განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

გავასერინებ ძაღლებს

პრო

ძაღლების გასეირნება

ვასეირნებ ძაღლებს ვაკე, ვერასა და საბურთალოს ტერიტორიებზე. სითბოთი, პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით. ✅ ყოველდღიური ან რამდენიმე დღიანი სეირნობა შეთანხმებული დროით. ✅ უსაფრთხოება და ყურადღება თითოეულ ძაღლზე, გასეირნების ფასი შეთანხმებით,მაქვს ძაღლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

ვერიფიცირებული

ცუგოების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ცუგოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ძალიან მიყვარს ცხოველები და თქვენს ცუგას გავასეირნებ ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და დიდი სიყვარულით. გასეირნების დრო და სიხშირე შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

გავასეირნებ ძაღლებს

თუ დრო არ გაქვთ, სიამოვნებით გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, თბილისში. მაქვს გამოცდილება. საათი 15 ლარი.

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ვარ პასუხისმგებლიანი და ძალიან მიყვარს ცხოველები. ვიზრუნებ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე. დროსა და ფასზე შევთანხმდეთ.

მე ვარ გამოცდილი ძაღლებთან მაქვს კარგი კონტაქტი.

მე თითონაც მყავს ძაღლი დიდი ჯიშის მასტიფი . ძაღლები მიყვარს და ზოგადად მათაც ვუყვარვარ და შემიძლია გავასეირნო ყველა სულერთია როგორი იქნება დიდია ან პატარა მთავარია ავი არ იყოს მე ვიცი ძაღლების კარგი მოვლა აუცილებლად დამიკავშირდით

ძაღლის გასეირნება

ვასეირნებ ოთხფეხა მეგობრებს დამირეკეთ ნომრზე. თბილისი ფასი შეთანხმებით

შინაური ცხოველების მოვლა გასეირნება

ვასეირნებ შინაურ ცხოველებს ნებისმიერ ლოკაციაზე. გამარჯობა მე ვარ თამო 19 წლის სტუდენტი, ამ სფეროში 3 წელია აქტიურად ვმუშაობ, მაქვს გამოცდილება და უამრავი რეკომენდაცია. შინაური ცხოველის მოვლა დატოვება ეს უბრალოდ საქმე არაა მას დიდი სიყვარული,მონდომება და გამოცდილება სჭირდება. რათქმაუნდა რთულია თქვენი საყვარელი ცუგო , ფისო ან შინაური ცხოველის სხვა, უცხო ადამიანს დაუტოვოთ, რადგან არ იცით როგორ შეეგუება ის მას ან თუნდაც როგორ მიეჩვევა თქვენი მეგობარი მომვლელს. რათქმაუნდა ამ საკითხზე სრული სერიოზულობით და მონდომებით ვცდილობ რომ თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი იყოს თბილ და მოსიყვარულე გარემოში. ამაში ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც მეხმარებიან. ასე რომ თამამად შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი :)

ძაღლების გასეირნება

✋გამარჯობა! თუ გჭირდებათ ვინმე, ვინც თქვენს ბეწვიან მეგობარს გაასეირნებს/დაიტოვებს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. ვარ პასუხისმგებლიანი და სანდო 20 წლის სტუდენტი და ყველა ძაღლის მოყვარული. მყავს ძაღლი თვითონაც და მაქვს გამოცდილება, სხვისი ძაღლების გასეირნებაში და მოვლაშიც (დიდი ჯიშებიც). ნებისმიერ ტერიტორიაზე. (თბილისში) ✨ ტარიფები შეთანხმებით და სერვისებს მოვარგებთ თქვენს საჭიროებებზე. დამატებით შეკითხვებზე დამიკავშირდით. ✨

გავასეირნებ ძაღლს ქ.ბათუმში

მოგესალმებით მეგობრებო.ვარ 27 წლის მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება.საიმედო და გამოცდილ ხელში იქნება თქვენი ცუგები.ვინც ქ ბათუმში ხართ და დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებთ დამიკავშირდით ნებისმიერ დროს!

გავსეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს წერეთლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დილით 11 საათამდე და საღამოს 8 საათის შემდეგ. 1 საათი 10-15 ლარი. მაქვს გამოცდილება როგორც შინაური ცხოველის გასეირნების, ისე დატოვების . ვარ 19 წლის.

