fb
პრო
მათემატიკაში მომზადება
eyeნანახი
მათემატიკაში მომზადება
4.9
| 13 შეფასება

ვამზადებ, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ასევე სტუდენტებს და მათ ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა საბაზისო დონეზე, განაცხადის დასაწყისში რამდენიმე მოკლე ვიდეო და სერთიფიკატია ატვირთული შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ სწავლის მეთოდი. სკოლის წიგნის გარდა დამატებით გავდივარ წიგნებით: ღვაბერიძე, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძის გავიმეოროთ მათემატიკა, თოფურია. ყველა მოსწავლე მყავს ინდივიდუალურად, ვასწავლი როგორც ბინაზე მოსვლით, ისე დისტანციურადაც ზუმით, სკოლის მოსწავლეებთან მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ, ბინაზე მოსვლით, რაც ჩემს დროის რესურსებსა და შრომას მოითხოვს ერთი გაკვეთილის ღირებულება 1 საათიანი საშუალოდ 20-25 ლარი დისტანციურად 1 საათი 15-20 ლარი. შესაბამისად სწავლის საფასურიც ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით და დროით განისაზღვრება, ბინაზე მოსვლით 8 გაკვეთილი 160-200 ლარია, ხოლო აბიტურიენტები თვეში 12 გაკვეთილი 300-350 ლარი. მოსწავლეებს ვტვირთავ დავალებებით, ყოველი თავის ბოლოს იქნება შემაჯამებელ წერა, რათა მოსწავლემ უკეთ გაიღრმავოს ცოდნა მოცემულ საკითხებში, მოსწავლეების მიმართ ვარ მომთხოვნი და მეგობრული. სურვილისამებრ მოსწავლეებს ვამეცადინებ ზაფხულშიც. მე გახლავართ თსუს ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაქვს მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. 2022 წელს ჩემი ყოფილი აბიტურიენტი ჩაირიცხა ჯავახიშვილში, 2023 წელს სხვა მოსწავლე კოლეჯში, ვმუშაობდი მოსწავლეების მოსამზადებელ ცენტ IQ აიქიუში, გარდა ამისა, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები, დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით გისურვებთ წარმატებებს !

certificates icon სერტიფიკატი
video play icon ვიდეო
ბავშვების მომზადებაარჩევითი საგანი მათემატიკამათემატიკის მოყვარულთათვისმათემატიკის რეპეტიტორი|მასწავლებელი| ბინაზე მისვლიმათემატიკა ეკონომიკისთვისვასწავლი მათემატიკასვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაშიმათემატიკის მასწავლებელიმომზადება ეროვნული გამოცდებისთვისმათემატიკა ონლაინ
ტელეფონი
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მომზადება ქართულში
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მომზადება ქართულში

ყურადღება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. Მოსწავლეებს მოამზადებს კვალიფიციური მოქმედი მასწავლებელი (ფილოლოგიის დოქტორი, წამყვანი მასწავლებელი). გაკვეთილებს მასწავლებელი ჩაატარებს როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე პირისპირ (თქვენი სურვილის მიხედვით). Მასწავლებელი მოსწავლეებთან გარდა პროგრამული მასალისა, იმუშავებს: მწერლების გაცნობა ნაწარმოებების წაკითხვა/ანალიზი/მსჯელობა Წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სხვა. გაკვეთილები ჩატარდება თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით (ყველა საგანმანათლებლო რესურს უზრუნველყოფს მასწავლებელი). დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მეილზე: tsignieri7@gmail.com. პირადად გაგესაუბრებათ მასწავლებელი.

მომზადება ქართულში ხარისხიანად და საფუძვლიანადმოვამზადებ ქართულშიქართული ენის მასწავლებელიბინაზე მისვლითრეპეტიტორი; ქართულის მასწავლებელი; მასწავლებელი; ქრეპეტიტორი ქართულშიმომზადება ქართულში შიოშვილთანმოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულშიქართულის რეპეტიტორილიტერატურა
ფიზიკის რეპეტიტორი
ფიზიკის რეპეტიტორი
5.0
| 1 შეფასება

ვარ თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი • ვიყავი 50 საუკეთესო აბიტურიენტს შორის საგრანტო სიაში ფიზიკით. • ვწერდი სამეცნიერო სტატიებს (მსოფლიო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ნიუსებს და საავტორო სტატიებს) • მაქვს სწავლების გამოცდილება • შემიძლია: მრავალფეროვანი,სახალისო სტრატეგიებით მეტად ადვილი გავხადო მოსწავლეებისთვუს ხშირად ძნელად ასათვისებელი მასალა • დავეხმარო ნებისმიერი გაუგებარი მასალის მარტივად ათვისებასა თუ დავალებაში არსებული პრობლემების მარტივი ხერხებით გადაჭრაში და ამოცანების გამოყვანის უნარის გამომუშავებაში ფიზიკასა და მათემატიკაში. . სურვილისამებრ შესაძლებელია ერთჯერადი კონსულტაციები საშინაო დავალებისთვის,ტესტისთვის, გამოცდისთვის... ან უბრალოდ მათი დაწერა.

