გამარჯობა! ჩემი სახელია ანი, დავამთავრე ვეკუას სკოლა და ახლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, ვარ მესამე კურსის სტუდენტი. გარდა სახელმწიფო გრანტისა, მოვიპოვე “STEM-ის მომავალი პროფესიონალის” გრანტი. სრული დაფინანსებით გავიარე სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკის კურსი (Logic4All). სკოლის ასაკში ვმონაწილეობდი ისეთ პროექტებში, როგორიცაა მილენიუმი, 1000 Girls 1000 Futures, The Junior Academy (NYAS). გარდა ფიზიკა-მათემატიკისა, მაქვს ბევრი ინტერესი. მაგალითისთვის, ვარ მე-2 ადგილოსანი კონკურსისა - “ვწერ თავისუფალ თემას”, ზაფხულობით ასევე ვმონაწილეობ ექსპედიციებში როგორც საქართველოში, ისევე საზღვრებს გარეთ. მოსწავლეების ვამზადებ მე-11 კლასიდან, რაც 5 წლიან გამოცდილებას უდრის. მოვამზადებ მხოლოდ ონლაინ როგორც ფიზიკაში, ასევე მათემატიკაში (სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, კალკულუსი), ან ადგილზე მოსვლით ისანში.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.