განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

პიანინოს გადატანა

პიანინოს გადატანა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, ინსტრუმენტი ძალიან მძიმე, მოცულობითი და ამავდროულად ძალზედ ფაქიზია, შესაბამისად გადატანა გარკვეულ გამოცდილებას და სიფრთხილეს საჭიროებს. 
გარდა იმისა, რომ არასწორად ტრანსპორტირება ზრდის პიანინოს გარეგნულად დაზიანების რისკს, აფუჭებს მის ჟღერადობასაც.
სწორედ ამიტომ, გირჩევთ საკრავის გადაზიდვისთვის მიმართოთ პროფესიონალებს. მათ ზუსტად იციან, თუ რა მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატარონ, რას მიაქციონ ყურადღება და რაზე კონცენტრირდნენ გადატანამდე.
საგულისხმოა ისიც, რომ ინსტრუმენტი დაშლილ მდგომარეობაში გადაიზიდება და  სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, როგორც დაშლას, ასევე დაშლილი ნაწილების შეფუთვას.
სასურველია საქმე მიანდოთ გამოცდილ ადამიანთა გუნდს და ისარგებლოთ პიანინოს გადატანის სერვისით, ამ შეთავაზების შესაბამის განცხადებებს  Servisebi.ge-ზე მარტივად იპოვით.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა + მუშები

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა მთელი საქართველოს მასᲨტაბით - ავტომობილს აქვს ლიფტი, სიგრᲫე 4.3, სიგანე 2.10, სიმაღლე 2.30 - ასევე მაქვს მცირე მეწარმე და ელექტრონული ხელმოწერაც ავტომობილს არ აქვს საათობრივი შეზღუდვა. დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

ვიტალი კინწურია
შეფასება 5.0 , 7 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

თუ გაქვთ საყოფაცხოვრება ნივთები გადასატანი, დაგვიკავშირდით ჩვენ. ავეჯის გადაზიდვა, დაშლა-აწყობა, პიანინოს გადატანა, ოფისებისა და საწყობების დაცლა და გადაზიდვა ყველა ზომის ტრანსპორტით.

გოგა
შეფასება 4.3 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი

ავეჯის გადაზიდვის სერვისი მთელ საქართველოში, უმაღლეს დონეზე, ავეჯის დაშლა / აწყობით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მალხაზი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

საქართველოს მასშტაბით გადავზიდავ: - ტვირთს; - ავეჯს; - გადაზიდვა მიკრო ავტობუსით; - შესაძლებელია მუშებით ტვირთის ჩამოზიდვა / გადატანა; - ვმუშაობთ 24/7-ზე საქართველოს მაშტაბით; დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

გიორგი
შეფასება 5.0 , 10 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის გადაზიდვა

მოგემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, გადაზიდის სერვისი: - ნებისმიერი ავეჯის გადაზდვა; - პიანინო-როიალის გადატანა; - კარადების დაშლა-აწყობა-გადატანა; - სართულებიდან სხვადასხვა ავეჯის-ჩამოტანა-ატანა;

ვალერი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით

გთავაზობთ ავეჯისა და ტვირთის გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით, სწრაფად და ხარისხიანად. ავეჯის გადაზიდვა დაშლა / აწყობით. გვყავს გამოცდილი დამხმარეები.

გია
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა საქართველოს მაშტაბით

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მაsშტაბით. საჭროების შემთხვევაში მყავს მუშებიც. სატვირთოს ზომები: ბორტის სიგრძე 2.80, სიგანე 1.70 სიმაღლე 2.0. მომსახურება საუკეთესო ფასითა და პირობებით, დეტალებზე დამირეკეთ მითითებულ ნომერზე

რატი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ტვირთისა და ავეჯის გადატანა

ტვირთის გადატანა, ავეჯის გადაზიდვა ნებისმიერი მიმართულებით + მუშები. დაგეხმარებათ გამოცდილი ჯგუფი, დაგვიკავშირდით.

