ესპანურის სწავლა ერთი შეხედვით ძალიან მარტივი სურვილით შეიძლება დაიწყოს, მაგალითდ, თუ გინდათ ესპანეთში მოგზაურობისას თავისუფლად ისაუბროთ, ესპანურენოვანი ფილმები უკეთ გაიგოთ, ახალი კარიერული შესაძლებლობები შექმნათ ან უბრალოდ კიდევ ერთი ენა შეისწავლოთ. თუმცა, ენის ცოდნა მხოლოდ სიტყვების დამახსოვრებას არ ნიშნავს. თუ გსურთ, რომ ნასწავლი ინფორმაცია დიდხანს დაგამახსოვრდეთ და რეალურ საუბარშიც გამოიყენოთ, მნიშვნელოვანია სწორი სასწავლო მეთოდის არჩევა. რეგულარული პრაქტიკა, აქტიური გახსენება, მოსმენა, საუბარი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ესპანურის გამოყენება სწავლის პროცესს ბევრად უფრო ამარტივებს.
სანამ სწავლას დაიწყებთ, განსაზღვრეთ თქვენი მიზანი
ყველაზე სწრაფად სწავლობს ის ადამიანი, რომელმაც იცის, რატომ სწავლობს ენას. თუ ესპანური მოგზაურობისთვის გჭირდებათ, პირველ ეტაპზე ყოველდღიური კომუნიკაციისთვის აუცილებელ სიტყვებსა და ფრაზებზე შეგიძლიათ გააკეთოთ აქცენტი. თუ ენა პროფესიული მიზნებისთვის გჭირდებათ, სასურველია ბიზნესლექსიკისა და სამუშაო კომუნიკაციის დამატება. ხოლო გამოცდისთვის
მომზადების შემთხვევაში უფრო სტრუქტურირებული პროგრამა დაგჭირდებათ. ამიტომ,
ესპანური ენის კურსები ან მასწავლებელი მხოლოდ ფასისა და გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით არ უნდა შეარჩიოთ. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რა შედეგის მიღწევა გსურთ. მაგალითად, შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: „ექვსი თვის შემდეგ რისი გაკეთება მინდა ესპანურად დამოუკიდებლად ?“ ასეთი კონკრეტული მიზანი სწავლის პროცესს კიდევ უფრო სწორ მიმართულებას მისცემს.
სიტყვების დამახსოვრება საკმარისი არ არის
ენის შესწავლისას ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ინფორმაციის მხოლოდ ხელახლა წაკითხვა. შეიძლება სიტყვა რამდენჯერმე ნახოთ სახელმძღვანელოში, მაგრამ რამდენიმე დღეში ვეღარ გაიხსენოთ. ამიტომ სასარგებლოა აქტიური გახსენების მეთოდი. გაკვეთილის შემდეგ დახურეთ წიგნი და შეეცადეთ გაიხსენოთ, რა ისწავლეთ. ჩამოწერეთ სიტყვები, რომლებიც გახსოვთ, შეადგინეთ წინადადებები ან საკუთარ თავს დაუსვით კითხვები ესპანურად. მაგალითად, ახალი გაკვეთილის დაწყებამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მახსოვს წინა გაკვეთილიდან ?“ დასრულების შემდეგ კი, „რომელი ორი ახალი სიტყვა ან ფრაზა ვისწავლე დღეს ?“ასეთი პატარა სავარჯიშო გეხმარებათ გაიგოთ არა მხოლოდ ის, რაც უკვე იცით, არამედ ისიც, რისი გამეორება გჭირდებათ.
გამოიყენეთ სიტყვები რეალურ კონტექსტში
ახალი სიტყვის უბრალოდ ლექსიკონში ჩაწერა ყოველთვის ეფექტური არ არის. გაცილებით მარტივად იმახსოვრებთ სიტყვას, როდესაც მას კონკრეტულ სიტუაციას უკავშირებთ.
მაგალითად, თუ ისწავლეთ სიტყვა viajar - „მოგზაურობა“, შექმენით რამდენიმე წინადადება ამ სიტყვით. შემდეგ გამოიყენეთ ის საუბარში ან დაწერეთ პატარა ტექსტი თქვენი მომავალი მოგზაურობის შესახებ. შეგიძლიათ შექმნათ ე.წ. concept map-ებიც ერთმანეთთან დააკავშიროთ სიტყვები თემების მიხედვით. ასე, ლექსიკა ერთმანეთთან დაკავშირებულ ინფორმაციად იქცევა და არა ცალკეული სიტყვების გრძელ სიად.
ესპანურის საუბარი თავიდანვე დაიწყეთ
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა საუბრის გადადება იმ მომენტამდე, როდესაც გრამატიკა „სრულყოფილად“ გეცოდინებათ. ასეთი მომენტი, ფაქტობრივად, არასდროს დგება. საუბრის უნარი სწორედ საუბრის პროცესში ვითარდება. თავიდან წინადადებები შეიძლება მარტივი იყოს, სიტყვები დაგავიწყდეთ ან გრამატიკული შეცდომები დაუშვათ. ეს სწავლის ბუნებრივი ნაწილია. თუ ინდივიდუალური მიდგომა გჭირდებათ, ესპანურის რეპეტიტორი დაგეხმარებათ, რომ საუბრის პრაქტიკა თქვენს დონეს მოერგოს. კარგი მასწავლებელი მხოლოდ შეცდომას არ უნდა გისწორებდეთ, არამედ უნდა აგიხსნათ, რატომ იყო კონკრეტული ფორმა არასწორი და როგორ გამოიყენოთ სწორი ვარიანტი მომავალში.
