მიიღე მომსახურება? შეაფასე მეგი ბერიკიშვილი
ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. რამოდენიმე სიტყვით გაგაცნობთ ჩემს განათლებასა და გამოცდილებას: 2015-2019 წლებში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე - ძველი ენები და ცივილიზაციები, რომელიც დავასრულე 2021 წელს. ამჟამად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და მოხარული ვარ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო არა მხოლოდ ჩემ მოსწალეებს სკოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თუ გსურთ, ერთად გავხადოთ ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესი მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და, რაც მთავარია, ნაყოფიერი, შეგიძლიათ, დამიკავშირდეთ ჩემს საკონტაქტო ნომერზე. გაკვეთილები ტარდება როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. კვირის განმავლობაში ორი დღე. თითოეულ შეხვედრას ეთმობა 2 საათი. დამატებითი ინფორმაციისთვის: ჩემი მომავალი მოსწავლეებისთვის ყოველთვის უსასყიდლოდ ვატარებ პირველ საცდელ გაკვეთილს, სადაც მოსწავლეს ვაცნობ ჩემი მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც ის თავად წყვეტს, რამდენად შეესაბამება მისი ინტერესები და სურვილები ჩემი პედაგოგიური მუშაობის მეთოდებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელება. გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
მიიღე მომსახურება? შეაფასე მეგი ბერიკიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიძველეთმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი