fb

გაზის ტექდათვალიერება

გაზის ტექდათვალიერება აუცილებელი პროცედურაა ბუნებრივ/თხევად აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის. აღნიშნული პროცედურა სავალდებულო გახდა 2020 წლის პირველი იანვრიდან. 
ბუნებრივი გაზის ტექდათვალიერება სპეციალურ ცენტრებში ხდება. თუ გაზის საბუთს პროცედურაზე ვერ წარმოადგენთ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღის ვადა მოგეცემათ. ამ ხნის მანძილზე განმეორებითი შემოწმება უფასოდ შეგიძლიათ გაიაროთ.
ტექპასპორტში მითითებული უნდა იყოს, რომ თქვენი ავტომობილი გაზზე მუშაობს. თუ ეს ასე არ არის თქვენ თხევადი გაზის ტექდათვალიერებას ვერ გაივლით. 
გაზის ტექდათვალიერება