ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება განსაკუთრებულ მოლოდინებსა და სურვილების ასრულებასთან. ეს დღესასწაული ყველასთვის საყვარელია, როგორც ბავშვებისთვის ისე, უფროსებისთვის. სანტა გამოძახებით ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. ბავშვებისთვის ყოველთვის ამაღელვებელია ახალი წელი, განსაკუთრებით, როცა ისეთ გმირთან ერთად აღნიშნავენ, როგორიც სანტაა. სანტა გამოძახებით სერვისი საშუალებას გაძლევთ თქვენი პატარებისთვის ეს დღე დაუვიწყარი გახადოთ. სანტას გამოძახება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ადგილსა და დროს, წინასწარ შეთანხმებული დეტალების მიხედვით. სანტა ბავშვებს გადასცემს საჩუქრებს, გადაიღებს მათთან ერთად ფოტოს და შეასრულებს საახალწლო სიმღერებს.
რას მოიცავს სერვისი თოვლის ბაბუა გამოძახებით ?
თოვლის ბაბუა გამოძახებით, ეს სერვისი თავისი გასართობი პროგრამით ახალი წლის დღესასწაულს ბავშვებისთვის საყვარელ მოგონებად აქცევს. თოვლის ბაბუა გამოძახების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის სასურველ ადგილსა და დროს. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი და პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე.
სერვისი მოიცავს:
- საჩუქრების გადაცემა - სურვილისამებრ, შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ ან შეათანხმოთ საჩუქრები, რომელსაც თოვლის ბაბუა გადასცემს ბავშვებს.
- სხვადასხვა აქტივობები - ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ, როცა თამაშობენ, ცეკვავენ ან მღერიან საყვარელ გმირთან ერთად. შესაბამისად, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი აქტივობა, რომელსაც თოვლის ბაბუა ბავშვებთან ერთად შეასრულებს.
- ფოტოსესია - ფოტოების გადაღება თოვლის ბაბუასთან ერთად, კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის ამ დღეს.
რამდენ ხანს გრძელდება თოვლის ბაბუას და სანტას ვიზიტი ?
გამოძახების სერვისი, როგორც თოვლის ბაბუას ისე, სანტას შემთხვევაში მოიცავს სტანდარტულ პროგრამას, რომელიც გრძელდება 30-60 წუთი. თქვენი სურვილის გათვალისწინებით შესაძლოა დროის გახანგრძლივებაც.
რა ღირს სერვისით სარგებლობა ?
თოვლის ბაბუა და სანტა გამოძახებით სერვისის ფასი საშუალოდ, 50 ლარია. თუმცა, ფასი ცვალებადია საახალწლო პერიოდში მოთხოვნიდან გამომდინარე და დროის მონაკვეთის მიხედვით. დღესდღეობით, ბევრი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ამ სერვისზე სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებს, რათა შეძლოთ ბიუჯეტური მომსახურების მიღებაც.