Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება მათემატიკაში

verify badge პრემიუმი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
pin თბილისი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია, სტატისტიკა, დიფ განტოლებები და ფიზიკა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A ans As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

profile avatar
გიორგი
star icon 5.0 (5)
certificate icon 3
პრო
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მოსწავლეებზე მორგებული, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის ზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია: გლდანი / ლოკაცია მარტივად მოსაგნებია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში, გზის პირას. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლით) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90-110 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 160 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 4 წელია და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში. გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

star icon 5.0 (1)
verify badge
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მაქვს მოსწავლეების მომზადების 4 წლიანი გამოცდილება, რის განმავლობაშიც წარმატებული შედეგი მივიღეთ არაერთი კლასის, სკოლის, მათ შორის IB პროგრამის,კომაროვის მოსწავლესთან, ასევე კომაროვის მისაღები გამოცდების მოსწავლეებთან კომაროვის მასალთ(4,5,6 კლასი).აბიტურიენტებთან მაქვს 100% შედეგი. სწავლის პროცესი არის მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და სახალისო. ვატარებ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ გაკვეთილებს. დანარჩენი დეტალებისთვის დამიკავშირდით ნომერზე

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
ალექსანდრე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

პროფესიული, ხალისიანი, დალაგებული და ადვილად გასაგები იყო ყველაფერი

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
ანასტასია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

ბატონი გიორგი პროფესიონალია და გასაგებად ხსნის ყველაფერს. გაკვეთილები საინტერესო და სასარგებლოა და უკეთ მეხმარება საგნის...

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
საბა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 თვის წინ

ლექტორი, რომელიც კალკულუსს უმაღლეს დონეზე ასწავლის, გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და რთულ თემებს საოცრად ნათლად ხსნ...

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
ვიქტორია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

ყველა მხრივ საუკეთესო! ძალიან ცოტაა ისეთი ლექტორი რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს პროფესიონალი და მეგობრული სწორედ ასეთ...

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები სურათი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
ნიკა სეროპიან
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
9 თვის წინ

ყველაზე მაგარი ლექტორი და მასწავლებელი. კალკუკუსი საერთოდ არ ვიცოდი ამ კაცმა ისეთი დახმარება გამიწია, რომ ეხლა ამ უძნელე...

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში სურათი
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
სალომე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
10 თვის წინ

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ანას, ჩემს შვილს ძალიან დაეხმარა და სრულად დააძლევინა თავისი კომპლექსები, იდეალურად შეა...

მსგავსი კატეგორიები