ძაღლების გასეირნება

ორი მოხალისე ძაღლების საოცრად მოყვარული გავასეირნებთ პატარა და საშვალო ჯიშის ძაღლებს

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ თქვენს ოთხ ფეხუკა მეგობარს სანზონა- ნაძალადევის ტერიტორიაზე. თვითონ მყავს ერთი ცუგო, ვარ ძალიან კეთილი, პასუხისმგებლიანი და მზრუნველი გოგონა. გავასეირნებ დილას ან საღამოს, სურვილისამებრ . ფასი 1სთ-14₾. 2სთ-24₾.

ოთხფეხა მეგობრების გასეირნება

გამარჯობათ, ვცხოვრობ ვაზისუბანში, გავასეირნებ ვაზისუბანში თქვენს ოთხფეხა მეგობარს დღეში 2 საათს, დილით 1 საათი და საღამოსაც 1 საათი 10 ლარად დაინტერესებული პირები დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ძაღლების გასეირნება

გავასეირნებ თვქენს ოთხფეხა მეგობრებს რუსთავში. ძალიან მიყვარს ცხოველები. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს 1 საათით. ყოველდღე შაბათ კვირის გარდა. სასურველია გლდანის ტერიტორია.მე თვითინაც მყავს ოთხფეხა მეგობარი და მიყვარს უკლებლივ ყველა

გავასეირნებ ძაღლს

გამარჯობა.გავასეირნებ ძაღლს სანზონა,წერეთელი,ნახალოვკის ტერიტორიაზე.ძაღლი არ უნდა იყოს აგრესიული ფასი შეთანხმებით

გავასეირნებ ცხოველებს ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე

ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი გამსეირნებელი თუ გჭირდებათ ვარ მე ☺️ მიყვარს ყველანაირი ცხოველი, ნამუშევარი მაქვს ამერიკაში ზოო მაღაზიაში. ასევე მყავს 2 ფისო და ერთი ძაღლი

გავასეირნებ ძაღლებს

ძალიან მიყვარს ცხოველები და მათთან კონტაქტი შესაბამისად შემიძლია გავასეირნო ცხოველები საბურთალოზე. საკმაოდ მისაღებ ფასში 15-20₾

ძაღლის გასეირნება

ცხოველთა მომსახურების სერვისი UniPuppy გთავაზობთ თქვენი ცუგოს გასეირნების სერვისს. თუ თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე სამსახურშია და ვერ ახერხებს ოთხფეხა მეგობრის დილა საღამოს გასეირნებას, შეგიძლიათ ჩვენი სახით იპოვნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მზრუნველობით მოექცევა თქვენს მაქსის, ბუბუს, ლილუს ან ნენსის. ეს თქვენთვისაც კომფორტი იქნება და თქვენი ძაღლისთვისაც. ღირებულებაზე შესათანხმებლად დაგვიკავშირდით ნომერზე

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს(გლდანში)

მაქვს კარგი გამოცდილება ცხოველებთან ურთიერთობაში,ასევე შემიძლია გავრწვთვნა ლეკვები. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ მობილურ ტელეფონზე.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ თქვენს საუკეთესო მეგობარს საბურთალოს ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში. ფასი შეთანხმებით.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. ძაღლს, კატას. დავარცხნა, მოვლა. საბურთალო, ვერა-ვაკის ტერიტორიაზე. მყავს ძაღლი. მაქვს 2 წლიანი გამოცდილება.

გამარჯობა. გავასეირნებ შინაურ ცხოველებს. მაქვს ორ წლიანი გამოცდილება. მე თვითონ მყავს ცუგა-შპიცი ბო და ფისო-შოტლანდიური ფოლდი. ასევე შემიძლია დავვარცხნო, წავიყვანო აცრაზე, ვაბანაო და თქვენი სურვილისამებრ მოვუარო. მხოლოდ გასეირნების ფასი საათი 8-10 ლარი. დანარჩენ მომსახურებებზე ფასი შეთანხმებით.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ საუკეთესო არსება ძაღლებს ჩემ ძაღლთან ერთად ვერაზე საღამოს.პარასკევის და შაბათის გარდა.

გავასეირნებ ძაღლებს

ვასეირნებ ძაღლებს საღამოობით 2საათის განმავლობაში ფასი 40 ლარი გავასეირნებ თბილისში საბურთალოს ქუჩაზე

გავასეირნებ ან დავიტოვებ ძაღლებს ვაკე- საბურთალოს ტერიტორიაზე

ვასეირნებ ძაღლებს, შემიძლია გასეირნება დილით და საღამოს. შემიძლია დავიტოვო რამდენიმე საათითაც ან მთელი დღის განმავლობაში. 1 სთ - 10 ლარი

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს ან დავიტოვებ ვაშლიჯვარში. დრო: 10:00-19:00-მდე ფასი შეთანხმებით.

ცხოველების გასეირნება.

აქსესუარები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. შინაური ცხოველების გადაადგილების სერვისი, განისაზღვრება მანძილის მიხედვით. შინაური ცხოველების დატოვების სერვისი, შინაური ცხოველების გასეირნების სერვისი.

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობარს

ძალიან მიყვარს ცხოველები, სახლში მყავს ძაღლიც და კატაც, მაქვს დიდი შეხება ცხოველებთან. რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით გავასეირნებ თქვენს საყვარელ მეგობარს

გავასეირნებ ძაღლებს

მყავს 3 წლის გოგონა, რომელსაც ძალიაან უყვარს ცხოველები. ჩვენ ხშირად ვსეირნობთ ვცხოვრობთ ლისზე. თუ ჩვენთან ახლოს ხართ, შემიძლია, გავასეირნო თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც ❤️

გავასეირნებ ძაღლებს

გავასეირნებ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს დღის მეორე ნახევარში. მყავს საკუთარი ლეკვიც ასერომ თქვენი პატარა უსაფრთხო ხელში იქნება.

ძაღლების გასეირნება

დიდი დიღმის ტერიტორიაზე გავასეირნებ ლეკვებს და ძაღლებს. ვარ პასუხისმგებლიანი და ძაღლების დიდი მოყვარული. მაქვს გამოცდილება.

ცხოველების გასეირნება

გავასეირნებ ძაღლებს დიდი ზომა 15 ლარი 1საათი პატარა ზომა 10 ლარი ესეც 1 საათი ძალიან მიყვარს ძაღლები მყავს 3 ძაღლი ყველანაირი ზომის გავასეირნებ რამდენიმესაც მცალია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თვეში 500 ლარი ყოველ დღე დილას და ღამე თითო თითო საათით დამირეკეტ დროებზე დავილაპარაკებთ.

გავასეირნებ შინაურ ცხოველებს მთაწმინა-სოლოლაკის ტერიტორიაზე

ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები და მუდმივად გვყავდა ოჯახში ოთხფეხა მეგობრები, მაგ. ძაღლები, ზაზუნები, კატები და ა.შ. თვითონვე ვუვლი და ვასეირნებ ჩემს ჯუჯა პუდელს, სახელად სინდი. მოხარული ვიქნები, თუკი მექნება მათთან სეირნობის შესაძლებლობა. ვიზრუნებ თვენს ოთხფეხა მეგობრებზე. მაღალ დონეზე ვფლობ ინგლისურ და გერმანულ ენებს. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მომავალი ექიმი.

შინაური ცხოველების მოვლა-გასეირნება-დატოვება

გამარჯობა! მე ვარ თამო ადამიანი, ვისაც გულით უყვარს ცხოველები. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და კარგად მესმის, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, ვის ანდობთ თქვენს ბინადარს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია სიყვარული, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა. რას გთავაზობთ? __გასეირნება — 35₾-დან __ დატოვება (დღისა ან ღამის განმავლობაში) — 60₾-დან ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხოველის ტიპის, მოვლის საჭიროების და ლოკაციის მიხედვით. ყოველთვის შეგვიძლია ინდივიდუალურად შევათანხმოთ ყველა დეტალი. ❗️ ძალიან მნიშვნელოვანი: არ ვასეირნებ და არ ვიტოვებ რამდენიმე ცხოველს ერთად. ყოველი ბინადარი ჩემთვის უნიკალურია და მხოლოდ მას ვუთმობ სრულ ყურადღებას. სრულად ინდივიდუალური მომსახურება — მაქსიმალური ზრუნვით და უსაფრთხოებით. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს მოხარული ვიქნები გავიცნო თქვენი ბეწვიანი, ფრთიანი თუ ქერცლიანი მეგობარი! გპირდებით, რომ მათ გვერდით ნამდვილად სანდო ადამიანი ეყოლება :)

შეფასება 4.9 , 10 შეფასება

გავასეირნებ ძაღლს

ვგიჟდები ძაღლებზე. თუ არ გაქვთ დრო რომ თქვენთვითონ გაასეირნოთ ძაღლი და დატვირთვით ფიზიკურად თქვენს მაგივრად სიამოვნებით ვიზამ ამას. ვცხოვრობ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ველი შემოთავაზებებს.

