გაზის ექსპერტიზა

 გაზის ექსპერტიზა წარმოადგენს ტექნიკურ შემოწმებას, რომლის მიზანია გაზგაყვანილობის სისტემის სისწორისა და უსაფრთხოების დადგენა. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალად დამონტაჟებული ან შეცვლილი ქსელის შემთხვევაში, რათა სისტემამ დააკმაყოფილოს კანონით გათვალისწინებული სტანდარტები და უსაფრთხოება.
 ექსპერტიზა, როგორც წესი, ტარდება ლიცენზირებული ორგანიზაციის მიერ, რომელიც დეტალურად ამოწმებს მილების მონტაჟს, კვანძებს, მრიცხველის სწორ მუშაობას და მთლიანად ქსელის ჰერმეტულობას. დადებითი დასკვნის შემდეგ სისტემას ენიჭება ექსპლუატაციის უფლება.
 გაზის ექსპერტიზა აუცილებელია გაზიფიკაციის პროცესის დასრულებისთვის და მისი ჩატარება სავალდებულო მოთხოვნაა. ეს არის ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც მომხმარებლის უსაფრთხოებას, ასევე მთელი კორპუსის ან ობიექტის დაცვის გარანტიას.
პრემიუმი
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია
pin თბილისი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ყველანაირი სირთულის საპროექტო სამონტაჟო სამუშაოებს. შესრულებული სამუშაო ექსპლუატაციაში ბარდება გაზის მომწოდებელ კომპანიებს, რის შემდეგაც ინიშნება კომისია 7 სამუშაო დღის განმავლობაში ადგილზე გამოცხადდება აღნიშნული კომპანიიდან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს ექსპლუატაციაში და მოგაწვდით ბუნებრივ აირს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბინებში და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე გაზის უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს. ჩვენი სპეციალისტები იმ ფართებში სადაც მოიხმართ გაზ დანადგრებს დაამონტაჟებენ გაზის დეტექტორს, რომელიც რეაგირებს მეთანის კონცეტრაციაზე, აღნიშნული დეტექტორი გაზის გაჟონვის შემთხვევაში მიაწვდის სიგნალს მრიცხველთან დამონტაჟებულ იმპულსურ ონკანს, რის შემდეგაც აღნიშნული ონკანი მოახდენს გაზის ჩაკეტვას.

profile avatar ირაკლი
პრო
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია

ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 1. შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟი, კორექტირება; 2.პროექტის მომზადება საექსპერტო დასკვნა; 3.მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ქსელის მოწყობა; 4.კომერციული არასაყოფაცხოვრებო ობიექტების შიდა ქსელის მოწყობა; 5.ქსელის მიმართულების შეცვლა; ქსელის (მილის) დიამეტრის გამოცვლა; 6.დეტექტორების და ელექტრო იმპულსური ონკანების მონტაჟი; მონტაჟს ვასრულებთ, როგორც ფოლადის,ასევე მეტალოპლასტმასის და პოლიეთილენის მასალით. სამუშაოები სრულდება უმაღლესი ხარისხის მასალით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური პირობების დაცვით. მოგემსახურებათ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციისთვის.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი
ტელეფონი
პრო
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გაზის ლიცენზირებული კომპანია “გაზის სერვისი” გთავაზობთ: ✅ შიდა გაზგაყვანილობის პროექტირება, საექსპერტო დასკვნა; ✅ შიდა ქსელის მოწყობა, როგორც საცხოვრებელი ბინის, ასევე კომერციული ობიექტის; ✅ შიდა ქსელის მონტაჟი/კორექტირება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური პირობის დაცვით; ✅ არსებული შიდა ქსელის შემოწმება; მოგემსახურებათ გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტები.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი
ტელეფონი
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია

