განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქირავდება ამწე კალათა

ქირავდება ამწე კალათა, რომელიც დაგეხმარებათ გაიმარტივოთ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. მარტივად მოახდინოთ სასურველი ტვირთების, ავეჯის და მძიმე მასალების მაღალ სართულებზე ატანა. გარდა ამ სამუშაოებისა, ამწე კალათის გამოყენება შესაძლებელია ელექტრო და სხვა ტიპის საკომუნიკაციო სამუშაოების ეფექტურად და ხარისხიანად შესასრულებლად. ამწე კალათის დახმარებით მარტივად ხდება ბოძებზე და მაღალ შენობებზე ელექტროგაყვანილობის ან ინტერნეტ კაბელების მონტაჟი. ქირავდება ამწე კალათა, რომელიც სარეკლამო ბანერების, ბილბორდების და სხვა ნიშნების სიმაღლეზე მარტივად დამაგრების საშუალებას მოგცემთ. ამწე კალათით შეგიძლიათ 30+ მეტრ სიმაღლეზე იმუშაოთ, დაზოგოთ დრო და ფინანსები, სამუშაო კი, ეფექტურად და ხარისხიანად შეასრულოთ. 

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ქირავდება ამწე კალათა

ქირავდება ამწე-კალათა, დღიურად და საათობრივად. ფასი და დეტალები შეთანხმებით. სამუშაო სიმაღლე 14 მეტრი. მოგემსახურებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

თაზო
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ქირავდება ამწე კალათა

ქირავდება ამწე კალათები - სერთიფიცირებული: - 14 მეტრიანი; - 20 მეტრიანი; ქირავდება, როგორც დღიურად, ასევე საათობრივად. მოგემსახურებით, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. დეტალები და ფასი შეთანხმებით. ვმუშაობთ ქვეყნის მასშტაბით ხანგრძლივ პროექტებშიც. ამწე კალათები იმართება, როგორც დამქირავებლის მიერ კალათიდან, ასევე მძღოლი ოპერატორის მიერ.

ამწე კალათა
1 სერტიფიკატი,
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ამწე კალათა

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვემსახურებით, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს.

ამწე კალათა
პრო

ამწეკალათის მომსახურეობა

გთავაზობთ ამწეკალათით მომსახურებას. არის 14 მეტრის სიმაღლის, პატარა და კომპაქტური მანქანაა თბილისის ვიწრო ქუჩებისთვის. მოგემსახურებით შეღავათიან ფასებში. ასევე, გთავაზობთ საათობრივ ანაზღაურებას. გამოიძახეთ ამწე კალათის მომსახურება თბილისის მასშტაბით ფასი შეთანხმებით.

სერვის + შეფასება 5.0 , 4 შეფასება
პრო

კალათა 32 მეტრიანი

32 მეტრიანი კალათა: მძღოლით, ხელოსნით, მუშით. შეუძლია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს ქირაობა. მარტო კალათა ერთი საათი 200 და შემდეგ ყველა დამატებულ საათზე ასი ლარით მეტი, იურიდიულ პირთან ფასი შეთანხმებით!

ვერიფიცირებული პრო

ამწე კალათით მომსახურება

ავტოკალათის მომსახურება 24/7 გთავაზობთ ავტოკალათით მუშაობას სწრაფად, უსაფრთხოდ და ხელმისაწვდომ ფასად. ✅ ელექტრო სამუშაოები ✅ ფასადების მონტაჟი და შეღებვა ✅ ბანერებისა და რეკლამების მონტაჟი ✅ ხეების გასხვლა ✅ გარე განათების მონტაჟი ✅ ნებისმიერი სიმაღლის სამუშაო ? ვემსახურებით თბილისსა და რეგიონებს.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება
12 ნამუშევარი,
ვერიფიცირებული პრო

კალათა 22 მეტრიანი

ქირავდება 22 მეტრიანი კალათა ისუზუ, პირობებზე დარეკეთ.

1 ვიდეო
ვერიფიცირებული პრო

ამწე კალათა

22-დან 75 მეტრამდე, კალათის სიგანე არის 3,2 მეტრი. დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე.

