მათემატიკა სკოლის/უნივერსიტეტის

პრო
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება
5.0
| 7 შეფასება

ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, და მათ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე, განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატებია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი 20 ლარი, საათნახევრიანი 25 ლარი, დისტანციურად 1 საათი 15 ლარი. შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 10 გაკვეთილი 200 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 ორსაათიანი გაკვეთილი 300 ლარი. თავიდან ბოლომდე გავივლი ღვაბერიძის ალგებრისა და გეომეტრიის ,,ა'' ვარიანტის ყველა ამოცანასა და ტესტს, მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხებში, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. ვმუშაობდი მასწავლებლად მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !

სერტიფიკატი
ვიდეო
ტელეფონი
პრო
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში
eyeნანახი
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს. ვარ სერთიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი 8-წლიანი გამოცდილებით. ვსწავლობდი კომაროვში, ასევე მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრებული, ამჟამად ვარ მაგისტრი. ვასწავლი სასწავლო ცენტრში. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჩემთან მოსვლით, ასევე თქვენთან მოსვლით ან ონლაინ. გისურვებთ წარმატებას!

ტელეფონი
მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

ვარ კომაროვდამთავრებული სტუდენტი. სხვადასხვა ოლიმპიადების მონაწილე.აგრალური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მესამე კურსის სტუდენტი, გრანტით. დიდი ხანია ვამზადებ, მათემატიკაში და ამასთან ვარ სასწავლო ცენტრი "AlterSchool - ალტერსქული"-ს მათემატიკის მასწავლებელი. ვამზადებ ბინაზე მისვლით ან მოსვლით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შემიძლია ონლაინ ჩატარებაც საკმაოდ კონფორტულად.მოვამზადებ მეოთხედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 1.5-2 საათი, მოვამზადებ კვირაში 2 დღე. გაკვეთილის ღირებულება იქნება 20 ლარი.

ალბათობა და სტატისტიკა
ალბათობა და სტატისტიკა

ადამიანს თავის საქმიანობაში ხშირად უხდება განუზღვრელობის პირობებში გადაწყვეტილების მიღება, რაც მოითხოვს მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გარკვეული სპექტრის ცოდნას. კურსში ყურადღება ეთმობა ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის როგორც თეორიულ ისე გამოყენებით ასპექტებს. კურსი პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: 1. ალბათობის თეორია; 2. სტატისტიკური დასკვნების თეორია. ალბათობის თეორიის ნაწილში მოყვანილია ყველა ძირითადი დებულება და მათი გამოყენების ასპექტები, განაწილების კანონები და მათი რიცხვითი მახასიათებლები. მათემატიკური სტატისტიკის მეთოდები ფაქტობრივად ალბათობის თეორიაზეა დაფუძნებული. ალბათობის თეორია წარმოადგენს ხიდს აღწერითი სტატისტიკისა და სტატისტიკური დასკვნების თეორიის მეთოდებს შორის, გვაძლევს რა საშუალებას გავიაზროთ, თუ როგორ იქმნება და გამოიყენება სტატისტიკური მოდელები. კურსში ფართოდ გამოიყენება ნახაზები და გრაფიკები, რაც ემსახურება თეორიული მასალის გააზრებას და ადვილად ათვისებას. ამ კურსის გავლის შემდეგ, გეცოდინებათ: • ალბათობის თეორიის ძირითადი დებულებები • განსაზღვრავთ სხვადასხვა პროცესის ერთმანეთზე დამოკიდებულებას • შექმნით პრაქტიკული ამოცანების სტატისტიკურ მოდელებს • გაანალიზებთ შედეგებს და შესაბამის სტატისტიკურ დასკვნებს • მოახდენთ სხვადასხვა სფეროში სტატისტიკური მეთოდებით მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას, კურსი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელსაც სჭირდება ალბათობა და სტატისტიკა თავის საქმიანობაში.

მომზადება GRE/SAT (Quantitative/Verbal, Calculus(I, II, III)) -ში და აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდებისთვის
eyeნანახი
მომზადება GRE/SAT (Quantitative/Verbal, Calculus(I, II, III)) -ში და აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდებისთვის

ვამზადებ მოსწავლეებს GRE/SAT გამოცდებისთვის (ვერბალური და მათემატიკური), სასკოლო/საბაკალავრო მათემატიკაში (ინგლისურად და ქართულად). კურსის დაწყებისას მოსწავლე წერს placement ტესტს, რომლის საშუალებითაც განვსაზღვრავთ თუ რა დონეზეა მოსწავლე და რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. კურსის გეგმაა: 1. ინტენსიური ჩართულობა. 2. საშინაო დავალებების დეტალურად გარჩევა. 3. მუშაობა იმ მასალაზე, რომლის გააზრებაც მოსწავლეს კურსის დასაწყისში უჭირს. 4. ყოველკვირეული მოკლე ტესტის წერა, რომელიც ამოწმებს თუ რამდენად აქვს მოსწავლეს გააზრებული განვლილი მასალა. კურსის გარანტირებული შედეგებია: 1. SAT/GRE-ში, მათემატიკის ტესტებში ქულათა აწევა მაქსიმალურ დონეზე. 2. ტესტის წერის ჩვევის გამომუშავება 3. ტესტის გაკეთების სისწრაფის მაქსიმალურად გაზრდა გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი

მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე
მოვამზადებ მათემატიკაში მაღალ დონეზე

ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მათემატიკა ვიცი უმაღლეს დონეზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოვხვდი ტოპ 100 აბიტურიენტს შორის. მაქვს სამწლიანი გამოცდილება სკოლის დონის მასწავლებლობაში, ხოლო უმაღლეს მათემატიკას უკვე ერთი წელია ვასწავლი. მოვამზადებ როგორც სკოლის მოსწავლეებს სკოლის მასალაში, ისე სტუდენტებს - კალკულუსში. მისვლით მხოლოდ დიდ დიღომში, ძირითადად ონლაინ ვმუშაობ გაკვეთილის ხანგრძლივობა და საფასური მოსწავლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, თუმცა ძალიან არ იცვლება. ხშირად ვატარებ ერთ საცდელ გაკვეთილს, რათა დონე დავადგინო