გასართობი ცენტრი ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებელს გართობის და დასვენების საშუალებას აძლევს. სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე პირს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს განსხვავებული ტიპის აქტივობებით და სერვისით. აქ მომხმარებელს საშუალება აქვს დაგეგმოს მისთვის სასურველი კორპორაციული, დაბადების დღის თუ სხვა სადღესასწაულო ღონისძიება.
ბავშვებისთვის, აქ დაგხვდებათ სპეციალურად მოწყობილ სათამაშო ზონები, როლური და ვირტუალური რეალობის კოსტიუმირებული თამაშები, ლაზერ შოუ და სიმღერის კარაოკე. შეხვდებით ანიმატორებს, ზღაპრის გმირებს, და ისარგებლებთ ატრაქციონებით. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელს ხვდება კომფორტული და გართობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს.
რა უპირატესობებით გამოირჩევა გასართობი ცენტრი ?
გასართობ ცენტრში დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის თემატურად მოწყობილი სივრცეები თამაშებისთვის. ასევე, კინო და ბოულინგ დარბაზები, რაც უფრო მეტად მრავალფეროვანს ხდის მას და ქმნის იდეალურ გარემოს გართობისთვის. სივრცე არის მაქსიმალურად
უსაფრთხო და მორგებული, როგორც ბავშვებზე, ისე მოზარდებსა და უფროსებზე. აქ მუდმივად ითვალისწინებენ მომხმარებლის ინტერესებს, ერგებიან მათ საჭიროებებს და დაცულია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები.
რატომ მოსწონთ ბავშვებს გასართობი ცენტრი ?
ბავშვთა გასართობი ცენტრები ეს არის სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ და გაატარონ დრო მხიარულად. გასართობი ცენტრი ბავშვებს სთავაზობს ასაკის შესაბამის პროგრამას, სპეციალურად მოწყობილ სათამაშო ზონებს. აქ შეხვდებით ანიმატორებს, ზღაპრის გმირებს, დიჯეის და ისარგებლებთ ატრაქციონებით. ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს ბავშვებისთვის და მშობლებისთვის მისაღები კვების მენიუ. ბავშვების გასართობი ადგილები მათ საშუალებას აძლევს დაკავდნენ უამრავი აქტივობით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც გონებრივ განვითარებას ასევე, შეუქმნის პოზიტიურ განწყობას და განავითარებს მათ სოციალურ უნარებს.
როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო საბავშვო გასართობი ცენტრები ?
საბავშვო გასართობი ცენტრების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა:
- საბავშვო გასართობ ცენტრში მომუშავე პერსონალის გამოცდილება დიდ როლს თამაშობს ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი მომენტების შექმნაში. გამოცდილი თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ ბავშვების გართობაზე და დაუვიწყარი დღესასწაულის შექმნაზე.
- ყურადღება გაამახვილეთ, თუ რამდენად არის საბავშვო გასართობი ცენტრი აღჭურვილი უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საშუალებით. არის თუ არა პერსონალი გადამზადებული, რომ დაიცვან ბავშვის უსაფრთხოება.
- ყურადღებით გაეცანით ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებ მენიუს და შეარჩიეთ მაქსიმალურად სასარგებლო და უსაფრთხო საკვები.
- ბავშვებისთვის დრო უფრო სასიამოვნოდ გადის, როცა ისინი სხვადასხვა აქტივობებით კავდებიან და არ უწევთ ერთ კონკრეტულ თამაშში ან აქტივობაში ჩართვა, ამიტომ შეარჩიეთ ცენტრი, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია.
- გაითვალისწინეთ მომხმარებლის შეფასებები, ეს დაგანახებთ რეალურ სურათს და უფრო გაგიმარტივდებათ საბავშვო გასართობი ცენტრის შერჩევა.
3 მთავარი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ საუკეთესო დაბადების დღის ცენტრის შერჩევის დროს
საუკეთესო დაბადების დღის ცენტრი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს და ჯადოსნურს ხდის. დაბადების დღის ცენტრების შეთავაზებაში ყველაზე ხშირად შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა:
საუკეთესო
დაბადების დღის ცენტრის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა:
- უსაფრთხოება - ბავშვების უსაფრთხოების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცენტრის შერჩევისას. დაბადების დღის ცენტრი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით და კამერებით.
- პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომლები - საუკეთესო დაბადების დღის ცენტრი, აუცილებლად უნდა გთავაზობდეს პროფესიონალი და ისეთი გამოცდილი თანამშრომლების მომსახურებას, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, ბავშვებისთვის დაუვიწყარი მომენტების შექმნან.
- მრავალფეროვანი სათამაშო სივრცე - ბავშვების გართობა წარმოუდგენელია სხვადასხვა აქტივობების გარეშე. საბავშვო გასართობი ცენტრები უნდა მოიცავდეს ისეთ სივრცეს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია.
რა უპირატესობა აქვს გასართობ ცენტრებს მშობლებისთვის ?
ბავშვთა გასართობი და სადღესასწაულო ცენტრები მშობლებისთვისაც კომფორტული და ოპტიმალური გადაწყვეტაა. მშობელი ზოგავს
დროს და
თავისუფლდება სტრესისგან, რომელიც სადღესასწაულო დღის ორგანიზებას ახლავს თან. გასართობი ცენტრები თავად ახდენენ ყველა საკითხის დაორგანიზებას და მხიარულების შექმნას. გასართობი ცენტრები იცავენ ჰიგიენის და უსაფრთხოების წესებს . ცენტრი სხვადასხვა შეთავაზებებს აერთიანებს, აქ დაგხვდებათ თემატური და სტანდარტული სერვისების ფართო არჩევანი, რომელიც ერგება სასურველ ბიუჯეტს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. შეგიძალიათ შეარჩიოთ, როგორც ბავშვებისთვის ისე,
გასართობი ცენტრი დიდებისთვის.
რას სთავაზობს მოზარდებს და თინეიჯერებს გასართობი ცენტრი ?
გასართობი ცენტრი თინეიჯერებისთვის მოიცავს სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის, როგორც სპორტულ ისე, გასართობ აქტივობებს. მოზარდებს შეუძლიათ ჩაერთონ ინტერაქციულ თამაშებში, იცეკვონ, იმღერონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს. თინეიჯერების გასართობი ცენტრები, გარდა ცოცხალი მუსიკისა, მოზარდებს DJ - ის მომსახურებასაც სთავაზობენ. მოზარდთა გასართობი ცენტრი სტუმრებს სთავაზობს მათზე მორგებულ საკვებს და ასაკის შესაბამისად
სასმელს ან
კოქტეილებს. არაერთი გასართობი ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს კარაოკეთი სარგებლობის შესაძლებლობას. დაბადების დღის აღნიშვნა, რომ დაუვიწყარ და ემოციურ დღედ იქცეს, შეგიძლიათ ტორტის გაჭრის განსხვავებული ცერემონიით ისარგებლოთ.
სად არის შესაძლებელი გართობა თბილისში ?
გასართობი ადგილები თბილისში მრავლადაა. აქ შეხვდებით, როგორც ბავშვებისთვის ისე, მოზარდებისა და უფროსებისთვის სასურველ ადგილებს, სადაც გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი. გასართობი ადგილები თბილისში თინეიჯერებისთვის, როგორც თანამედროვე ისე, ტრადიციულ და სასურველ ფორმატში სთავაზობს მომხმარებელს მათთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას. სხვადასხვა გასართობი ცენტრი სტუმრების განსხვავებულ რაოდენობას იტევს. საშუალოდ, სტუმრების რაოდენობა 15-30- ია. რაც შეეხება, მომსახურების ღირებულებას, საშუალო ფასი მერყეობს 200-400 ლარის ფარგლებში.
რას მოიცავს სანტა და თოვლის ბაბუა გამოძახებით სერვისი ?
ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება განსაკუთრებულ მოლოდინებსა და სურვილების ასრულებასთან. ეს დღესასწაული ყველასთვის საყვარელია, როგორც ბავშვებისთვის ისე, უფროსებისთვის.
სანტა გამოძახებით ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.
სერვისი მოიცავს:
საჩუქრების გადაცემა - სურვილისამებრ, შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ ან შეათანხმოთ საჩუქრები, რომელსაც თოვლის ბაბუა ან სანტა გადასცემს ბავშვებს.
სხვადასხვა აქტივობები - ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ, როცა თამაშობენ, ცეკვავენ ან მღერიან საყვარელ გმირთან ერთად. შესაბამისად, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი აქტივობა, რომელსაც თოვლის ბაბუა ან სანტა ბავშვებთან ერთად შეასრულებს.
ფოტოსესია - ფოტოების გადაღება თოვლის ბაბუასთან ან სანტასთან ერთად, კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის ახალი წლის ჯადოსნურ დღეს.
გასართობი და სადღესასწაულო ცენტრები ქმნიან დაუვიწყარ ემოციებს და მხიარულებას, რომელიც საუკეთესო მოგონებებად იქცევა ხოლმე. ნებისმიერი მშობლისთვის ეს არის შესაძლებლობა, გაიმარტივონ დაბადების დღის ან სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების პროცესი და გაახარონ ბავშვები. გასართობი ცენტრი თბილისში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თითქმის ყველა უბანში.
გლდანში, შეგიძლიათ იპოვოთ რამდენიმე მისამართზე, მათ შორის
ხიზანიშვილის,
ვასაძის და
გობრონიძის ქუჩაზე. გასართობი ცენტრი ასევე, გთავაზობთ ბუშტებით და სხვადასხვა დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეს, ტორტის ჩაქრობის და ვასრკვლავის გახსნის განსხვავებულ და დასამახსოვრებელ ცერემონიას.
საუკეთესო გასართობი და სადღესასწაულო ცენტრების შერჩევა შეგიძლიათ
servisebi.ge. აქ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ განცხადებებს და მომხმარებლის შეფასებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გასართობი ან სადღესასწაულო ცენტრი და დამატებით დეტალების დასაზუსტებლად გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. საიტზე არ არის დადგენილი ფასები, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ გასართობი ცენტრი მომსახურების სასურველი საფასურის და კონკრეტული შეთავაზების მიხედვით.