გაზის ლიცენზირებული კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გაზსადენის გაყვანა-გამოცდას და ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარებას გაზის მომწოდებელ კომპანიაში. სამუშაოებს ვასრულებთ, როგორც ინდივიდუალურ შეკვეთაზე, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, კერძო სახლებში და არასაყოფაცხოვრებო სამრეწველო ობიექტებზე. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლიცენზირებული გუნდი გაგიწევთ შემდეგი სახის მომსახურებება: - შიდა გაზგაყვანილობის მოწყობა მეტალოპლასტმასის მილებით; - მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მოწყობა პოლიეთილენის მილით; - საჰაერო გაზსადენის მოწყობა ფოლადის მილით; - ელ.იმპულსური ონკანების და გაზის დეტექტორების მონტაჟი; - არსებული გაზსადენზე წერტილების დამატება-გაუქმება; - საკონტროლო-ქვემრიცხველბის მონტაჟი; - პროექტისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა-ჩაბარება გაზის მომწოდებელ კომპანიაში; გაზის ჩართვა 10დღის ვადაში.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი საჰაერო გაზსადენის მონტაჟი გაზიფიკაცია
გაზის ლიცენზირებული კომპანია
გაზის ლიცენზირებული კომპანია

გაზის ლიცენზირებული კომპანია შ.პ.ს "Gas building company" გთავაზობთ შიდა გაზგაყვანილობის საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის სამონტაჟო სამუშაოებს, რკინის, მეტალოპლასტმასის და პოლიეთილენის უმაღლესი ხარისხის მასალით, ჩვენი სერვისებია: შიდა გაზგაყვანილობის მოწყობა-მოწესრიგება, მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი, იატაკქვეშა მილების დაქსელვა-მონტაჟი, საჰაერო გაზსადენის მონტაჟი, წერტილების დამატება-გაუქმება, არსებული გაზგაყვანილობის შეცვლა-კორექტირება, ძველი ქსელის დემონტაჟი, დიამეტრის გაზრდა ქსელზე, უსაფრთხოების სისტემების დეტექტორების და ელექტრო იმპულსური ონკანების მონტაჟი, საკონტროლო ქვემრიცხველების მონტაჟი, დანადგარების დაერთება ქსელზე და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება, პროექტის მომზადება, არსებული ქსელის შემოწმება და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის გაცემა, ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა და ჩაბარება-მიღება ექსპლუატაციაში შ.პ.ს "თბილისი ენერჯიში". აღნიშნულ სამუშაოებს ვასრულებთ, როგორც ინდივიდუალურ შეკვეთაზე, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სააგარაკე კერძო სახლებში და არასაყოფაცხოვრებო სამრეწველო ობიექტებზე. მოგემსახურებით უმოკლეს ვადებში.

გაზის ექსპერტიზა გაზის შიდა ქსელის მოწყობა გაზის პროექტირება გაზის მრიცხველის მონტაჟი მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მონტაჟი საჰაერო გაზსადენის მონტაჟი გაზიფიკაცია

​გაზის საექსპერტო დასკვნის გაცემა

 გაზის საექსპერტო დასკვნის გაცემა არის აუცილებელი ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს გაზის სისტემის უსაფრთხოებასა და გამართულ მუშაობას. ეს პროცესი გულისხმობს სპეციალური შემოწმების ჩატარებას ლიცენზირებული სპეციალისტების მიერ, რის შედეგადაც გაიცემა ოფიციალური დოკუმენტი — გაზის საექსპერტო დასკვნა.
 დასკვნის გაცემამდე მოწმდება შიდა ქსელი, მილები, რეგულატორები და უსაფრთხოების ყველა ელემენტი, რათა დარწმუნდნენ, რომ სისტემა სრულ შესაბამისობაშია უსაფრთხოების ნორმებთან.
 გაზის საექსპერტო დასკვნის გაცემა სავალდებულოა როგორც ახალ ობიექტებზე გაზიფიკაციის პროცესის დასრულებისას, ასევე არსებული ქსელის შემოწმებისას, მაგალითად, სარემონტო სამუშაოების ან გადაკეთების შემდეგ.
 ამ ეტაპის გავლა არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიაა, არამედ აუცილებელი პირობა გაზის მიწოდების ოფიციალურად დასაწყებად.

მომხმარებლის შეფასებები

გაზის ლიცენზირებული კომპანია სურათი
გაზის ლიცენზირებული კომპანია
თინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

უმაღლეს დონეზე შეასრულეს დავალებული სამუშაო, ასევე უმოკლეს დროში.

რატომ არის ის აუცილებელი გაზის ექსპერტიზა?

