გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (I-VI კლასები) მათემატიკასა და ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, დისტანციურად. ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ გადავწყვიტე მოვამზადო მოსწავლეები. ამჟამად მყავს 2 ჯგუფი. პირველი მათემატიკის, მეორე კი - ინგლისურის. ✅ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მომწეროთ პირად შეტყობინებაში, ან დამიკავშირდით ნომერზე
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით ან სახლში მოყვანით, მაქვს გამოცდილება (შესაძლებელია თანაკლასელების შემთხვევაში ერთად მომზადება).
მოვამზადებ ბავშვებს პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით. ვცხოვრობ გლდანში და მოსწავლეებს მოვიღებ სალხში. შაბათ-კვირას შემიძლია მოსწავლესთან სახლში მისვლით მეცადინეობა. ფასზე, დღეებზე და საათებზე შეთანხმებისთვის დამიკავშირდით.
მოვამზადებ დაბალი კლასის ბავშვებს ყველა საგანში,გარდა მათემატიკისა,ხოლო 6-10 კლასელებს ქართულში,ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.სახლში მოყვანით. ვამეცადინებ ბინაზე მოყვანით. ვცხოვრობ გლდანში(174-ე და 191-ე სკოლების მიმდებარედ). სწავლებაში ჩავრთავ თანამედროვე მიდგომებს. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-2 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით.ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე
იჩქარეთ ,ხდება დილის ჯგუფების შევსება დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრი,რომელსაც აქვს 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილება,მოამზადებს 1-7 კლასის ჩათვლით ბავშვებს შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლი საგნებში, გააჩნია მაღალი კომპეტენცია, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დიპლომებით,სერთიფიკატებითა და სხვა დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან სწორად მეტყველებას,დეკლარირებას,დაძლევენ საჯარო გამოსვლის უხერხულობას და სხვა. ✔️ ბავშვები შეისწავლიან ასევე თემების და ესსების წერას. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათი. ამ პერიოდში ბავშვები მოამზადებენ ყოველდღიურ გაკვეთილებს ზემოთმითითებულ საგნებში და ასევე იქნება დამატებითი აქტივობებიც. მეცადინეობების გამართვის პერიოდებია: 9.30-დან 11.30-მდე ან 13.30-დან 15.30-მდე. ამ ორი დროის შუალედებიდან, სურვილის მიხედვით ,აირჩევს ჯგუფი მისთვის შესაფერისს დროს. პედაგოგს აქვს ასევე დამატებითი პირობა- პირველი 3 გაკვეთილი უფასოა,სადაც მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ გაკვეთილს. 3 გაკვეთილი მეტნაკლებად მისცემს საშუალებას მშობელსაც და მოსწავლესაც მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ლოკაცია-გლდანი დამატებითი კითხვებისათვის დამიკავშირდით ნომერზე
მოვამზადებ დაწყებითი კლასის ბავშვებს ყველა საგანში. ბინაზე მოსვლით. ვარ გამოცდილი მასწავლებელი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდი ნომერზე, 1 თემქა-მუხიანის მასშტაბით.
მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით *ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე *სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე *ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით *ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. აგრეთვე Minor-ად მაქვს (გერმანული ენა) *ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. *მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.
მოვამზადებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მე-5 კლასის ჩათვლით ყველა საგანში, სახლში მისვლით ან ონლაინ. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. მაქვს მოსწავლეების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეც საჭიროების მქონდე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი მიზანია მოსწავლეს შევაყვარო სწავლა და გამოვუმუშაო დამოუკიდებლად მუშაობის უნარები. ფასზე და დანარჩენ პირობებზე დამიკავშირდით პირადში. ფასი დამოკიდებულია ფორმატზე, ადგილმდებარეობასა და დღეების რაოდენობაზე. დამიკავშირდით, ია
ვარ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.ვსწავლობ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.მოვამზადებ დაწყებითი კლასის (1-2) კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში,ხოლო (1-6) კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარულ საგნებში. ლოკაცია ნაძალადევი
მოგესალმებით ვარ ალტე უნივერსიტეტის 3 კურსის სტუდენტი. მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (I-IV) 3 საგანში ადგილზე მისვლით ✅ ქართული ენა ✅ მათემატიკა ✅ ბუნებისმეტყველება გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 4 დღე 2 საათი ან სურვილისამებრ 1:30. მოვამზადებ როგორც ყველა ასევე სურვილის შემთხვევაში მხოლოდ 1 საგანშიც, გრაფიკი და ფასი შეთანხმებით.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ადგილზე მისვლით. 1-4კლასის ჩათვლით ნებისმიერ საგანში, 5-9 კლასის ჩათვლით ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვარ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1სთ და 30წუთი. სახლში მისვლით. ფასი 150ლარი
მოგესალმებით, ვარ სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოვამზადებ 1-4 კლასის ბავშვებს უკლებლივ ყველა საგანში, ხოლო 5-7 კლასის ბავშვებს კი ქართულ და ინგლისურ ენებში. დრო დაეთმობა როგორც მათ სასკოლო საგნებს, ასევე კლასგარეშე განათლებას. ინგლისურ ენაში კონცენტრირებული ვიქნებით მართლწერაზე, გრამატიკასა და ლირიკულ მაგარგზე. ქართულ ენაში კი გავეცნობით არა მხოლოდ სასკოლო დავალებებსა და გრამატიკას, არამედ მსოფლიო და კლასგარეშე ქართულ ლიტერატურასაც. ვამზადებ სახლში მისვლით. მეცადინეობა 1-4 კლასის ჩათვლით კვირაში 5 დღე, ხოლო მე-5, მე-6 ან მე-7 კლასი კვირაში 2 ან 3 დღე . გაკვეთილის ხანგრძლივობა და ფასი შეთანხმებით, რადგან შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებ ყველას მდგომარეობას. თანხას ავიღებ თვიურად და არა გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევასი დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 597 96 01 04. ლოკაცია: თბილისი.
