განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოვამზადებ ბიოლოგიაში

ბიოლოგიაში მომზადება

ჩავატარებ გაკვეთილებს ბიოლოგიაში. მოვამზადებ მოსწავლეებს სურვილისამებრ - როგორც საბაზისო/საშუალო საფეხურზე მყოფებს, ასევე სააბიტურო პროგრამისთვისაც. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მაქვს სწავლების გამოცდილება. წარმატებით ჩავაბარე მასწავლებლის სერთიფიცირებული გამოცდა, დაგეხმარებით თქვენზე მორგებული პროგრამით მასალის მარტივად და ხარისხიანად ათვისებაში და გამოცდების დაძლევაში. გაკვეთილებს ჩავატარებ როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სურვილის შემთხვევაში ჩემს ლოკაციაზე - ნუცუბიძის მეოთხე პლატო, თბილისი.

  • ონლაინ

ბიოლოგიაში მომზადება ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ ბიოლოგიაში მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და მასწავლებლობის მსურველებს. ვარ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ბიოლოგიაში. მაქვს მრავალ წლიანი გამოცდილება და მყავს ბევრი გრანტიანი აბიტურიენტი. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ 1 სთ, როგორც ადგილზე გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე, ისე ონლაინ ზუმის პლატფორმის მეშვეობით, ღირებულება 150 ლარი … ტარდება ერთი საცდელი უფასო გაკვეთილი, სადაც გაეცნობით სილაბუსს და სწავლის მეთოდებს.

შეფასება 5.0, 3 შეფასება

ბიოლოგიის რეპეტიტორი

ბიოლოგიაში აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინ! ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) კურსდამთავრებული, მეანობა-გინეკოლოგიის რეზიდენტი, აბიტურიენტების მომზადების გამოცდილებითა და არაერთი წარმატებული შედეგით. ნოემბერ–დეკემბერში იხსნება ახალი ჯგუფი, რომელიც ინტენსიური მოსამზადებელი კურსით ისწავლის. ახალი ჯგუფი სპეციალურად მათთვის იხსნება, ვისი მიზანიც დარჩენილ დროში ბიოლოგიის საგამოცდო პროგრამის სწრაფად, ეფექტურად და საფუძვლიანად ათვისებაა. გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, დასაწყისისთვის კვირაში 2 დღე, 1.5 სთ. გაზაფხულიდან საჭიროებისამებრ ჩატარდება დამატებითი გაკვეთილებიც.