მოსწავლეების მომზადებაფიზიკამომზადება ფიზიკაშიფიზიკაში მომზადებააბიტურიენტი ფიზიკაშირეპეტიტორიმათემატიკის რეპეტიტორიფიზიკისფიზიკაშიმოვამზადებ ფიზიკაში
ფიზიკის რეპეტიტორი
eyeნანახი
ფიზიკის რეპეტიტორი
5.0
| 2 შეფასება

მოვამზადებ მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ფიზიკაში. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის მეორე კურსზე 100%-იანი გრანტით, ოქროს მედალზე დავამთავრე N9 საჯარო სკოლა, 2022 წელს კურსები გავიარე MIT-სა და ბოსტონის უნივერსიტეტებში, აბსოლუტურად სრული დაფინანსებით. ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შეფასებით მოვხვდი 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტების საუკეთესო 100-ეულში და გავხდი კომპანია "GULF"-ის სტიპენდიანტი. მაქვს ბავშვების მომზადების რამდენიმე წლიანი გამოცდილება (ასევე არაფორმალური: კლასელების, მეგობრების და კურსელებისთვის სწავლება.) გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ ასევე სახლში მოსვლით ან მისვლით. გაკვეთილის ხანგრძლივობა, რაოდენობა და ღირებულება დამოკიდებულია მოსწავლეზე. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამიკავშირდით ნომერზე.

აბიტურიენტის მომზადება ფიზიკაშიონლაინფიზიკამოსწავლეების მომზადებაბავშვების მომზადებაფიზიკის მასწავლებელიფიზიკის სწავლაfizikafizikis sheswavlaმოვამზადებ ფიზიკაში
ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურად
ფრანგული ენის შემსწავლელი კურსები დისტანციურად

გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებს. საბაზო დონიდან A1-A2, B1-B2 დონემდე. პროფესიოთ ვარ ბალერინა. დავამთავრე რუანის კონსერვატორია(Conservatoire Régional de Rouen) სადაც, ბალეტთან ერთად ვსწავლობდი ხელოვნებათ მცოდნეობას და ბალეტის ისტორიას. უკვე ათი წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ საფრანგეთში. გაკვეთილი ჩატარდება კვირაში ორჯერ ონლაინ რეჟიმში. სკოლის მოსწავლეების მეცადინეობა 160ლარი მოზარდებისთვის 200ლარი. მსურველები დამიკავშირდით

ფრანგულის მასწავლებელიმოსწავლეების მომზადებაfrangulis maswavlebeliფრანგულის შესწავლაფრანგულიფრანგული ინდივიდუალურად და დისტანციურადფრანგული ენაბავშვების მომზადებაfrangulis sheswavlaგანათლება
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.

განათლებაrepetitoriმომზადება ისტორიაშიგამოცდებისთვის მომზადებაistoriis maswavlebeliაბიტურიენტების მომზადებაისტორიის რეპეტიტორიბავშვების მომზადებამოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაშიმოსწავლეების მომზადება
ისტორიაში მომზადება
ისტორიაში მომზადება

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ვარ ისტორიის ბაკალავრი (თსუ), წარმატებით ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ისტორიაში- 52/55. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1.5-2 საათი, ჯგუფში 3-4 ბავშვი. სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე მეთოდებით. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტი. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა(რუკები, ილუსტრაციები, კარიკატურა).

აბიტურიენტების მომზადებარეპეტიტორიგანათლებამომზადება ეროვნული გამოცდისთვისმომზადებაგამოცდებისთვის მომზადებაისტორიის რეპეტიტორიისტორიის მასწავლებელიმოსწავლეების მომზადება
ეროვნული გამოცდებისთვის  მომზადება ისტორიაში
ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ვასწავლი თანამედროვე სწავლების ხერხების გამოყენებით. მეცადინეობები მიმდინარეობს უახლესი სასწავლო მეთოდოლოგიისა და 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდის პროგრამის მიხედვით... კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. გაკვეთილის პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალა და ინტერნეტ რესურსი, რაც დაგეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებაში. თეორიულ მასალასთან ერთად გავაკეთებთ პრაქტიკულ დავალებებს ტერიტორია: მომზადება შემიძლია ორ ლოკაციაზე - თავისუფლების მეტროს მიმდებარედ და მოსკოვის გამზირზე, ასევე ონლაინ ფორმატში და სახლში მისვლით. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, რამდენიმე თემის გავლის შემდეგ, გავაკეთებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებას. ჩემთან მუშაობის დროს ორიენტირებულები ვიქნებით სწავლების ხარისხიან წარმართვაზე. მოკლედ ჩემს შესახებ: ✅ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ✅ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მედიევისტი, შუა საუკუნეების მკვლევარი; ✅ ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა; ✅ მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება; ✅ ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსწორებელი. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ ან დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე

ბავშვების მომზადებარეპეტიროისტორიის მასწავლებელიმოსწავლეების მომზადებამოვამზადებ სამოქალაქო განათლებაში
სულ 15 რეზულტატი