სამშენებლო კალათა

სამშენებლო კალათა არის მოწყობილობა, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცესების შესრულებას სიმაღლეზე მუშაობის დროს. სამშენებლო კალათა ხშირად გამოიყენება მრავალსართულიანი კორპუსების ან შენობების კონსტრუქციაზე სამშენებლო სამუშაოებისა და საინჟინრო ოპერაციების შესასრულებლად. მისი გამოყენებით მარტივად შეგიძლიათ შეღებოთ ან შეაკეთოთ შენობის გარე ფასადი. კალათა მანქანა გაგიმარტივებთ ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის მასალის, ფანჯრების ან სხვა საჭირო მოწყობილობების მიწოდებას მაღალ სართულზე. ჩვეულებრივ სამშენებლო კალათა თავსდება ამწეზე ან სხვა დანადგარზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კალათა მანქანა შეიძლება გამოყენებულ იქნას ხიდებზე, კაშხლებსა და დიდი მასშტაბის სამშენებლო ობიექტებზე.
პრო

ქირავდება ამწე კალათა გამოძახებით 15 მ-ანი

ქირავდება ამწე კალათა დღიურად ან საათობრივად. ფასი შეთახმებით. მოვემსახურებით, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. მძღოლ ოპერატორს და მანქანას აქვს სერთიფიკატი.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

ამწე კალათა

ქირავდება ამწე კალათა, სიმაღლე 25 მეტრი, მოგემსახურებთ 24/7.

ვერიფიცირებული პრო

ამწე კალათები

გვყავს თითქმის ყველა ზომის ამწე კალათები, ვემსახურებით ყველგან საქართველოს მასშტაბით.

პრო

ამწე კალათა

ქირავდება 14 მეტრიანი ამწე-კალათა, როგორც დღიურად, ასევე საათობრივ. ფასი შეთანხმებით.

პრო

ქირავდება ამწე კალათა

ქირავდება ამწე კალათა, დღიურად ან საათობრივად, ფასი შეთანხმებით. მოვემსახურებით, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, როგორც მძღოლ-ოპერატორს, ასევე მანქანას აქვს სერთიფიკატი. გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება და სურვილის შემთხვევაში შემიძლია მოგაწოდოთ სერთიფიკატის სურათები.

1 სერტიფიკატი,

ქირავდება ამწეკალათა

ქირავდება ამწე კალათა ოპერატორის მომსახურებით. სიმაღლე 12 მ. 14მ. 16მ. 24მ. 28 მ. 33მ. ვწერთ საბუთს.

ქირავდება ამწე კალათი

Მოგემსახურებით ამწე კალათებით. გვყავს, როგორც დიდი, ისე პატარა კალათები. პატარა კალათის გაშლის სიმაღლე - 14.6 მეტრი (მე5 სართულამდე). დიდი კალათის გაშლის სიმაღლე - 32 მეტრი (მე-10 სართული). მოგემსახურებით, როგორც საათობრივად, ისე დღიურად, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მოგემსახურებათ გამოცდილი ოპერატორები, სადაც ხარისხი ფასზე მაღალია.

ქირავდება ამწეკალათა

ქირავდება 31 მეტრიანი ამწე კალათა, როგორც საათობრივად და დღიურად, ასევე ხანგრძლივი ვადით. ასევე 12 მ. 14მ. 16მ. 24მ. 28 მ. 33მ. მოვემსახურებით, როგორც კერძო, ასევე იურიდიულ პირებს. დამიკავშირდით.

ამწე კალათები

ჯეორენტი გთავაზობთ ამწე კალათების იჯარას, ნებისმიერი პროექტისთვის! ◼ ტელესკოპური ამწე –15მ,16მ,21მ და 38,5მ. ◼ მაკრატელა ამწე – 6მ,8მ,12მ,14მ და 15მ. დაგვიკავშირდით

ამწე კალათა

ქირავდება ამწე კალათა დღიურად და საათობრივად. ფასი შეთანხმებით.

ვერიფიცირებული

ამწე კალათა

ქირავდება ამწე-კალათები 24/7-ზე! ✅ ყველა სიმაღლისა და ზომის ამწე-კალათა ✅ მუშაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში — 24/7 ✅ მომსახურება თბილისსა და რეგიონებში ✅ გამოცდილი ოპერატორები ✅ სწრაფი გამოძახება და ხარისხიანი მომსახურება დაგვიკავშირდით თქვენთვის საჭირო სიმაღლეზე, ნებისმიერ დროს! ამწე-კალათების გაქირავება — საიმედოდ, სწრაფად და პროფესიონალურად!

