ეზოს გალამაზება

ეზოს გალამაზება იმ პროცესების ერთობლიობაა, რომელიც მიზნად ისახავს ეზოს ტერიტორიის ვიზუალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დიზაინის დახვეწას და უფრო კომფორტული გარემოს შექმნას. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა ელემენტები, რომელთა საშუალებითაც მიიღება სრულყოფილი გარე სივრცე. ეზოს გალამაზება მოიცავს: ბაღის გაშენებას, დეკორატიული ფიგურების დამატებას, ლანდშაფტის დიზაინს, მწვანე ნარგავების გაშენებას, გარე ავეჯის დამატებას, და სხვ ელემენტებს. ეზოს გალამაზება არ მოიცავს მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებებს, ეს პროცესი ასევე, მიზნად ისახავს ფუნქციურად დატვირთული, მშვიდი, მყუდრო და სასურველი გარემოს შექმნას, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს საჭიროებებს. 
პრო
მებაღის მომსახურება
მებაღის მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

1. ✅ ეზოსა და აგარაკების გაზონის კრეჭა, მოთიბვა, დასუფთავება სრულად; 2.✅ ხეების ამოღება, ტრანსპორტირება, გადარგვა; 3.✅ ხეხილისა და დეკორატიული ხეების დარგვა, გასხვლა, კორექტირება, ნასხლავის დამულჩვა ( დაქუცმაცება); 4.✅ ხეების მოჭრა (საჭიროებსას სპეც ტექნიკის დახმარებით); 5.✅ ბალახის დათესვა დაგება სარწყავი სისტემის მოწყობა; 6.✅ მცენარეების შეწამვლა მავნებლებზე და განოყიერება შეტანა სასუქების, ტყის მიწა, ნაკელის; 7.✅ ვასუფთავებთ სამშენებლო ტერიტორიას ზედმეტი ეკალ ბარდებისაგან და მცენარეებისგან სრულად; 8.✅ ვატარებთ ხეების გამაგრებით სამუშაოებს; 9.✅ ვაკეთებთ კვების ობიექტების, სავაჭრო ობიექტების გარე (სატროტუარე) მწვანე სივრცის მოწყობა / იზოლირებას; ვართ ხარისხზე და სამუშაოების დროზე დამთავრებაზე ორიენტირებული ჯგუფი.

გამწვანება მებაღე გაზონის დაგება ეზოს დალაგება ეზოს გათიბვა ფლორისტი ეზოს მოპირკეთება ეზოს გალამაზება
ტელეფონი
პრო
 გამწვანების სრული მომსახურება
გამწვანების სრული მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

1. ბალახის დათესვა ,რულონის დაგება არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული; 2. სარწყავი სისტემის მონტაჟი როგორც მექანიკური, ისე ავტომატიზირებული, რათა თქვენი ეზო იყოს მუდმივად ნათელ ფერებში; 3. დეკორაცია ,დიზაინის შემოთავაზება ,მწვანე მცენარეების უსაზღვრო არჩევანი; 4. ხის გასხვლა ,შეწამვლა, სასუქის შეტანა; 5. მუდმივი მოვლა, რაც აგარიდებთ ყოველთვიურ უაზრო ხარჯებს ბაღთან დაკავშირებით; 6. ჩვენი ჯგუფი, ასევე, გთავაზობთ ეზოების გასუთავებას სარეველა ბალახებისაგან და დალაგებას. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე

გამწვანება მებაღე გაზონის დაგება ეზოს დალაგება ეზოს გათიბვა ფლორისტი ეზოს გალამაზება
ტელეფონი

ლამაზი ეზო

ლამაზი ეზო, ეს არ არის  მხოლოდ მცენარეების ერთობლიობა, ან მხოლოდ დეკორატიული ფიგურებით დატვირთული ტერიტორია. ლამაზი ეზო ყოველთვის გამოხატავს პიროვნების სურვილებს, სტილს და მუდმივად იქცევს ყურადღებას. იქმნება კარგად  დაგეგმილი დიზაინის მიხედვით, სადაც თითოეული კუთხე ათვისებულია და ერგება მოთხოვნებს. იმისთვის რომ გარემო იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, იყენებენ სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ მცენარეებს და განსხვავებულ გარე ელემენტებს, როგორიცაა: შესაბამისი დიზაინის გარე ავეჯი, განსხვავებული მოპირკეთება, ბილიკები, წყლის შადრევანი და/ან სხვ. ლამაზი ეზოს შექმნა მოითხოვს დიდ შრომას  და დროს. გარდა ამისა, საჭიროებს მუდმივ მოვლას იმისთვის რომ ეს სილამაზე არ დაიკარგოს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს. 

