დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით *ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე *სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე *ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით *ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. აგრეთვე Minor-ად მაქვს (გერმანული ენა) *ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. *მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.

მოვამზადებ 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს
მოვამზადებ 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს

იჩქარეთ ,ხდება დილის ჯგუფების შევსება დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრი,რომელსაც აქვს 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილება,მოამზადებს 1-7 კლასის ჩათვლით ბავშვებს შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლი საგნებში, გააჩნია მაღალი კომპეტენცია, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დიპლომებით,სერთიფიკატებითა და სხვა დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან სწორად მეტყველებას,დეკლარირებას,დაძლევენ საჯარო გამოსვლის უხერხულობას და სხვა. ✔️ ბავშვები შეისწავლიან ასევე თემების და ესსების წერას. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათი. ამ პერიოდში ბავშვები მოამზადებენ ყოველდღიურ გაკვეთილებს ზემოთმითითებულ საგნებში და ასევე იქნება დამატებითი აქტივობებიც. მეცადინეობების გამართვის პერიოდებია: 9.30-დან 11.30-მდე ან 13.30-დან 15.30-მდე. ამ ორი დროის შუალედებიდან, სურვილის მიხედვით ,აირჩევს ჯგუფი მისთვის შესაფერისს დროს. პედაგოგს აქვს ასევე დამატებითი პირობა- პირველი 3 გაკვეთილი უფასოა,სადაც მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ გაკვეთილს. 3 გაკვეთილი მეტნაკლებად მისცემს საშუალებას მშობელსაც და მოსწავლესაც მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ლოკაცია-გლდანი დამატებითი კითხვებისათვის დამიკავშირდით ნომერზე

დაწყვებითი კლასების რეპეტიტორი მათემატიკასა და ინგლისურში
დაწყვებითი კლასების რეპეტიტორი მათემატიკასა და ინგლისურში

გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (I-VI კლასები) მათემატიკასა და ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, ონლაინ; ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ გადავწყვიტე მოვამზადო მოსწავლეები. ამჟამად მყავს 2 ჯგუფი. პირველი მათემატიკის, მეორე კი - ინგლისურის. ✅ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მომწეროთ პირად შეტყობინებაში, ან დამიკავშირდით ნომერზე

certificates icon სერტიფიკატი
რეპეტიტორი
რეპეტიტორი

მოვამზადებ დაბალი კლასის ბავშვებს ყველა საგანში,გარდა მათემატიკისა,ხოლო 6-10 კლასელებს ქართულში,ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.სახლში მოყვანით. ვამეცადინებ ბინაზე მოყვანით. ვცხოვრობ გლდანში(174-ე და 191-ე სკოლების მიმდებარედ). სწავლებაში ჩავრთავ თანამედროვე მიდგომებს. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-2 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით.ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი რუსთავში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს როგორც ცალკეულ საგანში (მაგ, ინგლისური, მათემატიკა) ან ყველა საგანში ერთად. ცალკეული საგნის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ორი განრიგის არჩევა: კვირაში სამი დღე-გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ან კვირაში 2 დღე- გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი. გამოცდილება: მაქვს 2 წლიანი უწყვეტი გამოცდილება ბავშებთან მუშაობის. ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ფასი: ფასი არის დამოკიდებული გრაფიკზე, მინიმალური ფასი 45ლარი (ერთი საგნის შემთვევაში) მაქსიმალური 120 (ქართული ენა და ლიტერატურა , მათემატიკა, ინგლისური ენა) აუცილებლად ! მოსწავლეს ექნება საშუალება დამატებითი მასალით იხელმძღვანელოსდა სკოლის მასალის გარეთ შეძლოს ცოდნის გაღრმავება. ბინაზე მისვლა არ განიხილება. მდგომარეობიდან გამომდინარე დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მდებარებობა: რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი.

აბიტურიენტებისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება (I-IV)
აბიტურიენტებისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება (I-IV)

მოგესალმებით, მე ვარ მაია აბულაძე, 23 წლის. ამჟამად ვცხოვრობ ქ.ბათუმში. ბაკალავრის საფეხურზე ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის განხრით 2016-2020 წლებში. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის პროგრამაზე. ბაკალავრზე სწავლის პერიოდში ვამზადებდი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ასევე არაერთ ბანაკსა და ტრენინგზე ვყოფილვარ ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისათვის. ვფლობ ინგლისურ ენას B2 დონეზე, რუსულსა და თურქულს საშულოდ. ასევე მაქვს ედუ ლაბის მასწავლებლის სასერტიფიკაციო კურსის სერთიფიკატი. გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის (I-IV) მოსწავლეების მომზადებას ძირითად საგნებში, ონლაინ და ადგილზე მოსვლით. ესენია: მშობლიური ენა, ბუნება, მათემატიკა, ინგლისური ენა და ხელოვნება. ერთი საგნის ღირებულება 40ლ. მეცადინეობები იქნება ინდივიდუალური. მეცადინეობების პროცესი არ იქნება შაბლონური. მაქსიმალურად ვეცდები მეცადინეობების პროცესი იყოს მრავალფეროვანი, მხიარული, გასაგები და შემეცნებითი. მოსწავლე მოამზადებს სკოლაში მოცემულ დავალებას და დამატებითი დროის არსებობის შემთხვევაში ჩაერთობა სააზროვნო თამაშებში. გაკვეთილის ხანგრძლივობა დაზუსტდება საგნების და კლასების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით მეილზე ან მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
5.0
| 1 შეფასება

მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) ✅️მოვამზადებ, როგორც ბინაზე მოყვანით, ისე ბინაზე მისვლით ✅ვცხოვრობ ვარკეთილის ტერიტორიაზე. ✅️სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. ✏️ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის (minor) სტუდენტი. ✏️ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. ✏️მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე