გამწვანება

გამწვანება მოიცავს მწვანე საფარის მოწესრიგებას და გარე სივრცის ვიზუალურად გაუმჯობესებას სხვადასხვა ელემენტებით. ეს არამარტო ალამაზებს ეზოს, პარკებს ან სხვა სივრცეს, არამედ დადებით გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე, ჰაერის სიჯანსაღეზე და ადამიანის კეთილდღეობაზე. გამწვანების პროცესი აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ლანდშაფტის დიზაინის შექმნა, მცენარეების შერჩევა, მიწის მომზადება, სეზონური სამუშაოების შესრულება და სხვ. ამის გარდა, გამწვანება მოიცავს, როგორც ქალაქებში ასევე, სოფლებში ხეების ან მწვანე ნარგავების გაშენებას. არსებობს, ბუნებრივი, ხელოვნური და დეკორატიული გამწვანება. შესაძლოა, ერთდროულად გამწვანების პროცესში გამოყენებული იყოს, როგორც ხელოვნური, ისე, ბუნებრივი ელემენტები.
პრო მებაღის მომსახურება
მებაღის მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

1.✅ ეზოს და აგარაკების მოთიბვა დასუფთავება სრულად 2.✅ ხეების ამოღება ტრანსპორტირება გადარგვა 3.✅ ხეხილის და დეკორატიული ხეების დარგვა გასხვლა კორექტირება 4.✅ ხეების მოჭრა (საჭიროებსას სპეც ტექნიკის დახმარებით) 5.✅ ბალახის დათესვა დაგება სარწყავი სისტემის მოწყობა 6.✅ მცენარეების შეწამვლა მავნებლებზე და განოყიერება შეტანა სასუქების, ტყის მიწა, ნაკელის . 7.✅ ვასუფთავებთ სამშენებლო ტერიტორიას ზედმეტი ეკალ ბარდებისაგან მცენარეებისგან სრულად. 8.✅ ვატარებთ ხეების გამაგრებით სამუშაოებს. 9.✅ ვაკეთებთ კვების ობიექტების სავაჭრო ობიექტების გარე (სატროტუარე) მწვანე სივრცის მოწყობა იზოლირებას. ვართ ხარისხზე და სამუშაოების დროზე დამთავრებაზე ორიენტირებული ჯგუფი.

გამწვანება მებაღე გაზონის დაგება ეზოს დალაგება ეზოს გათიბვა ფლორისტი ეზოს გალამაზება
ტელეფონი
პრო  გამწვანების სრული მომსახურება
გამწვანების სრული მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

1. ბალახის დათესვა ,რულონის დაგება არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული; 2. სარწყავი სისტემის მონტაჟი როგორც მექანიკური, ისე ავტომატიზირებული, რათა თქვენი ეზო იყოს მუდმივად ნათელ ფერებში; 3. დეკორაცია ,დიზაინის შემოთავაზება ,მწვანე მცენარეების უსაზღვრო არჩევანი; 4. ხის გასხვლა ,შეწამვლა, სასუქის შეტანა; 5. მუდმივი მოვლა, რაც აგარიდებთ ყოველთვიურ უაზრო ხარჯებს ბაღთან დაკავშირებით; 6. ჩვენი ჯგუფი, ასევე, გთავაზობთ ეზოების გასუთავებას სარეველა ბალახებისაგან და დალაგებას. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე

გამწვანება მებაღე გაზონის დაგება ეზოს დალაგება ეზოს გათიბვა ფლორისტი ეზოს გალამაზება
ტელეფონი

ეზოს გამწვანება

ეზოს გამწვანება მოიცავს გარდენიას მოვლას, აგარაკის გამწვანებასა და დიზაინის შექმნას. ეზოს გარდენიას მოვლა აერთიანებს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა: მიწის დამუშავება, რეგულარული მორწყვის განხორციელება, სეზონური მოვლა და მავნებლების მუდმივი კონტროლი. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცენარეების ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს ვიზუალურად ლამაზი გარემოს შენარჩუნებას. აგარაკის ეზოს გამწვანება მოიცავს, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური და დეკორატიული მცენარეების დარგვას. მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები შერჩეული იყოს ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  რომ მოხდეს მისი სწორად ზრდა-განვითარება. ეზოს გამწვანება და დიზაინი უზრუნველყოფს სივრცის ეფექტურ გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ჰარმონიულ და ჯანსაღ გარემოს.

