Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის ინგლისურში, ბინაზე მისვლით. ასევე შემიძლია სკოლის დავალებებში დახმარება. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კურსდამᲗავრებული, Ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან, მოსწავლის საჭიროების მიხედვით სასურველ საგნებს დავუთმობ შესაბამის ყურადღებას. კვირის დღეებთან, ანაზღაურებასთან, დროებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომმართეთ ნომერზე.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი კლასის (I-VI) მოსწავლეებს, ყველა ძირითად სასკოლო საგანში ბინაზე მისვლით. მეცადინეობა არ მოიცავს რუსულს ან სხვა არჩევით უცხო ენებს. გთავაზობთ: საშინაო დავალებების ხარისხიანად შესრულებასა და გააზრებას, გავლილი მასალის განმტკიცებასა და ტესტებისთვის მომზადებას. რაც შეეხება გამოცდილებას: დავამთვარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას. დაინტერესების შემთხვევაში ფასზე და გრაფიკზე შეთანხმებისთვის გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. მდებარეობა: სასურველია ვაკე - საბურთალოს ტერიტორია ან მეტრო სადგურებთან ახლოს.

ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა

გამარჯობა, ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში III-VII კლასის ჩათვლით. საშინაო დავალებების მომზადება II-IV კლასის მოსწავლეების ყველა საგანში. ✅ კვირაში 2-4 დღე. ✅ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1.30 სთ. ✅ ვამზადებ ბინაში მოსვლით და ონლაინ. ✅ უმჯობესია ვარკეთილის ტერიტორიაზე ან მიმდებარედ. ჩემ შესახებ - ბაკალავრიატი დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიაზე. პარალელურად, ამავე უნივერსიტეტში გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ჩაბარებული მაქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები. ✅ამჟამად ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ✅ ფასი დამოკიდებულია გაკვეთილების რაოდენობაზე. ✅ ორიენტირებული ვარ მივაღწიო სათანადო მიზანს სრულყოფილად. ✅ კარგად ვუგებ ბავშვებს და მათთან ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას. ✅ დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სკოლამდელი განვითარება და სასკოლო მზაობა
სკოლამდელი განვითარება და სასკოლო მზაობა

ვამზადებ მოსწავლეებს I–IV კლასის ჩათვლით, ასევე მაქვს სკოლამდელი მომზადების პროგრამა: ვარ მაგისტრი, სერტიფიცირებული მასწავლებელი და გავლილი მაქვს ბავშვთა ადრეული განათლების კურსები, მაქვს საერთასორისო სერთიფიკატი. სკოლამდელი მომზადება: — 4–6 წელი სწავლება მონტესორის მეთოდის ელემენტების გამოყენებით, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინებით. მეცადინეობა მოიცავს: * წერა-კითხვისთვის მომზადებას და მეტყველების განვითარებას * მათემატიკურ აზროვნებას, რაოდენობებსა და რიცხვებს * ლოგიკურ და სენსორულ აქტივობებს * წვრილი მოტორიკის განვითარებას და ხელის მომზადებას წერისთვის * ყურადღების, კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის განვითარებას * ყოველდღიური პრაქტიკული უნარებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას ეს მიმართულებები შეესაბამება Montessori Early Childhood-ის ძირითად სფეროებს — Practical Life, Sensorial, Language და Mathematics. I–IV კლასი ყველა ძირითადი სასკოლო საგნის მომზადება, საშინაო დავალებების შესრულება, მასალის ახსნა და ცოდნის განმტკიცება. - მეცადინეობა — კვირაში 3-ჯერ - მის: დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა, შესაძლებელია თქვენთან ბინაზე მოსვლაც. - ფასი დამოკიდებულია საგნების რაოდენობაზე და შესაბამის პროგრამაზე. დეტალებისთვის დამირეკეთ.

მოსწავლეების მომზადება
მოსწავლეების მომზადება

ონლაინ მომზადება მოსწავლეებისთვის. ვარ მოქმედი მასწავლებელი და ვასწავლი საჯარო სკოლაში. მაქვს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლების გამოცდილება. ვამზადებ მოსწავლეებს შემდეგ საგნებში: • ქართული ენა და ლიტერატურა • გეოგრაფია • ისტორია • ბუნებისმეტყველება • ბიოლოგია • ხელოვნება - სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ონლაინ ფორმატში, მოსწავლის ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. - გაკვეთილები არის სტრუქტურირებული, გასაგები და შედეგზე ორიენტირებული. - მიზანი არა მხოლოდ მასალის დამახსოვრება, არამედ აზროვნების, გააზრებისა და ინტერესის განვითარებაა. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.