მოვამზადებ დაბალი კლასის ბავშვებს ყველა საგანში,გარდა მათემატიკისა,ხოლო 6-10 კლასელებს ქართულში,ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.სახლში მოყვანით. ვამეცადინებ ბინაზე მოყვანით. ვცხოვრობ გლდანში(174-ე და 191-ე სკოლების მიმდებარედ). სწავლებაში ჩავრთავ თანამედროვე მიდგომებს. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-2 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით.ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე
მოვამზადებ დაწყებითი კლასის ბავშვებს ყველა საგანში. ბინაზე მოსვლით. ვარ გამოცდილი მასწავლებელი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდი ნომერზე, 1 თემქა-მუხიანის მასშტაბით.
მოვამზადებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მე-5 კლასის ჩათვლით ყველა საგანში, სახლში მისვლით ან ონლაინ. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. მაქვს მოსწავლეების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეც საჭიროების მქონდე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მიზანია მოსწავლეს შევაყვარო სწავლა და გამოვუმუშაო დამოუკიდებლად მუშაობის უნარები. ფასზე და დანარჩენ პირობებზე დამიკავშირდით პირადში. ფასი დამოკიდებულია ფორმატზე, ადგილმდებარეობასა და დღეების რაოდენობაზე. დამიკავშირდით, ია
მოვამზადებ ბავშვებს პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით. ვცხოვრობ გლდანში და მოსწავლეებს მოვიღებ სალხში. შაბათ-კვირას შემიძლია მოსწავლესთან სახლში მისვლით მეცადინეობა. ფასზე, დღეებზე და საათებზე შეთანხმებისთვის დამიკავშირდით.
მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით *ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე *სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე *ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით *ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. აგრეთვე Minor-ად მაქვს (გერმანული ენა) *ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. *მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.
იჩქარეთ ,ხდება დილის ჯგუფების შევსება დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრი,რომელსაც აქვს 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილება,მოამზადებს 1-7 კლასის ჩათვლით ბავშვებს შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლი საგნებში, გააჩნია მაღალი კომპეტენცია, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დიპლომებით,სერთიფიკატებითა და სხვა დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან სწორად მეტყველებას,დეკლარირებას,დაძლევენ საჯარო გამოსვლის უხერხულობას და სხვა. ✔️ ბავშვები შეისწავლიან ასევე თემების და ესსების წერას. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათი. ამ პერიოდში ბავშვები მოამზადებენ ყოველდღიურ გაკვეთილებს ზემოთმითითებულ საგნებში და ასევე იქნება დამატებითი აქტივობებიც. მეცადინეობების გამართვის პერიოდებია: 9.30-დან 11.30-მდე ან 13.30-დან 15.30-მდე. ამ ორი დროის შუალედებიდან, სურვილის მიხედვით ,აირჩევს ჯგუფი მისთვის შესაფერისს დროს. პედაგოგს აქვს ასევე დამატებითი პირობა- პირველი 3 გაკვეთილი უფასოა,სადაც მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ გაკვეთილს. 3 გაკვეთილი მეტნაკლებად მისცემს საშუალებას მშობელსაც და მოსწავლესაც მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ლოკაცია-გლდანი დამატებითი კითხვებისათვის დამიკავშირდით ნომერზე
ვარ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.ვსწავლობ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.მოვამზადებ დაწყებითი კლასის (1-2) კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში,ხოლო (1-6) კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარულ საგნებში. ლოკაცია ნაძალადევი
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით ან სახლში მოყვანით, მაქვს გამოცდილება (შესაძლებელია თანაკლასელების შემთხვევაში ერთად მომზადება).
გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (I-VI კლასები) მათემატიკასა და ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, ონლაინ; ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ გადავწყვიტე მოვამზადო მოსწავლეები. ამჟამად მყავს 2 ჯგუფი. პირველი მათემატიკის, მეორე კი - ინგლისურის. ✅ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მომწეროთ პირად შეტყობინებაში, ან დამიკავშირდით ნომერზე
გამარჯობა, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსზე, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საჭიროებისამებრ, მათემატიკაშიც) ბინაზე მისვლით ან ონლაინ, ვარკეთილი-ისნის ტერიტორიაზე. სურვილის შემთხვევაში, დეტალებისათვის დამიკავშირდით, ფასი იქნება მაქსიმალურად შეღავათიანი, თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მადლობა. nino.veshaguri.1@iliauni.edu.ge
ვარ სტუდენტი, მოვამზადებ მოსწავლეებს. დაწყებითი კლასისი ბავშვებს ყველაფერში დავეხმარები, უფროს კლასელებს მათემატიკაში. ფასი შეთანხმებით, საბურთალოს ტერიტორიაზე.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ნებისმიერ საგანში 4 კლასის ჩათვლით ვარ სტუდენტი, სწავლების საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს.
