გამარჯობა, მე ვარ ლეილა. ბავშვობიდან ვზრუნავ ცხოველებზე და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სანდო, მზრუნველ ადამიანთან დარჩეს. ვქმნი მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თქვენი ძაღლი|კატა თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობს. ჩემთვის მთავარი არის ყურადღება, სითბო და პასუხისმგებლობა. რას გთავაზობთ? - ძაღლის გასეირნება — 30₾-დან - კატის | ძაღლის დროებითი მოვლა/დატოვება კერძო სახლში, სადაც ცხოველი მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს — 60₾-დან ღირებულება დამოკიდებულია ბინადრის საჭიროებებზე, ხანგრძლივობაზე და ლოკაციაზე — დეტალები შეგვიძლია შევათანხმოთ. თუ გსურთ, რომ თქვენი ბინადარი იყოს სანდო, თბილ და პასუხისმგებლიან გარემოში — სიამოვნებით დაგეხმარებით. მომწერეთ ნებისმიერ დროს.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.