დათო

პიანინოს გადატანის სერვისი

პიანინოს გადატანის სერვისი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • მოცემულობის შეფასება
  • მარშრუტის დაგეგმვა 
  • ინსტრუმენტის მომზადება 
  • დამცავი მასალებით შეფუთვა
  • გადამზიდი პერსონალის გადანაწილება და მათი მოქმედებების კოორდინაცია
  • ატვირთვა - პიანინოს სპეციალურ სადგამზე განთავსება და სატრანსპორტო საშუალებაზე ჩატვირთვა.
  • ტრანსპორტირება - პიანინოს დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ გადატანა.
  • გადმოტვირთვა და  განთავსება ინსტრუმენტისთვის გამოყოფილ სივრცეში
  •  პიანინოს გარეგნული მდგომარეობისა და ჟღერადობის ან ზოგადად ფუნქციონირების შემოწმება.
პროცესი მოითხოვს სრულყოფილად დაგეგმვას, სწორად შერჩეულ აღჭურვილობასა და გამოცდილი გუნდის ჩართულობას.
დამოუკიდებლად გადაზიდვის მცდელობითა და არაკვალიფიციური ადამიანების დახმარებით, შესაძლოა თქვენი საყვარელი საკრავი ისე დააზიანოთ, რომ შეკეთებაც კი შეუძლებელი გახდეს.
მიანდეთ პიანინოს გადატანა გამოცდილ კომპანიებსა და კერძო პირებს, მათ მოძიებას ჩვენი ციფრული პლატფორმიდან შეძლებთ.
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი უპირატესობები: საუკეთესო ფასები, კომფორტული პირობები და სრული პასუხისმგებლობა თქვენს ტვირთზე. მუშების მომსახურება: საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველგყოფთ გამოცდილი მუშების დახმარებით. მანქანის პარამეტრები: - ბორტის სიგრძე: 3.00 მ - სიგანე: 1.70 მ - სიმაღლე: 2.0 მ დეტალური ინფორმაციისთვის და ფასის დასაზუსტებლად დამიკავშირდით ნომერზე.

სერგო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ავეჯის და ტვირთების გადაზიდვა

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით. მარშუტკის ზომებია: - სიგრძე 3.3მ; - სიმაღლე 2მ; - სიგანე 1,75მ; მყავს დამხმარე მუშახელიც საჭიროების შემთხვევაში. უსაფრთხოებისთვის მაქვს დამჭმი ღვედები ტვირთის დასაფიქსირებლად და დამცავი საშუალებები ტრანსპორტირებისას. დეტალებზე დამიკავშრდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ანტონ
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ტვირთის გადაზიდვა

გადაზიდვების სერვისი Carrier Group გთავაზობთ ტვირთების გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით. - ვემსახურებით, როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს; - შეგვიძლია ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა; დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ლაშა
პრო

ავეჯის გადაზიდვა

ხელმისაწვდომ ფასებში ● ავეჯის(დაშლა-აწყობა) ● ნებისმიერი ტვირთების გადაზიდვა ● ბინების და ოფისების დაცლა-გადატანა ● მოგემსახურებათ პროფესიონალები მრავალწლიანი გამოცდილებით ● მომსახურება 24 საათის განმვალობაში ● თბილისსა და საქართველოს მასშტაბით

ტვირთების და ავეჯის გადაზიდვა

გთავაზობთ ტვირთების და ავეჯის გადაზიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით. ვარ ინდ.მეწარმე და ვთანამშრომლობ კომპანიებთანაც. არ მეხება საათობრივი შეზღუდვა. მაქვს ღვედები ავეჯის დასამაგრებლად. მყავს დამხარე ბიჭებიც. დიდ ქალაქებში ფიქსირებული ფასია: თბილისი-ბათუმი 750ლ თბილისი-ზუგდიდი 650ლ თბილისი-ქუთაისი 550ლ ვმუშაობთ ყოველ დღე.

სატვირთო გადაზიდვა

გთავაზობთ გადაზიდვას მტვირთავების მომსახურებით ბათუმში და საქართველოს მასშტაბით. ფასი შეთანხმებით.

ტვირთის გადაზიდვა

ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით, მოგემსახურებით მისაღებ ტარიფში.

ტვირთისა და ავეჯის გადაზიდვა იაფად

თუ გსურთ, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და იაფად, დამიკავშირდით. ჩემს საქმეს ვასრულებ ხარისხიანად და დიდი პასუხისმგებლობით. (ვმუშაობ საქართველოს მასშტაბით).

