მიიღე მომსახურება? შეაფასე ნანუკა
მოგესალმებით, მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის ბავშვს ინდივიდუალურად ბიოლოგიაში. პროგრამა მიზნად ისახავს როგორც სკოლის მოსწავლეთა აკადემიური დონის გაუმჯობესებას, ასევე იმ აბიტურიენტთა პროფესიულ მომზადებას, რომლებიც გეგმავენ ინგლისურენოვან სამედიცინო ფაკულტეტებზე ჩაბარებას. ვარ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის სტიპენდიანტი სტუდენტი. 1 წლის განმავლობაში ვიყავი გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში(მისურიში), სადაც დავამთავრე სკოლა. მაქვს ამერიკული სკოლის დიპლომი 4.0 GPA-ით, ამიტომ, ინგლისურ ენაზე სწავლა-სწავლების პროცესი ჩემთვის საკმაოდ ბუნებრივი პროცესია. მომზადების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ : • სკოლის ბიოლოგიის პროგრამის საფუძვლიან მიმოხილვასა და სიღრმისეულ გააზრებას; • მედიცინის ფაკულტეტის მასალის წინასწარ გაცნობასა და დახვეწას;( ამერიკული სამედიცინო ლიტერატურიდან). • ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც მორგებულია თქვენი უნარებისა და მიზნების განვითარებაზე. ჩემი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს მივცე არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც უპირობო საწინდარია განვითარებისა და წარმატებული კარიერისა.
მიიღე მომსახურება? შეაფასე ნანუკა