მოვამზადებ 11 წლამდე ბავშვებს სახლში მისვლით.ვსწავლობ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით(დაწყებითების პედაგოგი).ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს,ვარ 23 წლის.საჭიროების შემთხვევაში შემიძლია წარგიდგინოთ ლექტორების მიერ გაწეული რეკომენდაციები.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოვამზადებ ინგლისურსა და ქართულში. გლდანში.თითოეულ საგანში მომზადება 50 ლარი.
გამარჯობა, მოვამაზადებ ბავშვებს პირველიდან მეექვსე კლასისი ჩათვლით, ყველა საგანში უცხო ენის გარდა, ბინაზე მისვლით. ვარკეთილში და ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვარ მეოთხე კურსისი სტუდენტი. ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე.
სერტიფიცირებული, მოქმედი მასწავლებელი მოვამზადებ მოსწავლეებს 1-დან მე-5 კლასის ჩათვლით, როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად. ვარ გამოცდილი ტრენერი და ძლიერი მოტივატორი.
მოვამზადებ I დან IV კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში რაც სკოლაში ისწავლება. (მათ შორის ინგლისურ ენას) დავეხმარები გაკვეთილების მომზადებაში, თითოეული გაკვეთილის გაანალიზებაში და შევეცდები მათთვის ეს პროცესი მხიარული და საინტერესო იყოს. ასევე სკოლის სახელმძღვანელოების გარდა საგაკვეთილო პროცესში ჩავრთავთ კლასგარეშე წიგნებს. შევეცდები ბავშვებს შევაყვარო კლას გარეშე წიგნების კითხვა. ასევე შემიძლია მივაკითხო ახლოს მდებარე სკოლებში და წამოვიყვანო. (სკოლა: 175; 181; 174; 142; კერძო სკოლა პრომეთე). მის: თემქის მესამე მიკრო რაიონი, მეოთხე კვარტალი. დამიკავშირდით Viberზე :
მოვამზადებ ბავშვებს პირველიდან მეშვიდე კლასამდე ყველა საგანში. ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი , მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ბავშვებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. დროზე, თანხაზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლებს-ქართულში, მათემატიკაში და ბუნებაში.დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვმუშაობ სკოლაში, ასევე ვსწავლობ მაგისტრატურაზე.
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველა საგანში, ბინაზე მისვლით. ფასი შეთანხმებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის მე-2 კურსის სტუდენტი.
მოვამზადებ ბავშვებს ქართულსა და მათემატიკაში..1დან 4კლასის ჩათვლით... ქ.ქუთაისი....ნიკეა...
მოგესალმებით,ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში,ასევე კლას გარეშე სავარჯიშოებსაც,გაკვეთილები არ იქნება რუტინული, იქნება სახალისო და რა თქმა უნდა საინტერესო,ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსელი ფილოლოგი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე. ლოკაცია: ქუთაისი,ავტოქარხანა,ხარებავას ქუჩა. ფასი შეთანხმებით.
მოგესალმებით, მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს ინგლისურში, ქართულსა და მათემათიკაში. განიხილება ,როგორც ცალკეული საგნები ასევე კომბინირებულად. მაქვს გამოცდილება.
მოვამზადებ დაწყებითი კალების მოსწავლეებს ყველა საგანში .
მოვამზადებ დაწყებითი კლასის ბავშვებს ნებისმიერ საგანში/საგნებში. შემიძლია როგორც სახლში მიღება,ისე მისამართზე მოსვლა ისან-სამგორის ტერიტორიაზე. ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით
გამარჯობათ, მოვამზადებ დაწყებითი კლასის ბავშვებს, ქართულსა და მათემატიკაში. უმჯობესია ცხოვრობდეთ ვარკეთილში. ფასი და გაკვეთილების რაოდენობა შეთანხმებით
ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გლდანის ტერიტორიაზე, ბინაზე მისვლით ყველა საგანში.. ვარ გამოცდილი და სერტიფიცირებული პედაგოგი. დეტალებთან დაკავშირებით დამიკავშირდით ნომერზე.