მცირე ზომის ტვირთების გადაზიდვა

მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. 800 კგ-მდე წონის. ბორტის ზომები: სიგანე-145 სმ. სიმაღლე-120სმ. სიგრძე - 150 სმ. მგზავრის სავარძლის ჩაკეცვით-250სმ. ვარ მცირე მეწარმე.

ტვირთის გადაზიდვა

ავეჯის და ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ფორდ ტრანზიტით სწრაფი და იაფი მომსახურება.

მომხმარებლის შეფასებები

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: თაკო

რეკომენდაციას ვუწევვ ამ ადამიანს, არის პროფესიონალი თავისი საქმის და საქმეზე ორიენტირებული

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დიმიტრი

რეკომენდაციას ვუწევ. პუნქტუალური და ხარისხიანი სერვისი, კმაყოფილი დავრჩი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მაკა

ძალიან კარგი მომსახურეობა გაქვთ და დიდი მადლობა გაწეული დახმარებისათვის, ჩემი შეფასება ათიდან ათი

ავეჯის და ტვირთის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: მარიამი

ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი მომსახურეობით წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა❤️

ავეჯის გადაზიდვა

შეფასების ავტორი: ანანო

პროფესიონალთა გუნდი, დროულად მოდიან, დაუზიანებლად გადააქვთ, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ადეკვატურ ფასად.

ავეჯისა და ტვირთების გადაზიდვა

შეფასების ავტორი: დავით

სამუშაოს შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფასური გაიზარდა მანძილის მოულოდნელად გაზრდის გამო. უმჯობესი იქნებოდა წინასწარ...

რატომ გვჭირდება პიანინოს გადატანის სერვისი?

აღსანიშნავია, რომ ფორტეპიანო მიეკუთვნება მუსიკალური ინსტრუმენტების კატეგორიას, რომლის გადაადგილებაც მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. 
აუცილებელად დაცული უნდა იყოს ყველა სპეციფიკური მოთხოვნა და გადაზიდვის ინსტრუქცია, რათა თავიდან ავიცილოთ ინსტრუმენტის გარეგნული დაზიანებები და ხმოვანი დეფექტები.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ინსტრუმენტის გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროფესიონალების მიერ და თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, სჯობს საქმე კვალიფიციურ გადამზიდებს მიანდოთ, მათ პოვნას  ჩვენს პლატფორმაზე უმარტივესად შეძლებთ.


რა უნდა გავითვალისწინოთ თუ პიანინოს გადატანა გვსურს?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ პიანინოს გადატანა აუცილებლად გამოცდილმა გუნდმა უნდა შეასრულოს.
არ გირჩევთ ამ პროცესში, ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებას, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მათ კარგად იციან აღნიშნული ინსტრუმენტის გადაზიდვისას რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როგორ მოიქცნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა ჩართოთ გადატანის პროცესში, საქმე გაგიმარტივდებათ თუ თქვენც გეცოდინებათ დეტალურად ყველა საჭირო წესი და მოთხოვნა, რაც საკრავის გადაზიდვას უკავშირდება. 
  • პირველ, მოსამზადებელ ეტაპზე ხდება ინსტრუმენტის გარკვეული ნაწილების მოხსნა. 
კერძოდ, იხსნება ქვედა და ზედა ხუფები, ასევე კლავიშების დამცავი საფარიც, ხოლო თუ ვერ ხერხდება ამ ნაწილის მოხსნა, ის კარგად უნდა დაფიქსირდეს და გადაეკრას ქსოვილი, რათა თავიდან ავიცილოთ კლავიშებზე უნებლიე ზემოქმედება.
  • მეორე ეტაპია შეფუთვა - საკრავი მეტისმეტად მგრძნობიარეა გარემო ტემპერატურის ცვლილებებისა და ნესტიანობის მიმართ,
შესაბამისად, შეფუთვისას აქცენტი კეთდება ისეთ მასალებზე, რაც მოახდენს როგორც, უნებლიე, ასევე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების პრევენციას.
ერიდეთ მის გადატანას ზამთარში და შეეცადეთ ის კარგად შეფუთოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდი, ლეიბები, საბნები, პლედები.
ყველაფერი, რაც დაზიანებისგან დაიცავს და რაც მთავარია, ტემპერატურის ცვლილებას მინიმუმამდე დაიყვანს.
  •  მესამე ეტაპზე ხდება იმ ტრაექტორიის კიდევ ერთხელ გადამოწმება, რა გზაც პიანინომ უნდა გაიაროს სართულიდან ჩატანისას.
გადაზომეთ კარების გასასვლელი ღიობები, თუ ხის კიბეებზე გიწევთ ჩატანა აუცილებლად გადაამოწმეთ თითეულის სიმტკიცე და გამძლეობა. ასევე, დაადენტიფიცირეთ ყველა ის შესაძლო წინაღობა და გამოწვევა, რაც ინსტრუმენტის ჩატანისას შესაძლოა შეგექმნათ.
  • მეოთხე ეტაპი პიანინოს გადამზიდ ტრანსპორტში ატანაა, ეს პროცესიც საკმაოდ ფრთხილად უნდა განხორციელდეს.
  • მეხუთე ეტაპად კი საკრავის დანიშნულების ადგილზე მიტანა ჩავთვალოთ, როცა გადამზიდიდან უკვე ჩამოტანილია, ატანილია შესაბამის სართულზე და განთავსებულია პიანინოსთვის გამოყოფილ სივრცეში. 


