განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ფორტეპიანოს მასწავლებელი

პრო

ვასწავლი გიტარაზე დაკვრას ნებისმიერი ასაკის ადამიანს

ვარ გამოცდილი, კვალიფიციური პედაგოგი. ვასწავლი საფუძვლიანად, როგორც აკორდულად ასევე ნოტებით. შემიძლია გაკვეთილები ჩავატარო, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. მაქვს დამთავრებული კონსერვატორია, კლასიკური გიტარის განხრით. მომსახურება ხდება ბინაზე მისვლით. გაკვეთილის ფასი შეთანხმებით, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.

შეფასება 5.0 , 12 შეფასება
პრო

გიტარის შემსწავლელი კურსები

გამოცდილი პედაგოგი შეგასწავლით გიტარაზე დაკვრას ნულიდან, ტექნიკისა და ორიგინალური რითმების დახვეწამდე, 12-წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველებს, სიმღერების შესწავლა ხდება შესავლების და სოლოს თანხლებით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე 2-3 კაციან ჯგუფში. გამოცდილება გიტარაზე დაკვრის 45 წელი. ფასი შეთანხმებით.

გიტარის შესწავლა

გამოცდილი და დიდი სტაჟის მქონე ხელოვანი დაინტერესებულ პირებს შევასწავლი გიტარის დაკვრას. სხვა და სხვა ჟანრის სიმღერებს.

შევასწავლი ფორტეპიანოზე დაკვრას

„Elenes Studio” 1-ლი დეკემბრიდან აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ფორტეპიანოს შემსწავლელ კურსზე. ხელმძღვანელი, მაგისტრი, ლაურეატი და სერტიფიცირებული პედაგოგი, გთავაზობთ ინდივიდუალურ გაკვეთილებს. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის მსურველები. ადგილები შეზღუდულია, ხოლო შედეგს იხილავთ უკვე პირველივე თვიდან. ღირებულება შეადგენს 400 ლარს თვეში.

გიტარის მასწავლებელი

შევასწავლი გიტარაზე დაკვრას პროფესიონალურ დონეზე 0 - დან. 8 გაკვეთილის ფასი: - ჯგუფი 130 ლარი - ინდივიდუალური 150 ლარი მდებარეობა: საბურთალო მსურველები დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ფორტეპიანოს / მუსიკის თეორიის მასწავლებელი

აღმოაჩინეთ თქვენში მუსიკალური ნიჭი, რომლის შესახებაც შეიძლება არც კი იცოდეთ!! შევასწავლი ნებისმიერი ასაკის მსურველს ფორტეპიანოზე დაკვრას საფუძვლიანად! მაქვს გამოცდილება, როგორც შესრულებაში, ასევე ბავშვების მეცადინეობაში. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვამთავრებ მესამე კურსს. შევასწავლი როგორც კლასიკურ, ასევე ნებისმიერი სტილისა და სირთულის ნაწარმოებს. გარდა ამისა, შევასწავლი მუსიკის თეორიას (სოლფეჯიო და ჰარმონია), ასევე საფუძვლიანად. • პირველი გაკვეთილი სრულიად უფასოდ! ✅ ორივე სფეროში მოსწავლეს მარტივი და სახალისო გეგმით გავაცნობ მუსიკის სამყაროს და სურვილის შემთხვევაში პროფესიონალურ დონეზეც მივიყვან ნულიდან!