მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

პრო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება
4.9
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 17 შეფასება

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიმეოროს მათემატიკა. ვმუშაობ როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად ვარ შედეგებზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება როგორც მოსწავლის ბინაზე მისვლით, ისე დისტანციურად, კვირაში 2 ან 3-ჯერ მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ბინაზე მისვლით ერთი გაკვეთილის ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო დისტანციურად 1 გაკვეთილი 1საათი და 20წუთი 25 ლარი. ფასი და პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მაქვს მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“. გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
ტელეფონი
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და სტუდენტებს მათემატიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე, 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წლის ზაფხულში კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვადასხვა დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე.

მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება
მათემატიკის საბაკალავრო/სასკოლო გამოცდებში მომზადება

მოსწავლეთა მომზადება მათემატიკაში – ქართულად და ინგლისურად ჩვენთან ერთად სწავლობენ არა მხოლოდ შედეგის გაუმჯობესებისთვის, არამედ აზროვნების განვითარებისათვის! გთავაზობთ მათემატიკის საგანში მოსწავლეთა მომზადებას როგორც სასკოლო, ასევე საბაკალავრო დონეზე, ქართულად და ინგლისურად. მოსწავლეთა მომზადების პროცესში ჩართული ვართ მე და ჩემი ქალიშვილი. მაია ჭაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი -მაგისტრი (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეონა ზურაბაშვილი - პროფესია: მათემატიკოსი - მაგისტრი, ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ? სწავლების დაწყებამდე მოსწავლე ავსებს placement ტესტს, რის საფუძველზეც განვსაზღვრავთ მის დონეს და შესაბამისი ჯგუფის ან ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ვიწყებთ მომზადებას. ? კურსის ძირითადი მახასიათებლებია: აქტიური და ინტენსიური ჩართულობა გაკვეთილზე საშინაო დავალებების სრულყოფილი გარჩევა იმ თემებზე ფოკუსი, რომლებიც ყველაზე რთულად ესმის მოსწავლეს ყოველკვირეული მოკლე ტესტები ცოდნის გასამყარებლად ? რას მიიღებს მოსწავლე: მათემატიკის ღრმა და მკაფიო ცოდნა ტესტის წერის ტექნიკის განვითარება ამოცანების შესრულების სისწრაფის გაუმჯობესება ⏱ გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი ? სასწავლო ენა: ქართული და/ან ინგლისური ? რეკომენდაციები: ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ როგორც კომაროვის სკოლაში, ასევე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მათ შორის საზღვარგარეთაც. ? დაგვიკავშირდით, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილებისთვის!

SAT-ის მათემატიკაში მომზადება
SAT-ის მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული და ვსწავლობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მათემატიკის სწავლების 6 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება თუ: • ემზადები SAT-ის გამოცდისთვის • ხარ უნივერსიტეტის სტუდენტი და მათემატიკურ საგანში დახმარება გჭირდება • ხარ სკოლის მოსწავლე და გინდა მოემზადო მათემატიკაში დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.