მომზადება ქართულში
8 წელია ვასწავლი თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას.
მაქვს კერძო მოსწავლეებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
გაკვეთილებზე ვმუშაობთ:
• ქართული ენის გრამატიკასა და მართლწერაზე
• ტექსტის გააზრებასა და ანალიზზე
• ლიტერატურული ნაწარმოებების სიღრმისეულ განხილვაზე
• ზოგად წერით უნარებსა და ესეს წერაზე
• მოსწავლის კონკრეტულ სირთულეებსა და ცოდნის ხარვეზებზე
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ არ ისწავლოს მხოლოდ „სწორი პასუხის“ პოვნა. მინდა, მას ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეეძლოს ტექსტის გააზრება, კითხვების დასმა, მსჯელობა და საკუთარი პოზიციის დაცვა. ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი მაშინ გამოდის, როდესაც მოსწავლე მხოლოდ მასწავლებელს კი არ უსმენს, არამედ თავადაც იწყებს ფიქრს.
პროფესიულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა — მათ შორის, როგორ მივუდგე განსხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, როგორ შევქმნა სწავლისათვის შესაფერისი გარემო და როგორ დავაინტერესო მოსწავლე შესასწავლი საგნით.