგიზავნით საჩუქრად. ონლაინ მეცადინეობა 8 გაკვეთილი თვეში 1 სთ. განმავლობაში (200 ლ. ან 240 ლ. თვეში კურსის სირთულის მიხედვით). რეგურალური მეცადინეობის შემთხვევაში შესაძლებელია სწავლა საბაზისო დონიდან A2 დონეზე დაახლოებით 10 თვეში; ელემენტარულიდან B2 დონეზე - დაახლოებით 2-3 წელიწადში. გაითვალისწინეთ, რომ გრამატიკის შესწავლის და წერილობითი სავარჯიშოების გარეშე ფრანგული ენის სწავლა შეუძლებელია.