მომხმარებლის შეფასებები

 გამწვანების სრული მომსახურება სურათი
გამწვანების სრული მომსახურება
ლადო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ყველაზე მეტად რაც მომეწონაა საქმისადმი სიყვარული რაც განსაზღვრავს მაღალ ხარისხსს,მადლობა თქვენს გუნდს ჩემი ეზოსს გალამაზებისთვის

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
ლელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-02-02 15:06:37

უმაღლესი მომსახურება. სრული რეკომენდაცია ამ გუნდს. ზუსტად ის შედეგი მივიღე რაც მსურდა.

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
ლალი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-31 16:20:13

ყველაზე კარგი მომსახურება, ხარისხი იდეალური, დათქმულ ვადაში შესრულებული სამუშაო.

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
გოგიტა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 20:26:27

პროფესიონალიზმის მაღალი დონე, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება. სრული რეკომენდაცია ჩემგან.

როგორ გავალამაზოთ ეზო, რჩევები პროფესიონალებისგან

ეზოს გალამაზება ერთ-ერთი შრომატევადი, სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესია, რომლის საშუალებითაც იქმნება განსხვავებული და მყუდრო სივრცე. ეზოს გალამაზება მოიცავს ვიზუალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დიზაინის დახვეწას და უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.  

როგორია ლამაზი ეზო ?

ლამაზი ეზო ყოველთვის გამოხატავს პიროვნების სურვილებს, სტილს და მუდმივად იქცევს ყურადღებას. ის აერთიანებს ინდივიდუალურ სტილს და განსხვავებულ სურვილებს. ეს არ არის  მხოლოდ მცენარეების ერთობლიობა, ან მხოლოდ დეკორატიული ფიგურებით დატვირთული ტერიტორია, არამედ კარგად დაგეგმილი გარემო, სადაც, ისერთი ელემენტები, როგორიცაა: ბაღი, გარე ავეჯი, წყლის ელემენტები და დეკორატიული ფიგურები, ერთად ქმნის ჰარმონიულ ატმოსფეროს. იმისთვის რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ეზოს სილამაზე, აუცილებელია იყოს მუდმივად გამწვანებული, მოწესრიგებული და კარგად მოვლილი. 

როგორ გავალამაზოთ ეზო ?

თითოეული ეზოს გალამაზება ინდვიდუალური პროცესია. თუმცა, იმისთვის თუ როგორ გავალამაზოთ ეზო, საჭიროა გავითვალისწინოთ ძირითადი პრინციპები. 
  1. დიზაინის კარგად დაგეგმვა- ეს მოიცავს სივრცის სწორად დაგეგმვას. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეზოს ზომა და ფორმა. – ეზოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ზონად, სადაც თითოეული ზონა შეესაბამება განსხვავებულ მოთხოვნებს, მაგალითად, დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილი, ბაღი ან თამაშის ზონა. ასეთი, სხვადასხვა ზონების შექმნა საშუალებას მოგცემთ, რომ მაქსიმალურად აითვისოთ ტერიტორია. 
  2. მცენარეების სწორად შერჩევა- მნიშვნელოვანია, რომ ეზოში გაშენებული მცენარეები იყოს მორგებული ადგილობრივ კლიმატს და პირობებს. ამასთან, უმჯობესია შეარჩიოთ, ისეთი მცენარეები, რომლებიც მარტივად მოსავლელია ან სეზონურ ცვლილებებს კარგად ეგუება. მებაღე და ფლორისტი მწვანე საფარის სწორად შერჩევაში 
  3. გარე ავეჯი -გარე ავეჯი, როგორიცაა სკამები, მაგიდები და სხვა ზონის შესაბამისი ინვენტარი უნდა შეარჩიოთ დიზაინის მიხედვით, რათა ის ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.
  4. დეკორატიული ფიგურები და განათება- დეკორატიული ფიგურები, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ეზოს დიზაინში, უმეტესად გვხვდება, მცირე ზომის ქანდაკებები, ან ბუნებრივი ფორმის ნატურალური ელემენტები ხის სკულპტურები. ეს ვიზუალურად უფრო ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს ეზოს. რაც შეეხება, განათებას, ესეც მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ის არა მხოლოდ ქმნის მყუდრო გარემოს, არამედ სივრცის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა ღამის საათებშიც.
რატომ არის ეზოს გალამაზება მნიშვნელოვანი?