შემოიტანეთ ესპანური თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
ენის სწავლა გაცილებით ეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ის მხოლოდ გაკვეთილისთვის განკუთვნილ საქმიანობად აღარ რჩება. ამისთვის, უცხო ქვეყანაში ცხოვრება აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ სახლში შექმნათ პატარა „ესპანური სივრცე“, სადაც ყოველდღიურად გამოიყენებთ ენას. მაგალითად, ტელეფონისა და კომპიუტერის ინტერფეისი ესპანურზე გადაიყვანეთ. ასე ყოველდღიურად შეხვდებით სიტყვებს, როგორიცაა: configuración, buscar, guardar და სხვა. თავდაპირველად შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სიტყვების თარგმნა აღარ დაგჭირდებათ.
ისწავლეთ ფილმებით, სერიალებითა და ვიდეოებით
ესპანურის შესწავლა მხოლოდ სახელმძღვანელოსთან ჯდომას არ ნიშნავს. ფილმები, სერიალები, YouTube ვიდეოები და ვლოგები რეალური ენის მოსმენის შესანიშნავი საშუალებაა. დამწყებთათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მშობლიურ ენაზე სუბტიტრები, შემდეგ კი ესპანურ სუბტიტრებზე გადახვიდეთ. საინტერესო სცენის დროს შეაჩერეთ ვიდეო, ჩაიწერეთ ახალი ფრაზა და გაიმეორეთ ხმამაღლა. კიდევ უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ პერსონაჟის ინტონაციისა და გამოთქმის მიბაძვაც სცადოთ. ასე ერთდროულად ავითარებთ მოსმენას, გამოთქმას, ლექსიკას და საუბრის რიტმს.
ონლაინ სწავლა, აირჩიეთ მოქნილი გზა ენის შესასწავლად
დღეს ესპანურის შესწავლა შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან. განსაკუთრებით მოსახერხებელია
ესპანური ენის ონლაინ კურსები, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ, სწავლა თქვენს ყოველდღიურ გრაფიკს მოარგოთ. ონლაინ ფორმატი ასევე გაძლევთ უფრო ფართო არჩევანს მასწავლებლებისა და პროგრამების შერჩევისას. შეგიძლიათ იპოვოთ პედაგოგი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში და არჩევანი მხოლოდ ადგილობრივ სპეციალისტებზე არ შეზღუდოთ. თუმცა ონლაინ კურსის არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მხოლოდ ვიდეოგაკვეთილების ნაკრები არ იყოს. სასურველია არსებობდეს უკუკავშირი, პრაქტიკული დავალებები, საუბრის შესაძლებლობა და პროგრესის შეფასება.
სწავლისთვის ყოველთვის არ არის საჭირო ონლაინ ფორმატის არჩევა. თუ პირისპირ გაკვეთილები უფრო კომფორტულია,
ესპანური ენის შესწავლა ბათუმში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურ მასწავლებელთან, ისე ჯგუფურ ფორმატში. ადგილობრივი კურსის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ღირებულებას, არამედ ჯგუფის ზომას, პროგრამის ხანგრძლივობას, მასწავლებლის გამოცდილებას და იმას, რამდენად დიდი ადგილი ეთმობა საუბრის პრაქტიკას. თუ ბათუმში სასურველი სპეციალისტის პოვნა გაგიჭირდებათ, ონლაინ სწავლა კარგი ალტერნატივაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული მასწავლებლის მეთოდი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ადგილმდებარეობა.
სწრაფი პროგრესის საიდუმლო ხშირად არა ხანგრძლივ მეცადინეობაში, არამედ თანმიმდევრულობაშია. დღეში 15-30 წუთი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე კვირაში ერთხელ რამდენიმე საათის განმავლობაში სწავლა. ერთი დღე დაუთმეთ მოსმენას, მეორე დღეს სიტყვების გახსენებას, შემდეგ წაიკითხეთ პატარა ტექსტი ან ესაუბრეთ მასწავლებელს. შეგიძლიათ მეგობარსაც მოუყვეთ ის, რაც ისწავლეთ. როდესაც სხვას უხსნით ახალ სიტყვას ან გრამატიკულ წესს, თავადაც უკეთ იმახსოვრებთ მას.
მნიშვნელობა არ ქვს ესპანურს ცენტრში სწავლობთ თუ კერძო რეპეტიტორთან. ესპანურის სწავლის დროს გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად იყენებთ ნასწავლს და რამდენად კარგად აქცევთ მას რეალურ უნარად. დაიწყეთ კონკრეტული მიზნის განსაზღვრით, ისაუბრეთ პირველივე ეტაპიდან, უყურეთ ესპანურ ვიდეოებს, მოუსმინეთ პოდკასტებს, იკითხეთ მარტივი ტექსტები და მცირე ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიტანეთ. იმისთვის, რომ ესპანური ენა მარტივად შეისწავლოთ და თქვენთვის სასურველი მასწავლებელი ან ცენტრი შეარჩიოთ,
servisebi.ge - ზე შეგიძლიათ მოიძიოთ გამოცდილი სპეციალისტები.