მომხმარებლის შეფასებები

 გამწვანების სრული მომსახურება სურათი
გამწვანების სრული მომსახურება
ლადო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

ყველაზე მეტად რაც მომეწონაა საქმისადმი სიყვარული რაც განსაზღვრავს მაღალ ხარისხსს,მადლობა თქვენს გუნდს ჩემი ეზოსს გალამაზებისთვის

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
ლელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-02-02 15:06:37

უმაღლესი მომსახურება. სრული რეკომენდაცია ამ გუნდს. ზუსტად ის შედეგი მივიღე რაც მსურდა.

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
ლალი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-31 16:20:13

ყველაზე კარგი მომსახურება, ხარისხი იდეალური, დათქმულ ვადაში შესრულებული სამუშაო.

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
გოგიტა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 20:26:27

პროფესიონალიზმის მაღალი დონე, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება. სრული რეკომენდაცია ჩემგან.

როგორ გავამწვანოთ ეზო - რჩევები პროფესიონალებისგან გარდენიას მოვლის, აგარაკის გამწვანების და დიზაინის შესახებ

ეზოს გამწვანება მოიცავს მწვანე საფარის მოწესრიგებას და გარე სივრცის ვიზუალურად გაუმჯობესებას სხვადასხვა ელემენტებით. ეს არამარტო ალამაზებს ეზოს, პარკებს ან სხვა სივრცეს, არამედ დადებით გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე, ჰაერის სიჯანსაღეზე და ადამიანის კეთილდღეობაზე. ეს პროცესი ასევე, მოიცავს გარდენიას მოვლას, აგარაკის გამწვანებასა და დიზაინის შექმნას. 

როგორ ხდება ეზოს გარდენიას მოვლა?

ეზოს გარდენიას მოვლა აერთიანებს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა: ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცენარეების ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს ვიზუალურად ლამაზი გარემოს შენარჩუნებას.

როგორ ხდება აგარაკის ეზოს გამწვანება?

 აგარაკის ეზოს გამწვანება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მცენარეების სწორად შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, დიზაინის შექმნას და რეგულარულ მოვლას. მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები შერჩეული იყოს ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რათა მოხდეს მისი სწორად და სწრაფად ზრდა. ეს მოიცავს, როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი და დეკორატიული მცენარეების დარგვას. ამის, გარდა, საჭიროა სწორად დამუშავდეს ნიადაგი. უნდა მოვაშოროთ მავნე ნივთიერებები, მცენარეები, სარეველა ბალახი და თუ საჭირო გახდა დავამატოთ სასუქი, რომელიც დაეხმარება მცენარეებს ზრდაში. 
   
როგორ ხდება ეზოს გამწვანება და დიზაინი ?

იმისთვის რომ გარე სივრცე იყოს უფრო ლამაზი, ჯანსაღი და ჰარმონიული არსებულ პირობებთან, ეზოს გამწვანება და დიზაინი გვეხმარება პროცესის ოპტიმიზაციაში. სწორად შერჩეული მწვანე საფარი, მცენარეები, დიზაინის განსაზღვრა გვეხმარება უფრო მიმზიდველი და სასურველი ეზოს შექმნაში. ეზოს დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარეების სწორად შერჩევა და განთავსება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. მაგალითად, მცენარე რომელიც კარგად ხარობს მზიან ადგილას, დავრგოთ ღია სივრცეში, ხოლო ჩრდილის მოყვარული მცენარე დახურულ სივრცეში. დიზაინის კუთხით, კარგია, როცა ეზო დაყოფილია სხვადასხვა ფუნქციურ ზონად, მაგალითად: მოსასვენებელი, საპიკნიკე, სათამაშო და სხვა ზონები. 

როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში ეზოს გამწვანებას ?

ზამთარში ტემპერატურის და გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად საჭიროა მეტი ყურადღება მივაქციოთ ეზოს და გარდენიას გამწვანებას. როგორც ადგილობრივ ისე აგარაკის ტერიტორიაზე. შევამოწმოთ სარწყავი სისტემა, რათა არ მოხდეს მცენარეების მორწყვა, რამაც შესაძლოა მათი გაყინვა გამოიწვიოს. თუ მცენარე ნაკლებად ყინვაგამძლეა შევფუთოთ შესაბამისი საშუალებით.  მიწა რომ არ გამოშრეს და მცენარეებისთვის ნიადაგი იყოს მაქსიმალურად ეფექტური, შეგვიძლია დამატებით სასუქების გამოყენება. 

რა თანხა სჭირდება ეზოს გამწვანებას ?

ეზოს გამწვანება და სხვა აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა რომ განვსაზღვროთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: ეზოს ფართი, დიზაინი, სამუშაოების სიმარტივე-სირთულე, მცენარეები, დეკორაციები და მასალები. საშუალოდ, ეს ხარჯი პატარა ფართის შემთხვევაში, 100 კვ.მ-მდე - 2000-3000 ლარია. ხოლო 500 კვ.მ-დე ფართის შემთხვევაში, ხარჯი დაახლოებით 5000-8000 ლარია. უნდა გავითვალისწინოთ , რომ სავსებით შესაძლებელია, ამას დაემატოს დამატებითი ხარჯები თუ ეზოს გამწვანების პროცესში სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა იქნება საჭირო, მაგალითად, ლანდშაფტის დიზაინერი, მებაღე, ფლორისტი, ეზოს განათების სპეციალისტი ან სხვა. თუმცა, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ბაზარზე არის განსხვავებული საშუალებებიც, რომელიც სავსებით შესაძლებელია მოერგოს მცირე ბიუჯეტს. 


 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ყველაზე მნივშნელოვანი ეზოს გამწვანებაში ?

ყველაზე მნიშვნელოვანი ეზოს გამწვანებაში, არის დიზაინის სწორად განსაზღვრა, შესაფერი მცენარეების შერჩევა, ნიადაგის მომზადება და მუდმივი მოვლა.

​რომელია იდეალური სეზონი აგარაკის ეზოს გასამწვანებლად?

აგარაკის ეზოს გასამწვანებლად იდეალური დროა გაზაფხული და შემოდგომის პერიოდი. გაზაფხულზე შედარებით მაღალი ტემპერატურაა და ნიადაგიც შესაბამისია მცენარეებისთვის, ხოლო შემოდგომაზე მცენარეების ზრდის პროცესი იწყება. 

​როგორი ეზოს გამწვანების დიზაინია უფრო ეფექტური ?

ეზოს გამწვანება და დიზაინი ეფექტურია, როცა გამოყენებულია ისეთი ელემენტები, რომელიც არის ბუნებრივი, მაგალითად წყლის ფანტანი. ასევე, დეკორატიული ქვით მოპირკეთებული ბილიკები და სხვა.

​როგორ უნდა დავიცვათ მცენარეები ზამთარში ?

ტემპერატურის მკვეთრ დაცემასთან ერთად, საჭიროა ზამთარში, მცენარეები შევფუთოთ შესაბამისი მასალით. ყურადღება მივაქციოთ სარწყავ სისტემას, რომ არ მოხდეს წყლის გაჟონვა და მცენარეების გაყინვა. 

​როგორ მოვუაროთ ეზოს გამწვანებას ზაფხულში ?

ზაფხულში, როცა მაღალი ტემპერატურაა აუცილებელია მცენარეების მორწყვა რეგულარულად. გარდა ამისა, მუდმივად უნდა მოვახდინოთ მავნებლების და მწერების კონტროლი, რომ არ მოხდეს მწვანე ნარგავების დაზიანება.