 გაზის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოები არასოდეს არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი — ისინი პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან და კეთილდღეობასთან. სწორედ ამიტომ, გაზიფიკაციის დასრულების შემდეგ საჭირო ხდება სპეციალისტის მიერ გაზის საექსპერტო დასკვნის გაცემა, რაც ოფიციალურად ადასტურებს, რომ ყველა ეტაპი შესრულებულია მოქმედი წესების დაცვით და ქსელი მზად არის გამოსაყენებლად.

რა არის გაზის ექსპერტიზა?

გაზის ექსპერტიზა გულისხმობს ობიექტის არსებული გაზის სისტემის შემოწმებას, იქნება ეს ახლად დამონტაჟებული სისტემა თუ წლების წინ მოწყობილი შიდა ქსელი. ლიცენზირებული ექსპერტი ან კომპანია დეტალურად ამოწმებს მილების გამტარობას, გადაბმას, სარქველებს, გამწოვებს და ყველა იმ კომპონენტს, რაც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უზრუნველყოფს. მიზანი ერთია — თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გაჟონვა, ხანძარი ან აფეთქების რისკი.

დასკვნის გასაცემად გაზის ხელოსანი ადგენს რამდენად სწორად მიუსადაგეს შიდა ქსელი პროექტს, ამოწმებს სისტემის ჰერმეტულობას, მოწყობილობების გამართულობას და ზოგადად გაზის უსაფრთხოებას. შემოწმება მოიცავს როგორც შიდა, ისე გარე ქსელის დეტალურ ანალიზს.

საექსპერტო დასკვნის გაცემის გარეშე არ ხდება გაზის ქსელში ჩართვა არ ხდება. ეს დოკუმენტი აუცილებელია, რომ მომხმარებელს მიეცეს უფლება, გამოიყენოს ბუნებრივი გაზი. დასკვნის გარეშე არც კომუნალური კომპანიები გაწვდიან გაზს — შესაბამისად, ეს უკანასკნელი ნაბიჯი რეალურად იძლევა მწვანე შუქს გაზის გამოყენებაზე.

თუ საჭირო გახდა გაზიფიკაცია, გაზის პროექტირება, შიდა ქსელის მოწყობა ან მრიცხველის მონტაჟი, დასასრულებლად აუცილებლად დაგჭირდებათ სერტიფიცირებული დასკვნა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სანდო სპეციალისტების მოძიება.

დღეს ამ პროცესის გამარტივება შესაძლებელია ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა servisebi.ge, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ გამოცდილი და ლიცენზირებული გაზის ხელოსნები, რომლებიც არა მხოლოდ დაგიმონტაჟებენ სისტემას, არამედ სწორად გაგიმზადებენ დოკუმენტაციასაც.

მოკლედ რომ ვთქვათ, გაზის ექსპერტიზა და საექსპერტო დასკვნა არ არის ფორმალური პროცედურა — ეს არის ის, რაც იცავს თქვენს სახლს, ოჯახს და მეზობლებს. ამიტომ გააკეთეთ სწორად, პროფესიონალების დახმარებით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​როდის არის აუცილებელი გაზის საექსპერტო დასკვნის აღება?

გაზის საექსპერტო დასკვნა აუცილებელია მაშინ, როდესაც პირველად აერთებთ გაზს ახალ ან გადაკეთებულ ქსელში, ასევე მაშინ, როცა სრულდება გაზიფიკაციის პროცესი და უნდა დადასტურდეს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

​ვინ გასცემს საექსპერტო დასკვნას და რამდენად სანდოა ეს პროცესი?

დასკვნას გასცემს მხოლოდ ლიცენზირებული ექსპერტი ან გაზის სერტიფიცირებული კომპანია. ეს პროცესი მკაცრად რეგულირდება და არ ხდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით — აუცილებელია სისტემის ტესტირება და შესაბამისობის შეფასება.

​შემიძლია დავიწყო გაზის გამოყენება დასკვნის გარეშე?

არა. გაზის მიწოდება არ მოხდება მანამ, სანამ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულო საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ქსელი უსაფრთხოა და მზად არის ექსპლუატაციისთვის. ეს თქვენი უსაფრთხოების გარანტიაა.