ქეითერინგი ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი სერვისია, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, წვეულებების, ქორწილების და დღესასწაულების აღსანიშნავად. ქეითერინგის ისტორია მოიცავს მომსახურების ინდუსტრიის განვითარებასა და ევოლუციას, რომელიც უზრუნველყოფს საკვების, სასმელების და სხვა მომსახურებების მიწოდებას. სიტყვა „ ქეითერ“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რაც მიწოდებას ნიშნავს. წვეულებების, შეხვედრებისა და სხვა შეკრებებისთვის საკვებით უზრუნველყოფის საქმიანობა ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა და მისი კვალი უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს.
ქეითერინგი ისტორიის შესახებ წერისას, კეისი ს. რიპი ამბობს: ქეითერინგის სერვისს მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც ჩინეთში ძვ.წ. IV ათასწლეულით იწყება. ოფიციალურად, ძველმა ბერძნებმა ქეითერინგი პროფესიად აქციეს, რადგან მათ სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში ქეითერინგის მომსახურება შესთავაზეს, რაც რომის იმპერიამდე გაგრძელდა. საუკუნეების განმავლობაში ქეითერინგი, ძირითადად, მეფეებისა და დიდებულების დღესასწაულებსა და ნადიმებს ემსახურებოდა.
ქეითერინგის ინდუსტრიამ განვითარება და პროფესიონალურად ჩამოყალიბება დაიწყო რობერტ ბოგლის მმართველობის დროს, რომელიც აღიარებულია, როგორც ქეითერინგის დამფუძნებელი. დროთა განმავლობაში, ეს სერვისი გაიზარდა, განვითარდა და იქცა იმ მრავალფეროვან ინდუსტრიად, როგორიც დღეს არის.
მაინც რა არის ქეითერინგი ?
ქეითერინგი არის პროფესიონალური მომსახურება, რომელიც მოიცავს საკვებითა და სასმელებით უზრუნველყოფას ღონისძიებებისთვის, შეკრებებისთვის ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ქეითერინგის მთავარი მიზანია ღონისძიებები უფრო სასიამოვნო გახადოს საკვებისა და სასმლის ყველა საჭიროებაზე ზრუნვით. ქეითერინგი საუკეთესო არჩევანია, რათა დააკმაყოფილოს სხვადასხვა ღონისძიების უნიკალური საჭიროებები. იქნება ეს ქორწილი, საქმიანი შეხვედრა თუ დიდი წვეულება.
ქეითერინგის სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ, როგორც
თბილისში, ისე თქვენთვის სასურველ მისამართზე. ქეითერინგის სერვისის გამოყენებით თქვენ თავისუფლდებით კვებისა და სასმელების მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. არ გიწევთ ზედმეტი ემოციური და ორგანიზაციული დატვირთვა. საშუალება გაქვთ მიიღოთ მაღალი ხარისხის საკვები, პროფესიონალური მომსახურება და მაგიდების საკვებით მიმზიდველი დეკორირება.
რა ტიპის ქეითერინგი არსებობს ?
ქეითერინგის მომსახურება მრავალფეროვანია და აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის სასურველ სერვისებს. ამის შესაბამისად, შეიძლება გამოვყოთ ქეითერინგის რამდენიმე ტიპი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, მათ შორის:
საქორწილო ქეითერინგი - ამ ტიპის ქეითერინგი შექმნილია საქორწილო წვეულებისთვის. მენიუ აერთიანებს მრავალფეროვან ადგილობრივ და ევროპულ ან აზიურ სამზარეულოს, სასმელებს, სუფრის გაფორმებას და მომსახურე პერსონალს. ქორწილში ქეითერინგის მოწყობა სწორი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქორწინო წვეულება არაფორმალურ გარემოში, ქალაქგარეთ ან სასტუმროს ტერიტორიაზე ეწყობა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად კომფორტულ და მყუდრო გარემოში ზედმეტი ოფიციალურობის გარეშე მიირთვან სასურველი საკვები. სტუმრებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ, იცეკვონ და მიირთვან კერძები, რაც ღონისძიებას უფრო დასამახსოვრებელს და საზეიმოს გახდის.
კორპორაციული ქეითერინგი - ამ ტიპის ქეითერინგი საუკეთესო არჩევანია ბიზნეს ღონისძიებებისთვის ან ისეთი შეხვედრებისთვის, როგორიცაა: კონფერენციები, ახალი პროდუქტის გაცნობა, ოფისის წვეულებები და სხვა. მენიუ მოიცავს, როგორც მსუბუქ წასახემსებლებს, ისე სრულფასოვან საკვებს. ასეთ შემთხვევებში, ქეითერინგი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ის სტუმრებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ საკვები მაგიდების ირგვლივ, გადაადგილდნენ თავისუფლად თეფშით ხელში და მიირთვან საჭმელები მაგიდასთან ჯდომის გარეშე.