პიანინოს გადაზიდვის ფასი

რა ჯდება პიანინოს გადაზიდვა? - ეს არის კითხვა, რომელიც გადამზიდ კომპანიასა ან იმ კერძო პირს უნდა დავუსვათ, ვინც შესაძლოა გაგიწიოთ პიანინოს გადაზიდვის მომსახურება.
ფასი დამოკიდებულია ინსტრუმენტის ზომაზე, წონაზე, მწარმოებელსა და იმ სართულის მდებარეობაზე, საიდანაც ხდება პიანინოს ჩამოტანა.
ჩვენს პლატფორმაზე მოიძიეთ განცხადებები პიანინოს გადატანის სერვისის შესახებ, წაიკითხეთ აღწერები, ბევრ განმცხადებელს მითითებული აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რის მიხედვით ხდება ფასის განსაზღვრა. თუ კითხვები გექნებათ დარეკეთ განცხადებაში აღნიშნულ ნომერზე.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა გამოვიყენოთ პიანინოს გადატანის სერვისი?

პიანინო და როიალი ის მუსიკალური ინსტრუმენტებია, რომელთა გადაადგილებისას საჭიროა სპეციალიზებული ცოდნა და უნარები, რათა თავიდან ავიცილოთ საკრავის გარეგნული დაზიანება და ხმოვანი დეფექტები. სწორედ ამიტომ, საქმე იმ ადმიანმა ან გუნდმა უნდა შეასრულოს ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.
ასეთ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს კი ჩვენს პლატფორმაზე იპოვით.

რა ღირს პიანინოს გადატანა?

ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებებზე ფიქსირებული ფასი არ არის მითითებული შემდეგი მიზეზით: 
პიანინოს გადატანის ღირებულება დამოკიდებულია ინსტრუმენტის ზომაზე, წონაზე, მწარმოებელზე და იმ სართულის მდებარეობაზე, საიდანაც ხდება პიანინოს ჩამოტანა.
როცა შემსრულებლს მიაწვდით ინფორმაციას ყველა დეტალზე, მისგან მიიღებთ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას გადაზიდვის ხარჯებზე.

როგორ დავუკავშირდე კომპანიას ან ფიზიკურ პირს ვინც დამეხმარება პიანინოს გადატანაში?

Servisebi.ge არის ის პლატფორმა, სადაც უნდა მოიძიოთ და აირჩიოთ პიანინოს გადამზიდი კომპანია ან ფიზიკური პირი. განცხადებებში მითითებული იქნება მათი საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონის ნომერის სახით და ამ გზით შეძლებთ დაკავშირებას. 

​რატომ უნდა შევფუთოთ პიანინო გადატანისას?

შეფუთვა იცავს ინსტრუმენტს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან, ტემპერატურისა და ნესტიანობის ცვლილებებისაგან, ასევე ამცირებს საკრავის გარეგნულად დაზიანების რისკებსაც.