ვარ სტუდენტი მოვამზადებ დაწყებით კლასებში ბავშვებს ქართულ ინგლისურ რუსულ ენებში. ასევე დავეხმარები გაკვეთილების გაკეთებაში შეღავათიან ფასად
მოვამზადებ პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებს სკოლის საგნებში, მათ შორის ინგლისურში. (იაფად) გაკვეთილები არ იქნება მოსაწყენი და უინტერესო. მაქსიმალურად ვეცდები განსხვავებული და ბავშვზე მორგებული მეთოდით ჩავატარო მეცადინეობა. ფასზე შევთანხმდებით
ვარ 55 წლის პედაგოგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვამეცადინებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ან ცალ-ცალკე ბინაზე მისვლით
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ონლაინ რეჟიმში, სურვილის შემთხვევაში ბინაზე მისვლით. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე, მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება და მაღალი აკადემიური მოსწრება. დროსა, თანხასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით შევთანხმდებით.
მოვამზადებ ბავშვებს მოგესალმებით, ✔️ მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, გარდა უცხო ენებისა( ინგლისური, რუსული) ✔️ ჩვენ ვიმეცადინებთ ყოველ დღე 2-3 საათი. შემიძლია როგორც ონლაინ, ასევე ჯგუფურად მოვამზადო მოსწავლეები.(მშობელთან შეთანხმებით). ✔️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება. ✔️ ვარ სერტიფიცირებული, მათემატიკა I-VI. ✔️ მდებარეობა თბილისი სამგორის რაიონი მოსკოვის გამზ. ქვემო ზეემკა, ემირ ბურჯანაძის 76. დეტალებზე მომწერეთ პირადში ან დარეკეთ
მოგესალმებით! ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მეორე კურსელი ვარ. მათემათიკის გარდა მოვამზადებს ბავშვებს ყველა საგანში. ინგლისურში B1დონე ვარ, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, უნივერსისტეტში აკადემიური მოსწრება A-ზე მაქვს. ბავშვებს მოვამზადებ თანამედროვე, ენერგიული, პოზიტიური, შედეგის მომცემი მიდგომით. სურვილის შემთხვევით მომწერეთ მეილზე-tika.muskhelishvili.1@iliauni.edu.ge ან დამიკავშირდით ნომერზე.
მოვამზადებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უმაღლეს დონეზე, ჩემს ბინაზე,როგორც პროგრამულად, ასევე კლასგარეშე ლიტერატურით და სახალისო ამოცანებით. Მაქვს საუკეთესო პირობები.
მოვამზადებ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს 1-4 კლასის ჩათვლით, კვირაში ორი დღე. სახლში მისვლით რუსთავსა და თბილისში. ფასი 100 ლარი. დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე. ქეთი
ვამზადებ, როგორც დაწყებითი საფეხურის ასევე საბაზისო კლასის მოსწავლეებს. კავკასიის უნივერსიტეტის მეორე კურსის ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტი.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დისტანციურად, ყველა საგანში. პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით. მაქვს მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში სახლში მისვლით. ვარ სერტიფიცირებული ფილოლოგი, უფროსი მასწავლებელი. ლოკაცია თემქა, ან ნებისმიერ მეტროსთან ახლოს. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (შესაძლებელია დისტანციურადაც და პირისპირ სწავლება) ყველა საგანში. ვარ მოქმედი წამყვანი მასწავლებელი, დოქტორი. 18 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. სწავლებისას ვიყენებ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს. (შესაძლებელია სახლში მისვლა, ასევე სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვა ნებისმიერი ინერნეტ პლატფორმით). მეცადინეობისთვის დრო შესაძლებელია შეარჩიოთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას დილის 10:00-საათიდან 18:00 საათამდე-მონაკვეთში.
გაკვეთილების ხანგრძლივობა იქნება ორი საათი. კვირაში 3 ან 4-ჯერ, შეთანხმებით. ფასი არის შეთანხმებით და დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და ცოდნის დონეზე, ასევე შემიძლია სახლში მისვლით.