აღსანიშნავია, რომ ფორტეპიანო მიეკუთვნება მუსიკალური ინსტრუმენტების კატეგორიას, რომლის გადაადგილებაც მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
აუცილებელად დაცული უნდა იყოს ყველა სპეციფიკური მოთხოვნა და გადაზიდვის ინსტრუქცია, რათა თავიდან ავიცილოთ ინსტრუმენტის გარეგნული დაზიანებები და ხმოვანი დეფექტები.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ინსტრუმენტის გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროფესიონალების მიერ და თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, სჯობს საქმე კვალიფიციურ გადამზიდებს მიანდოთ, მათ პოვნას
ჩვენს პლატფორმაზე უმარტივესად შეძლებთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ თუ პიანინოს გადატანა გვსურს?
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ პიანინოს გადატანა აუცილებლად გამოცდილმა გუნდმა უნდა შეასრულოს.
არ გირჩევთ ამ პროცესში, ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებას, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მათ კარგად იციან აღნიშნული ინსტრუმენტის გადაზიდვისას რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როგორ მოიქცნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა ჩართოთ გადატანის პროცესში, საქმე გაგიმარტივდებათ თუ თქვენც გეცოდინებათ დეტალურად ყველა საჭირო წესი და მოთხოვნა, რაც საკრავის გადაზიდვას უკავშირდება.
- პირველ, მოსამზადებელ ეტაპზე ხდება ინსტრუმენტის გარკვეული ნაწილების მოხსნა.
კერძოდ, იხსნება ქვედა და ზედა ხუფები, ასევე კლავიშების დამცავი საფარიც, ხოლო თუ ვერ ხერხდება ამ ნაწილის მოხსნა, ის კარგად უნდა დაფიქსირდეს და გადაეკრას ქსოვილი, რათა თავიდან ავიცილოთ კლავიშებზე უნებლიე ზემოქმედება.
- მეორე ეტაპია შეფუთვა - საკრავი მეტისმეტად მგრძნობიარეა გარემო ტემპერატურის ცვლილებებისა და ნესტიანობის მიმართ,
შესაბამისად, შეფუთვისას აქცენტი კეთდება ისეთ მასალებზე, რაც მოახდენს როგორც, უნებლიე, ასევე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების პრევენციას.
ერიდეთ მის გადატანას ზამთარში და შეეცადეთ ის კარგად შეფუთოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდი, ლეიბები, საბნები, პლედები.
ყველაფერი, რაც დაზიანებისგან დაიცავს და რაც მთავარია, ტემპერატურის ცვლილებას მინიმუმამდე დაიყვანს.
- მესამე ეტაპზე ხდება იმ ტრაექტორიის კიდევ ერთხელ გადამოწმება, რა გზაც პიანინომ უნდა გაიაროს სართულიდან ჩატანისას.
გადაზომეთ კარების გასასვლელი ღიობები, თუ ხის კიბეებზე გიწევთ ჩატანა აუცილებლად გადაამოწმეთ თითეულის სიმტკიცე და გამძლეობა. ასევე, დაადენტიფიცირეთ ყველა ის შესაძლო წინაღობა და გამოწვევა, რაც ინსტრუმენტის ჩატანისას შესაძლოა შეგექმნათ.
- მეოთხე ეტაპი პიანინოს გადამზიდ ტრანსპორტში ატანაა, ეს პროცესიც საკმაოდ ფრთხილად უნდა განხორციელდეს.
- მეხუთე ეტაპად კი საკრავის დანიშნულების ადგილზე მიტანა ჩავთვალოთ, როცა გადამზიდიდან უკვე ჩამოტანილია, ატანილია შესაბამის სართულზე და განთავსებულია პიანინოსთვის გამოყოფილ სივრცეში.
პიანინოს გადაზიდვის ფასი
რა ჯდება პიანინოს გადაზიდვა? - ეს არის კითხვა, რომელიც გადამზიდ კომპანიასა ან იმ კერძო პირს უნდა დავუსვათ, ვინც შესაძლოა გაგიწიოთ პიანინოს გადაზიდვის მომსახურება.
ფასი დამოკიდებულია ინსტრუმენტის ზომაზე, წონაზე, მწარმოებელსა და იმ სართულის მდებარეობაზე, საიდანაც ხდება პიანინოს ჩამოტანა.
ჩვენს პლატფორმაზე მოიძიეთ განცხადებები პიანინოს გადატანის სერვისის შესახებ, წაიკითხეთ აღწერები, ბევრ განმცხადებელს მითითებული აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რის მიხედვით ხდება ფასის განსაზღვრა. თუ კითხვები გექნებათ დარეკეთ განცხადებაში აღნიშნულ ნომერზე.