ქირავდება ამწე-კალათა

ქირავდება სერტიფიკატიანი, 14-მეტრიანი კომპაქტური ამწე-კალათა. ტვირთამწეობა 200 კგ. ამწე-კალათა გამართულია და დაიშვება ნებისმიერ ობიექტზე.

მომხმარებლის შეფასებები

ქირავდება ამწე კალათა

შეფასების ავტორი: გიორგი

ძალიან კარგი მომსახურება, ყოველთვის დროზე მოდის და კარგად ასრულებს თავის საქმეს.

ამწე კალათით მომსახურება

შეფასების ავტორი: თაზო

საუკეთესო მომსახურება უმოკლეს დროში, სრული რეკომენდაცია. დარეკვიდან იმაზე მალე მოვიდა ადგილზე ვიდრე ველოდით.

ამწე კალათით მომსახურება

შეფასების ავტორი: ხატია

მადლობა დროულად და ხარისხიანად შესრულებული საქმისთვის, მიიღეთ ჩემგან დიდი შეფასება

ამწე კალათით მომსახურება

შეფასების ავტორი: ზურა

მოწესრიგებული ადამიანი თავის საქმის მცოდნე და დაუზარელი ჩემგან უმაღლესი შეფასება

ამწე კალათით მომსახურება

შეფასების ავტორი: მარიამი

პუნქტუალური, გაწონასწორებული და საქმეზე ორიენტირებული. ჩემი რეკომენდაცია ამ ადამიანს, მადლობა.

სამშენებლო კალათა - ყველა დეტალი ამწე კალათის დაქირავების შესახებ

ამწე კალათა ისევე, როგორც სამშენებლო კალათა აქტიურად გამოიყენება სარემონტო, სამშენებლო, სამრეწველო და სხვა მიმართულებით. მისი გამოყენება სამუშაო მოედანზე ზრდის ეფექტურობას, ამცირებს დანახარჯებს და ზოგავს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო დროს. გარდა ამისა, ამწე კალათის გამოყენებით აღარ გჭირდებათ დამატებითი სამუშაო ძალის დაქირავება სარემონტო მასალების მაღალ სართულებზე ასატანად. ამწე კალათები, არის აღჭურვილობის ტიპი, რომელიც გამოიყენება პერსონალის ასამაღლებლად. ისინი, როგორც წესი, გამოიყენება სამშენებლო, ტექნიკური და სარემონტო პროექტებში, სადაც მუშებს სჭირდებათ წვდომა იმ ადგილებში, რომლებზეც ძნელია ან შეუძლებელია სხვა საშუალებებით მიღწევა. 
 
რისთვის გამოიყენება ამწე კალათები ?
 
ამწე კალათები ხელს უწყობს დროულად და უსაფრთხოდ განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაოები, როგორიცაა: ფანჯრების დამონტაჟება, სარეკლამო პლაკატების განთავსება, ნაგებობების შეკეთება და სხვა.  ამწე კალათები მრავალმხრივად შეიძლება ავითვისოთ, რადგან მათი დამაგრება შესაძლებელია ბუმ სატვირთო მანქანებზე, კოშკის ამწეებზე და სხვა ტიპის ამწეებზე, რაც მათ მაღალეფექტურობაზე მიუთითებს და შესაფერისს ხდის სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებში გამოსაყენებლად. 
 
ამწე კალათები, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის სამშენებლო, სამთო და ნავთობისა და გაზის ჩათვლით. თუ აპირებთ დაიქირაოთ ამწე კალათა, მნიშვნელოვანია, რომ ქირაობისას გაითვალისწინონ ყველა საჭირო დეტალი, მათ შორის: ტექნიკის მდგომარეობა, ოპერატორის გამოცდილება და ფასი. ამგვარი ტექნიკის ქირაობა, მახასიათებლებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ეხმარება დაკისრებულ სამუშაოებს სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებაში.
 
რა არის სამშენებლო კალათა და როდის უნდა გამოვიყენოთ ის ? 
 
სამშენებლო კალათა გამოიყენება მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობების დროს. მისი გამოყენებით მარტივდება სიმაღლეზე მუშაობა. ამწე კალათის გამოყენება მუშებისთვის აუმჯობესებს მიმდინარე სამუშაო პროცესებს, ამცირებს მათ დატვირთვას, რაც დადებითად ისახება მათ სამუშაო ძალაზე. მცირდება მოსალოდნელი ტრამვების რისკი და სამუშაო პროცესი კიდევ უფრო კომფორტული ხდება. სამშენებლო კალათას აქტიურად იყენებენ მრავალსართულიანი კორპუსების ან შენობების კონსტრუქციაზე სამშენებლო სამუშაოებისა და საინჟინრო ოპერაციების შესასრულებლად. მისი გამოყენებით მარტივად ღებავენ ან აპირკეთებენ გარე ფასადს. 
 
რატომ არის ამწე კალათის დაქირავება უფრო ეფექტური ?
 
ამწე კალათის გამოყენება, შეიძლება იყოს ეფექტური გადაწყვეტა მაღალ სიმაღლეებზე მუშაობის გასამარტივებლად. სხვა ტიპის აღჭურვილობასთან შედარებით, როგორიცაა: სამშენებლო ხარაჩოები ან საჰაერო ლიფტები, ამწე კალათის დაქირავება შეიძლება ნაკლებად ძვირი იყოს. ეს შეიძლება გახდეს მიმზიდველი ვარიანტი მცირე სამშენებლო ან ტექნიკური პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მუშებს მაღალ სიმაღლეებზე წვდომას. 
ამწე კალათის გამოყენება ბევრ სარგებელს სთავაზობს როგორც მუშებს, ასევე ობიექტის მფლობელებს. ის უზრუნველყოფს მაღალ სიმაღლეებზე წვდომის უსაფრთხო და ეფექტურ გზას, ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს დაზიანებებისა და ავარიების რისკს სამუშაო ადგილზე. ამ მიზეზების გამო, ამწე კალათები არის აღჭურვილობის აუცილებელი ნაწილი მრავალი სამშენებლო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტებისთვის. ამწე კალათების თქვენი სურვილის და საჭიროების შესაბამისად დაქირავება შეგიძლიათ საქართველოს მასშტაბით, როგორც რუსთავში და ქუთაისში, ისე ბათუმსა და გორში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ამწე კალათა ?

ამწე კალათა, არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ადამიანებისა და მცირე ზომის და მოცულობის მქონე ტვირთების უსაფრთხოდ აწევისთვის გარკვეულ სიმაღლეზე სამუშაოდ. ამწე კალათის დახმარებით მარტივად ხდება ბოძებზე და მაღალ შენობებზე ელექტროგაყვანილობის ან ინტერნეტ კაბელების მონტაჟი. მისი გამოყენებით, შეგიძლიათ მარტივად დაამონტაჟოთ სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და სხვა ნიშნები საჭირო სიმაღლეზე.

რისთვის გამოიყენება ამწე კალათა ?

ამწე კალათა გამოიყენება სიმაღლეზე მუშაობის დროს ისეთი სამუშაოებისთვის, როგორიცაა: სამშენებლო, სარემონტო, ისე ინფრასტრუქტურული და სხვა.

რა სიმაღლეზე შეუძლია ამწე კალათას ტვირთის აწევა ?

არსებობს სხვადასხვა ტიპის ამწე კალათები, შესაბამისად ამწე კალათის ტვირთამწეობა და მაქსიმალური სიმაღლე დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე, მის კონსტრუქციაზე და დანიშნულებაზე. მცირე და საშუალო ზომის ამწე კალათებს შეუძლიათ 30 მეტრამდე სიმაღლეზე მუშაობა, ხოლო უფრო დიდი ზომის ამწეებისთვის მარტივად შეიძლება 100 მეტრამდე სიმაღლეზე სამუშაოების შესრულება.

რა ღირს ამწე კალათის დაქირავება ?

ამწე კალათის ქირაობის ფასი განსხვავდება მახასიათებლების მიხედვით. მცირე ზომის ამწე კალათის დაქირავების შემთხვევაში, ფასი იწყება 100 ლარიდან. დიდი ზომის ამწე კალათის დასაქირავებლად ზუსტი ფასის გასაგებად უმჯობესია, დაუკავშირდეთ კონკრეტულ მომსახურების მიმწოდებლებს და დეტალურად განიხილოთ ინფორმაცია მათთან.

სად და როგორ შეიძლება დავიქირაო ამწე კალათა ?

სასურველი ზომის ამწე კალათის დასაქირავებლად შეგიძლიათ ესტუმროთ servisebi.ge-ს შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ამწე კალათა მცირე დროში. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია.