სერვისები აგრძელებს პლატფორმის განვითარებას და მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი და კომფორტული ფუნქციონალის დამატებას.
ვებგვერდზე დაემატა ახალი შესაძლებლობა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ერთ განცხადებაში რამდენიმე მისამართის დამატება.
ახალი განახლება განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მომსახურებას რამდენიმე მისამართზე სთავაზობენ მომხმარებლებს. ფუნქციონალის დახმარებით განცხადების ავტორს შეუძლია ერთ განცხადებაში გააერთიანოს სხვადასხვა მისამართი, უფრო ზუსტად განსაზღვროს მომსახურების არეალი და პოტენციურ კლიენტებს უფრო სრულყოფილი და მოსახერხებელი ინფორმაცია მიაწოდოს.
როგორ მუშაობს ახალი ფუნქცია?
განცხადების დამატების ან რედაქტირების პროცესში შესაძლებელია რამდენიმე მისამართის ეტაპობრივად დამატება. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სხვადასხვა ქალაქი ან უბანი, თითოეულ მისამართზე ცალკე დაამატოს ლოკაცია რუკაზე და საჭიროების შემთხვევაში მარტივად დაარედაქტიროს ან წაშალოს უკვე დამატებული მისამართები.
ფუნქციონალის მიზანია მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი და კომფორტული მართვის სისტემის შეთავაზება. დამატებული მისამართები ამარტივებს როგორც განცხადების მართვის პროცესს, ისე პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციას და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სასურველი მომსახურება უფრო მარტივად და სწრაფად მოძებნონ.
სერვისები მუდმივად მუშაობს პლატფორმის განვითარებაზე, რათა მომსახურების განთავსება და მოძიება მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და კომფორტული გახდეს.