Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი

აღწერა

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი) სააბიტურო პროგრამა ზოგადი კურსი
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ სასწავლო ცენტრში ინდივიდუალური მეცადინეობა ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
09:00 - 22:00
შაბათი
09:00 - 22:00
კვირა
09:00 - 22:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

თბილისი, საბურთალო, გურამ ფანჯიკიძიე 2(სამედიცინო მეტროსთან ახლოს)

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
სრული ზოგადი განათლების ატესტატი
2010-09-14 - 2014-06-14
სსიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა
certificate icon
ბაკალავრიის დიპლომი
2014-09-14 - 2018-07-12
მეცნიერებათა ბაკალავრიის აკადემიური ხარისხი ფიზიკაში
certificate icon
მაგისტრატურის დიპლომი
2019-03-05 - 2021-01-10
ფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი
მსგავსი განცხადებები
verify badge პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში ჩემ შესახებ: ▪️ვარ 22 წლის გოგო. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. ▪️ მაქვს რეპეტიტორობის 5-წლიანი გამოცდილება. მეცადინეობების შესახებ: ვეხმარები მოსწავლეებს სასკოლო მასალის ათვისებაში, რთული საკითხების გაგებასა და ამოცანების ამოხსნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს მასალის გააზრება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მეცადინეობის პროცესი მორგებულია მოსწავლის ცოდნის დონესა და საჭიროებებზე. სამუშაო ფორმატი და დატვირთვა განისაზღვრება მოსწავლესთან და მშობელთან შეთანხმებით. მათემატიკაში მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ▪️ მოსწავლესთან სახლში მისვლით — ვაკე, საბურთალო, წერეთელი,ნუცუბიძის პლატო. ▪️ ონლაინ — საქართველოს მასშტაბით.

პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

ვამზადებ 5–12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე! - ვარ კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა მაქვს მიღებული კომაროვის სკოლისა და ეროვნულ ოლიმპიადებში. - მაქვს მასწავლებლობის 4-წლიანი გამოცდილება. მარტივად და გასაგებად გადმოვცემ მასალას და ვეხმარები მოსწავლეებს მათემატიკის საფუძვლიანად გააზრებაში. - ვამზადებ მოსწავლეებს როგორც სასკოლო პროგრამით, ისე გაძლიერებულად. გაკვეთილებზე ვმუშაობთ სკოლის მასალაზე, საშინაო დავალებებზე, რთული საკითხების გააზრებასა და დამატებითი ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლის ცოდნის დონისა და მიზნების გათვალისწინებით. - ამჟამად ვსწავლობ გერმანიაში, ამიტომ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა კარგად გაიგოს, კითხვების დასმის არ შეეშინდეს და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარებიც განივითაროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით Whatsapp - ზე.