მოვამზადებ ბავშვებს 1 დან 5კლასის ჩათვლით, ყველა საგანში,(ინგლისურის ჩათვლით) ბინაზე მისვლით. მაქვს რამდენიმეწლიანი გამოცდილება.
მოვამზადებ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ყველა საგანში. ბინაზე მისვლით. (ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.) დავეხმარები ასევე სწორი ლიტერატურის შერჩევაში.
ვარ სტუდენტი და შემიძლია დავეხმარო ნებისმიერ დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ნებისმიერ საგანში მეცადინეობაში(ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე)ვარ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტი.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს დავეხმარები როგორც აკადემიური ასევე ყველა იმ საჭირო უნარის განვითარებაში რომელიც სჭირდებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამჟამად ვმუშაობ 200_ე საჯარო სკოლა-პანსიონში და მყავს კერძო მოსწავლეები (ტიპიური განვითარების, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენის მქონე და განვითარების გლობალური შეფერხებით).
მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ხელმისაწვდომ ფასებში. ნებისმიერ საგანში, რუსული და გერმანული ენის გარდა. მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის კარგი უნარი და სათანადოდ ვფლობ ყველა საგანს. იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც მაღალი კლასის მოსწავლე ვარ, ზუსტად ვიცი რა სჭირდებათ ბავშვებს სწორი განვითარებისთვის, არა მარტო სკოლის დონეზე. ამიტომ, ჩემი გაკვეთილები ყოველთვის მრავალფეროვანი, საინტერესო და ცოდნაზე ორიენტირებული იქნება. ამასთან ერთად, თქვენი ბავშვები განივითარებენ კომუნიკაციის უნარს.
მოვამზადებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სახლში მისვლით ყველა საგანში. ვარ გამოცდილი რეპეტიტორი და მასწავლებელი, კომუნიკაბელური და ბავშვების მოყვარული. ვასწავლი კერძო სკოლაში. ლოკაცია: პლეხანოვი, დინამო, წერეთელი, ვაკე. პირობებზე შეთანხმება შესაძლებელია. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.
ქ.ქუთაისში, ბინაზე მისვლით, მოვამზადებ მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე ყველა საგანში. აგრეთვე ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IX კლასებს. ვარ კვალიფიციური, დადასტურებული მაქვს საგნობრივი კონპეტენცია, ვმუშაობ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, ქართველოლოგიის სამეცნირო-კვლევით ცენტრში. ვარ ამავე უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დოქტორანტი. ფასი შეთანხმებით.
მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ონლაინ. ვარ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი . მაქვს ორწლიანი გამოცდილება( პირველი კურსიდან მყავს მოსწავლეები) მეცადინეობა ^კვირაში 5-ჯერ. 150ლ. ^4-ჯერ 120ლ ^3-ჯერ. 100ლ პ.ს მეცადინეობის ხანგრძლივობას ინდივიდუალურად შევათანხმებ მშობელთან ????????
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს 1-6 კლასის ჩათვლით სკოლის საგნებში (ინგლისურიც)
ვარ დაწყებითი კლასის პედაგოგი. მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს 1-დან 4 კლასის ჩათვლით.შესაძლებელია ბინაზე მისვლით გლდანის ტერიტორიაზე.ანაზღაურება დღეების რაოდენობის გათვალისწინებით.
მოვამზადებ მოსწავლეებს 1-4კლასის ჩათვლით ყველა საგანში.ლექციებს ვკითხულობდი თსუ კახეთის ფილიალში. ვასწავლი სკოლაში
დავეხმარები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკის დავალებების შესრულებაში (ქართულშიც), ასევე, ნებისმიერი კლასის მოსწავლეს პრეზენტაციის მომზადებაში როგორც სისტემატურად, ისე ერთჯერადად. განათლება და კვალიფიკაცია: ფილოლოგიის (ლიტერატურათმცოდნეობის) მაგისტრი, სერთიფიცირებული (ქართული VII-XII) მასწავლებელი; რეპეტიტორობისა და აკადემიური ნაშრომების შესრულების მრავალწლიანი გამოცდილებით.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ყველა საგანში. გლდანი ნაძალადევის ტერიტორიაზე. დილის საათებში. დეტალებისთვის დამიკავშირდით.