დაბადების დღის ქეითერინგი - ქეითერინგის სერვისით სარგებლობა დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია მრავალფეროვანი საკვების და სასმელების შერჩევა, შემდგომ კი, მათი ლამაზად გაწყობა სადღესასწაულო მაგიდებზე. იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ თქვენთვის სასურველ ადგილზე, ან ქალაქგარეთ დაბადების დღის წვეულების დასამახსოვრებლად აღნიშვნას, ქეითერინგი საუკეთესო არჩევანია.
ღონისძიებების ქეითერინგი - იმ შემთხვევაში თუ აორგანიზებთ სხვადასხვა ტიპის ფესტივალებს, კონცერტებს, სპორტულ შეკრებებს ღია ცის ქვეშ მიმდინარე ან უბრალოდ გჭირდებათ ბევრი ადამიანის მარტივად და გემრიელად გამასპინძლება, ქეითერინგის სერვისი საუკეთესო არჩევანია.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ქეითერინგის შერჩევის პროცესში ?
მაშინ, როცა თქვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ან წვეულებისთვის ქეითერინგის სერვისის შერჩევას იწყებთ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის ფაქტორები, რაც საუკეთესო კომპანიის არჩევაში დაგეხმარებათ.
მოქნილობა- მიუხედავად იმისა, რომ ქეითერინგის სერვისის მომწოდებლები უმეტესად მომხმარებლებს სტანდარტულ მენიუს სთავაზობენ, საუკეთესო კომპანია ყოველთვის მოგცემთ გარკვეული მოქნილობის საშუალებას და გაითვალისწინებენ თქვენს სპეციალურ მოთხოვნებს.
სწორი კომუნიკაცია - სანდო ქეითერინგის კომპანიის წარმომადგენელი, მთელი პროცესის განმავლობაში რეგულარულად დაუკავშირდება კლიენტებს, რათა არ მოხდეს გაუგებრობა. იდეალურ შემთხვევაში, ისინი ღონისძიებამდე დაგინიშნავენ შეხვედრებს, განიხილავენ, თუ რას ელიან თქვენგან თქვენი მხრიდან და საშუალებას მოგცემთ, დააგემოვნოთ მენიუში არსებული კერძები.
რეკომენდაციები - საუკეთესო ქეითერინგის მომწოდებელ კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი შეფასება და გამორჩეული რეკომენდაციები წინა მომხმარებლებისგან.
რა არის ფურშეტი და რატომ უნდა აირჩიოთ ის ?
ფურშეტი ეს არის შერჩეული მენიუს მიხედვით საკვებისა და სასმლის მიწოდების სერვისი. წვეულების ტიპის მიხედვით შერჩეული მენიუდან ფურშეტის მიმწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს საკვების მაგიდებზე განთავსებას, რის შემდეგაც სტუმრები თავისუფლად ირჩევენ კერძებს, დესერტებს და სასმელებს. ფურშეტის მთავარი მახასიათებელია, ის რომ სტუმრებს შეუძლიათ საკვების მირთმევა ხელით ან ჩანგლით მაგიდასთან დაჯდომის და ტრადიციული სადილობის გარეშე. ფურშეტით მომსახურება, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის წვეულებების დროს, მათ შორის: ქორწილებში, ხელმოწერის ცერემონიაზე, ბანკეტის, ბოლო ზარის ან კორპორაციული ღონისძიებების დროს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფურშეტის შერჩევის დროს ?
ფურშეტის მთავარი განმსაზღვრელია მენიუ, მისი შედგენა დამოკიდებულია ღონისძიების ტიპზე, სტუმრების რაოდენობასა და მომსახურების ბიუჯეტზე. ფურშეტის მენიუ არის მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებზე. მენიუში გაერთიანებულია ცივი და ცხელი კერძების ფართო არჩევანი და თანამედროვე კერძებიც. მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს: სხვადასხვა ტიპის კანაპეები, ცომეულობა, დესერტები, ტარტები, ტირამისუ, სასმელები და სხვა. ფურშეტის მენიუ შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით და გახდეს უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ეს სტანდარტულ შეთავაზებებშია.
რას მოიცავს ალაფურშეტი გამოძახებით და სად შეიძლება სერვისის მოძიება ?
ალაფურშეტი გამოძახებით ეხება საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საკვებითა და სასმელებით მომსახურებას სპეციალური ღონისძიებებისთვის, როგორიცაა: წვეულებები, ქორწილები ან კორპორაციული შეკრებები. ის გულისხმობს შერჩეული კერძები ადგილზე მიტანას, მომზადებას და ხშირად კერძების მირთმევას კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, იქნება ეს მცირე ჯგუფები თუ ბევრი სტუმარი. ალაფურშეტის მაგიდა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის საკვებს, მათ შორის ადგილობრივ და ევროპული სამზარეულოდან საკვებს და სასმელებს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი წვეულების და ღონისძიებებისთვის ქეითერინგი, ფურშეტი ან ალაფურშეტის საუკეთესო სერვისის შერჩევას გადაწყვეტთ, ვებ-გვერდზე
servisebi.ge. შეარჩევთ გამორჩეულ და სანდო სერვისის მომწოდებლებს. აქ გაეცნობით განცხადებებს და მომხმარებელთა შეფასებებს, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.