ძაღლების გასეირნება / გავასეირნებ ძაღლებს

გამარჯობა, მიყვარს ძაღლები და გაგისეირნებთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ვაკე-ვერის ტერიტორიაზე. ვარ პასუხისმგებლიანი და მონდომებული. 1 საათი - 10ლ, 2 საათი - 20ლ და ... თანხას ვაგროვებ სწავლისთვის და სიამოვნებით მოგემსახურებით თქვენ და თქვენს პატარა მეგობარს.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ შინაურ ცხოველსა და მეგობარს თქვენივე საცხოვრებელ არეალში ან პარკში, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად.

შინაური ცხოველის გასეირნება

გამარჯობა, მე ვარ შორენა 25 წლის. გავასეირნებ თქვენს შინაურ ცხოველს გლდანი-ნაძალადევის ან სანზონის ტერიტორიაზე, სრული პასუხისმგებლობით და სიყვარულით.

გავასეირნებ ძაღლს

გავასეირნებ ძაღლს დღეში ერთხელ ერთი საათი10ლ ორი საათი 15ლ. ვარ თერთმეტი წლის

დავიტოვებ პატარა და საშუალო ჯიშის ძაღლებს დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე

ძალიან მიყვარს ცუგები, დავიტოვებ ძაღლებს შეთანხმებულ საათებში ძალიან შეღავათიან ფასში❤️ დატოვებაში შედის ძაღლის გასეირნებაც☺️

გავასეინებ თქვენს ძაღლებს

გავასეინებს თქვენს ძაღლებს შაბათ-კვირას. ვერა, ვაკე, თავისუფლება, რუსთაველი. ფასი დამოკიდებული იქნება ძაღლზე და ასევე სეირნობის პერიოდზე. ვმუშაობ მარტო შაბათ კვირას. ძაღლს უნდა საკუთარი საბელი.

ძაღლის გასეირნება

გავასეირნებ ძაღლს ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით და საღამოს. 30 წუთიანი გასეირნება. პატარა 10 ლარი. საშუალო და დიდი ზომის 15 ლარი. 21 წლის, პასუხისმგებლიანი და ძაღლების მოყვარული.

ძაღლის გასეირნება

ძაღლის გასეირნება ისნის, სამგორისა და მოსკოვის გამზირის ტერიტორიაზე დროის შეთანხმებით.

შინაური ცხოველების გასეირნება

ვარ ძალიან მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი გოგო, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები. სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი საყვარელი შინაური ცხოველის დროულად გასეირნებაში. ძაღლი არ უნდა იყოს აგრესიული. ფასი: 10 ლარი დღეში. დღეებზე და საათებზე შეთანხმება შესაძლებელია.

შეფასება 5.0 , 2 შეფასება

ძაღლის გასეირნება.

გავასეირნებ ძაღლს დღეში 1-2-ჯერ - მოთხოვნის შესაბამისად. შემიძლია ვიტვირთო დიდი ძაღლებიც. გავასეირნებ ვაკის ტერიტორიაზე. მყავს 2 ძაღლი და გამოცდილება მაქვს მათთან ურთიერთობაში. ვისაც გჭირდებათ დახმარება დამიკავშირდით ნომერზე. ფასი შეთანხმებით.

გავასეირნებ ძაღლებს.

გავასეირნებ ძაღლებს. სასურველია ვარკეთილის ტერიტორიაზე. ვარ 30 წლის. ძალიან მიყვარს ცხოველები და მაქვს გამოცდილება

ძაღლების გასეირნება

გამარჯობა, გავასეირნებ პატარა ზომის ძაღლებს. ძალიან მიყვარს ცხოველები. სამუშაო დღეებში ვმუშაობ დღის მეორე ნახევარში, (დროებზე შეთანხმებით), ხოლო უქმეებში მთელი დღის განმავლობაში. 1 საათი - 20 ლარი (ან შეთანხმებით) ???