მოვამზადებ ბავშვებს 1-დან მე-4 კლასამდე ყველა საგანში. ასევე შესაძლოა მომზადება ერთ კონკრეტულ საგანშიც: ქართული მე-10 კლასამდე რუსული მე-10 კლასამდე ვარ ჯიპას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, არაჩვეულებრივად ვფლობ რუსულ ენას ამიტომ არც რუსულენოვან ბავშვთან მექნება მუშაობის პრობლემა
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს რუსთავში, ყველა საგანში.
მოგესალმებით, ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, სახლში მისვლით და ასევე ონლაინ. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მაქვს საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება მოსწავლეების მომზადებაში. დავამთავრე ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტერი", ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი პროგრამაც. აგრეთვე, ვმუშაობდი თსუ-ში ლექტორის ასისტენტად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ვეხმარებოდი ქართული ენის შესწავლაში. დეტალებისთვის დამიკავშირდით.
მოვამზადებ სკოლამდელ ან დაწყებითი ასაკის ბავშვებს, საბურთალოს ტერიტორიაზე.. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით
მოვამზადებ დაწყებითი სკოლის ბავშვებს,ყველა საგანში, ასევე, მეხუთედან მეათე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს-ლიტერატურაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში
მოვამზადებ დაწყებითი კალების მოსწავლეებს ყველა საგანში .
მოვამზადებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ყველა საგანში. პროფესიით ვარ ისტორიკოსი, მაქვს სათანადო გამოცდილება.
მოგესალმებით, მოვამზადებ I-VII კლასის მოსწავლეებს ნებისმიერ საგანში. ლოკაცია: ვარკეთილი,ვაზისუბანი. თითოეული გაკვეთილი იქნება საინტერესო, სახალისო და პრაქტიკული მეცადინეობებით დატვირთული. ანაზღაურება შეთანხმებით(დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე). დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს როგორც ჰუმანიტარულ საგნებსა და მათემატიკაში ასევე ინგლისურში.ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.მაქვს რეპეტიტორობის ორწლიანი გამოცდილება. ნებისმიერი შეთანხმების შემთვევაში,იქნება ეს ჰუმანიტარული,მათემატიკის თუ ინგლისურის მიმართულება სკოლის საგნებთან ერთად მოსწავლეებს ვაცნობ მხატვრულ ლიტერატურას.ეს არის აუცილებელი ნაწილი ჩემი გაკვეთილების.ჩვენ ერთად ვკითხულობთ,განვიხილავთ და ვმსჯელობთ წაკითხული ტექსტის ირგვლივ,რაც ბავშვს ეხმარება კრიტიკული აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებაში,მათ ეძლევათ საფუძველი,რომელზეც შემდეგ თვითონ აგრძელებენ დიდი ლიტერატურული კონსტრუქციის შენებას. აგრეთვე ჩემთან მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას,ვიდეოებსა და ცნობებს,რომელიც უმდიდრებს მათ თვალსაწიერს. გაკვეთილების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება საგნების რაოდენობაზე,რამდენ და რომელ საგნებში გსურთ მოსწავლის მომზადება.ფასიც ანალოგიურად. შემიძლია მოვამზადო როგორც ჩემთან,ისე ოჯახში მოსვლით და ასევე ონლაინ.ფასი,რა თქმა უნდა სამივე შემთხვევაში იქნება განსხვავებული.
მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) ✅️მოვამზადებ, როგორც ბინაზე მოყვანით, ისე ბინაზე მისვლით ✅ვცხოვრობ ვარკეთილის ტერიტორიაზე. ✅️სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. ✏️ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის (minor) სტუდენტი. ✏️ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. ✏️მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე
მოვამზადებ დაწყებითი განათლების მოსწავლეებს ნებისმიერ საგანში, მაქვს გამოცდილება, დამთავრებული მაქვს განათლების ფაკულტეტი, მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა.
კერძოდ მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს: ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში.პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით.ფასი შეთანხმებით.მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 სთ ერთი საგანი. ვარ გამოცდილი პედაგოგი.მსურველები დამიკავშირდით.
მოვამზადებ 1-6 კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში. ვარ კვალიფიციური პედაგოგი, 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ინგლისურის გარდა ყველა საგანში. ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. სახლში მოსვლით. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან (დაწყებითი მოსწავლეები და აბიტურიენტები ზოგად უნარებში) ინდივიდუალური მეცადინეობა. ჯგუფი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლეები კლასელები არიან. ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა მოიცავს: ოთხი არაუმეტეს ხუთისა. დროის ხანგრძლივობა: 2 სთ და 30 წთ. სწავლის საფასური: 100 ლარი. მისამართი: ბათუმი, მელიქიშვილის N 79