მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

პრო
ქართული, როგორც უცხო ენა
ქართული, როგორც უცხო ენა

ვარ ფილოლოგიის დოქტორი. ვასწავლი ქართულ ენას უცხოელებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ვმუშაობ ონლაინ. მაქვს საჯარო სკოლაში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება. ასევე, რვა წელია ვმუშაობ კერძო რეპეტიტორად რუსულენოვან მოსწავლეებთან. გთავაზობთ: ? საკომუნიკაციო და აკადემიური ქართული ენის შესწავლას. ? ინდივიდუალურად, თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პროგრამასა და განრიგს; ? სწავლისათვის საჭირო ლიტერატურას, აუდიო, ვიდეო და სხვა სახის რესურსებს.

ქართული ენის რეპეტიტორი ქართული ენა და ლიტერატურა მომზადება ქართულში
ტელეფონი
verify badge
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მოგესალმებით! თუ თქვენი შვილი მეათე, მეთერთმეტე ან მეთორმეტეკლასელია და გსურთ, გაიუმჯობესოს უნარები ქართულ წერასა და მეტყველებაში, შეძლოს თხზულებების დამოუკიდებლად წერა, დასაბუთებული მსჯელობა, მაშინ მომმართეთ. იანვრიდან იხსნება დამატებითი ჯგუფი. ქართულ ენასა და ლიტერატურას მრავალი წელია ვასწავლი თბილისის ორ კერძო სკოლაში, ვთანამშრომლობ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, მაქვს აბიტურიენტთა საგამოცდო ნაშრომების, ასევე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ნაშრომების (ესეების) გამსწორებლის გამოცდილება. ძირითადად ვმუშაობ უფროსკლასელებთან, ეროვნული გამოცდებისთვის ვამზადებ აბიტურიენტებს. სწავლების პროცესი მიმართულია მოსწავლის ცოდნის გაღრმავებაზე , ასევე ზეპირმეტყველების, ანალიზის, არგუმენტირების, დასაბუთების, წერითი უნარების განვითარებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის პროგრესი. სწავლის პროცესი საინტერესოა, აღჭურვილია მრავალფეროვანი საპრეზენტაციო მასალით.

რეპეტიტორი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
რეპეტიტორი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მოგესალმებით! ვარ თამარ ბარბაქაძე, ფილოსოფიის ბაკალავრი წითელი დიპლომით (GPA 4.00) და ბიზანტიური ფილოლოგიის მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. რას გთავაზობთ: - ქართული ენისა და ლიტერატურის სრული კურსი V - X კლასის მოსწავლეებისათვის; - ესეების წერა და ტექსტების ანალიზი; - მნიშვნელოვანი მხატვრული და ფილოსოფიური ძეგლების გაცნობა მსოფლიო ლიტერატურიდან; - გრამატიკა და ორთოგრაფია; - თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა. ჩემი უპირატესობები: - წითელი დიპლომი თსუ-დან (GPA 4.00); - 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტიპენდიანტი; - პედაგოგიური გამოცდილება არაფორმალური განათლების ცენტრში (ვუძღვები ორ საავტორო კურსს); - სამეცნიერო სტატიების ავტორი; - 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. მეცადინეობის ფორმატი: - კვირაში 3-ჯერ, ერთი საათი და 30 წუთი; - ადგილზე მისვლა (თბილისი, ვაჟა-ფშაველას II კვარტალი) ან ონლაინ; - პირველი გაკვეთილი უფასოა. ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კლასზე) პირველ გაკვეთილზე გავეცნობით, შევაფასებ დონეს და დავგეგმავთ სასწავლო პროცესს!

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ნებისმიერ სხვა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ვარ პოეტი. რამდენიმე წიგნის ავტორი.არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ტერენტი გრანელის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და სხვა. მიღეებული მაქვს პატრიარქის სიგელი ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მოკლედ, დაინტერსებული პირები გამომეხმაურეთ, შევისწავლოთ ჩვენი უნიკალური ლიტერატურა და ასევე - გრამატიკა.