ალუმინის სვარკა

მსუბუქი ვერცხლისფერი ალუმინი არაერთი სფეროს შეუცვლელი მასალაა, ამიტომ ალუმინის სვარკა ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სერვისია. ამ მასალისგან და მისი შენადნობებისგან თვითმფრინავები და ჭურჭელიც კი იქმნება, ხოლო ალუმინის დადუღება არგონის გამოყენებით მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით ალუმინის სვარკა გაზის გამოყენებით ყველაზე მოსახერხებელია. სტანდარტული ნაკრები მოიცავს ალუმინის შედუღების აპარატს, ინვენტორს, ვოლფრამის ელექტროდებს, შემავსებლის ღეროს (მავთულს) და სანთურის გაგრილების განყოფილებას. სვარკის პროცესის დეტალურად გასაცნობად ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს დაუკავშირდით.  

ალუმინის შედუღება

ალუმინის შედუღება მოთხოვნადი მომსახურებაა, რომლისთვისაც აუცილებელია სწორად განსაზღვროთ მისაწოდებული გაზის მოცულობა, მოამზადოთ მასალები  და შეადუღოთ ლითონი სასურველ სისქემდე. ალუმინი უფრო რთული ლითონია, ვიდრე რკინა. ჟანგბადთან შეხებისას მის ზედაპირზე თხელი ოქსიდის ფირის მყისიერი წარმოქმნა ამის მთავარი მიზეზია. შედუღების პროცესში არგონი ხელს უშლის ალუმინის დაჟანგვას. შემავსებელი მავთული, რომელიც ალუმინისგანაა დამზადებული დნება რკალის გავლენით და ნაწილებს ადუღაბებს. 
თუ დურალუმინის შედუღება, ან სხვა მსგავსი სერვისები გჭირდებათ, ალუმინის ხელოსანი ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოიძახოთ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები