ოპერატიული და გამართული მომსახურება, მშვიდი, გაწონასწორებული მძღოლი
სწრაფი კომუნიკაცია. ფასი ნორმალური. მომსახურება კარგი. ვუწევ რეკომენდაციას. დარჩებით კმაყოფილი.
ურთიერთობა ძალიან კარგი, კომუნიკაბელკური და ძალიან კმაყოფილი ვარ სერვისით
ამწე კალათა, არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ადამიანებისა და მცირე ზომის და მოცულობის მქონე ტვირთების უსაფრთხოდ აწევისთვის გარკვეულ სიმაღლეზე სამუშაოდ. ამწე კალათის დახმარებით მარტივად ხდება ბოძებზე და მაღალ შენობებზე ელექტროგაყვანილობის ან ინტერნეტ კაბელების მონტაჟი. მისი გამოყენებით, შეგიძლიათ მარტივად დაამონტაჟოთ სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და სხვა ნიშნები საჭირო სიმაღლეზე.
ამწე კალათა გამოიყენება სიმაღლეზე მუშაობის დროს ისეთი სამუშაოებისთვის, როგორიცაა: სამშენებლო, სარემონტო, ისე ინფრასტრუქტურული და სხვა.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ამწე კალათები, შესაბამისად ამწე კალათის ტვირთამწეობა და მაქსიმალური სიმაღლე დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე, მის კონსტრუქციაზე და დანიშნულებაზე. მცირე და საშუალო ზომის ამწე კალათებს შეუძლიათ 30 მეტრამდე სიმაღლეზე მუშაობა, ხოლო უფრო დიდი ზომის ამწეებისთვის მარტივად შეიძლება 100 მეტრამდე სიმაღლეზე სამუშაოების შესრულება.
ამწე კალათის ქირაობის ფასი განსხვავდება მახასიათებლების მიხედვით. მცირე ზომის ამწე კალათის დაქირავების შემთხვევაში, ფასი იწყება 100 ლარიდან. დიდი ზომის ამწე კალათის დასაქირავებლად ზუსტი ფასის გასაგებად უმჯობესია, დაუკავშირდეთ კონკრეტულ მომსახურების მიმწოდებლებს და დეტალურად განიხილოთ ინფორმაცია მათთან.
სასურველი ზომის ამწე კალათის დასაქირავებლად შეგიძლიათ ესტუმროთ servisebi.ge-ს შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ამწე კალათა მცირე დროში. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია.