ბავშვთა გასართობი ცენტრი ეს არის სივრცე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ, ითამაშონ, დაისვენონ, ისწავლონ და გაატარონ დრო სასიამოვნოდ. გასართობი ცენტრები ხელს უწყობს ბავშვების, როგორც გონებრივ ისე, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას. საბავშვო გასართობი ცენტრი ბავშვებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებს და სათამაშო ზონებს. აქ ბავშვებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი მეგობრები და გაატარონ დრო მხიარულად. ბავშვთა გასართობი ცენტრები აერთიანებს
მრავალფეროვან და
ბავშვის ასაკის შესაბამის აქტივობებს. მსგავს ცენტრებში შესაძლოა ბავშვებს ჩაუტარდეთ სხვადასხვა შემეცნებითი ან გასართობი სემინარები და დაკავდნენ სპორტული აქტივობებით.
რას სთავაზობს ბავშვთა გასართობი ცენტრები მშობლებს ?
ბავშვთა გასართობი ცენტრები მშობლებს აძლევს შესაძლებლობას თავიანთი შვილებისთვის დაგეგმონ და განახორციელონ, როგორც დაბადების დღეები ასევე, თემატური და სადღესასწაულო ღონისძიებები. აქ შესაძლებელია ანიმატორების დაქირავება, სემინარებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა, ჯადოსნური და განსხვავებული დაბადების დღის გადახდა ინდივიდუალური და ზოგადი პროგრამის საფუძველზე. ამის გარდა, მსგავსი ცენტრები მშობლებისთვის კომფორტულია, რადგან არის
უსაფრთხო, ერთ სივრცეში აერთიანებს ბავშვებისთვის
საინტერესო და
სახალისო აქტივობას, რაც ზოგავს
მშობლების დროს და ენერგიას.
რატომ უნდა შეარჩიოთ ბავშვთა გასართობი ცენტრი?
ბავშვთა გასართობი ცენტრი არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ბავშვების ასაკის შესაბამის ინტერესებზე მორგებული. აქ გხვდებათ განსხვავებული და მრავალფეროვანი ატრაქციონები, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები, სათამაშო ზონები, ანიმატორები, სადღესასწაულო ღონისძიების შესაბამისი გმირები, კარაოკე და სხვადასხვა შოუ. ბავშვებთან მუშაობს
გამოცდილი პერსონალი, რაც მათ უსაფრთხოებას და დროის სასიამოვნოდ გატარებას უზრუნველყოფს. ბავშვების გასართობი ადგილები მათ შესაძლებლობას აძლევს:
- გაიუმჯობესონ სოციალური უნარები;
- შეიძინონ ახალი მეგობრები;
- ჩაერთონ გუნდურ თამაშებში, რაც ხელს უწყობს მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებას;
- დაესწრონ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ სემინარებს;
როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო საბავშვო გასართობი ცენტრები ?
თბილისში არაერთი საბავშვო გასართობი ცენტრია, როგორც
გლდანში, ისე სხვა უბნებში. ძირითადი ფაქტორები, რაზეც საბავშვო გასართობი ცენტრების შერჩევის დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ არის შემდეგი :
მრავალფეროვანი აქტივობები - ბავშვებისთვის დრო უფრო სასიამოვნოდ გადის, როცა ისინი სხვადასხვა აქტივობებით კავდებიან და არ უწევთ ერთ კონკრეტულ თამაშში ან აქტივობაში ჩართვა.
უსაფრთხოება - ყურადღება გაამახვილეთ, თუ რამდენად არის საბავშვო გასართობი ცენტრი აღჭურვილი უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საშუალებით. არის თუ არა პერსონალი გადამზადებული, რომ დაიცვან ბავშვის უსაფრთხოება.
კვალიფიციური თანამშრომლები - საბავშვო გასართობ ცენტრში პერსონალის გამოცდილება დიდ როლს თამაშობს ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი მომენტების შექმნაში. გამოცდილი თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ გართობაზე.
უსაფრთხო საკვები - ყურადღებით გაეცანით საკვებ მენიუს და შეარჩიეთ ბავშვებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო და უსაფრთხო საკვები.
მომხმარებლის გამოცდილება - გაითვალისწინეთ მომხმარებლის შეფასებები, ეს დაგანახებთ რეალურ სურათს და უფრო გაგიმარტივდებათ საბავშვო გასართობი ცენტრის შერჩევა.