მათემატიკის მასწავლებელი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის

პრო
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში
მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

ვარ სერთიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი, მასწავლებლის გამოცდა ჩაბარებული მაქვს. მოვამზადებ მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებს. ვსწავლობდი კომაროვში. ვარ პუნქტუალური, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვარ შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ვთავაზობ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროგრამას. მეცადინეობა ითვალისწინებს მოსწავლეთა დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას მათემატიკის სწავლის მიმართ. ფასი შეთანხმებით. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია ჩემთან მოსვლით ან ონლაინ. გისურვებთ წარმატებას!

ტელეფონი
მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის მასწავლებელი

ეროვნულები მოახლოვდა და მოვამზადებ აბიტურიენტებს რთულ ამოცანებში, გავარჩევინებ ვარიანტებს. ასევე ავიყვან 8+ კლასის მოსწავლეებს ზაფხულში მოსამზადებლად. ცოტა რამ ჩემს შესახებ: დავამთავრე ვეკუას სკოლა მაღალი აკადემიური მოსწრებით, სკოლის პერიოდში მონაწილეობა მიმიღია მათემატიკის არაერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე ავიღე 50/51 ქულა და 100%-იანი გრანტით ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. მაქვს მათემატიკის სწავლების 3+ წლიანი გამოცდილება. გაკვეთილები ტარდება ძირითადად ინდივიდუალურად და ონლაინ. დეტალებისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.