ჩვენ, მოსწავლეებს ვუნვითარებთ ხელმარჯვეობასა და სხვადასხვა საქმიანობაში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარეებს, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება. მენტორი: გაგნიძე ლევანი - "DreamCreators Academy"-ის დამფუძნებელი, მიმართულება - გამოყენებითი ფიზიკა. აქვს, რამდენიმე წლიანი გამოცდილება ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით - ტექნოლოგიურ ლაბორატორიებსა და ფაბრიკაში. სწავლების გამოცდილება ელექტრონიკასა და რობოტექნიკის მიმართულებით - 4 წელზე მეტი. სწავლება იქნება 7 თვე, ბოლო თვეს იმუშავებენ საბოლოო პროექტებზე და ააწყობენ სხვადასხვა მოწყობილობას მენტორების დახმარებით. რობოტექნიკის კურსის საფასურია - 250 ლარი. ვატარებთ საცდელ, გაცნობით გაკვეთილს - უფასოდ. კურსი ტარდება დისტანციურად - Google Meet-ში რობოტექნიკის კურსი- მოიცავს რობოტექნიკის საფუძვლებს და სამ სფეროს: პროგრამირებას - ვიზუალურ პროგრამირების ხელსაწყო Scratch-ში; 3დ მოდელირებას - Tinkercad-ში, 3დ მოდელების შექმნასა და ბეჭდვას; ელექტორნიკას - სადაც, გაეცნობიან ელექტრულ კომპონენტებს, მათ აგებულებას, მუშაობას, ელექტრონიკის მთავარ ცნებებსა და პროგრამირებად მოწყობილობებს; შეძლებენ რობოტებისა და მოწყობილობების აწყობასა და დაპროგრამებას. "DreamCreators Academy - ოცნებისმქმნელთა აკადემია" არის თანამედროვე ტექნოლოგიების ონლაინ აკადემია ! რომელიც ზრუნავს და ანვითარებს მოწყობილობების, Hardware პროდუქტის შექმნის მიმართულებას საქართველოში, რომელიც, დღეს არცერთ სხვა სასწავლებელს არ აქვს, იმ დრონეზე, რომლითაც მოსწავლე კურსების ბოლოს შეძლებს რეალური პროდუქტების, მოწყობილობებისა და ინოვაციური სტარტ-აპების შექმნას.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.