ეზოს გალამაზება მნიშნელოვანია, რადგან, კარგად მოწყობილი ეზოს ტერიტორია ქმნის მყუდრო და დამამშვიდებელ სივრცეს. გარდა სიმყუდროვისა, ეს საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებმა დაისვენონ, განიტვირთონ, ან სახალისოდ აგაატარონ დრო. გარდა ამისა, ლამაზად მოწყობილი ეზო უფრო მეტად ზრდის ქონების ღირებულებას, რაც ასევე მომგებიანია.
დამატებითი რჩევები ეზოს გალამაზების პროცესში მცენარეული საფარის მოსავლელად აუცილებელია სწორად მოხდეს სარწყავი და სადრენაჟო სისტემების გაყვანა, გარდა იმისა, რომ ეს შეამცირებს წყლის დანახარჯს, ასევე მცენარეებს მიაწვდის საჭირო რაოდენობის წყალს. ეზოს გალამაზების პროცესში მნიშვნელოვანია მოხდეს გაზონის სწორად დაგება და ამავდროულად, პერიოდულად ეზოს გათიბვა. წელიწადის დროების ცვლილების მიხედვით, აუცილებელია შესაბამისად მოხდეს მცენარეების მოვლა. ასევე გარე სივრცის ინვენტარის მოწესრიგება, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯები.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა შეარჩიო ეზოს შესაფერისი მცენარე ?

პირველ რიგში, შეარჩიეთ ისეთი მცენარე, რომელიც ადგილობრივ კლიმატს და გარემოს მაქსიმალურად მარტივად ეგუება. ამასთანავე, შეარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომელსაც მარტივად მოუვლით. გაითვალისწინეთ, თუ განსხვავებული დიზაინის  მცენარეების შეძენას გადაწყვეტთ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. 

როგორ უნდა შეარჩიოთ ეზოს შესაფერისი გარე ავეჯი ?

გარე ავეჯის შერჩევა უნდა მოხდეს დიზაინის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, თუ რომელ სივრცეს აწყობთ ავეჯით. ძირითადი ავეჯით ეზოს მოწყობა, როგორიცაა: სკამები, მაგიდები, სავარძლები, და სხვ. გარემოს უფრო მყუდროს და ფუნქციურს ხდის. გაითვალისწინეთ, გარე ავეჯი უმჯობესია, იყოს ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელსაც მარტივად არ აზიანებს წვიმა ან თოვლი. 

​როგორ უნდა შენარჩუნდეს ლამაზი ეზო მუდმივად ?

იმისთვის რომ, ლამაზი ეზო სეზონის ცვლილების მიუხედავად მუდმივად იყოს შენარჩუნებული, საჭიროა სწორად მოხდეს მისი მოვლა. მცენარეები დამუშავდეს სეზონის შესაბამისად სპეციალური საშუალებებით, გაზონის გაკრეჭა სეზონის ცვლილებასთან ერთად დაგეხმარებათ მუდმივად შეინარჩუნოთ სასურველი ფორმა. ამ და სხვა ეზოს სამუშაოების შესასრულებლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მებაღის მომსახურებით, რაც თქვენს საქმეს კიდევ უფრო გაამარტივებს. 

როგორ უნდა მოხდეს პატარა ეზოს მოწყობა სწორად ?

ეზოს ტერიტორია მნიშვნელოვანი ფაქტორია დიზაინის ნაწილში. იმისთვის, რომ არ მოხდეს პატარა ტერიტორიის გადატვირთვა, უმჯობესია გამოყენებული იყოს მარტივი მექანიზმებით დამზადებული, ფუნქციური ავეჯი. ასევე, სხვადასხვა ზომის და ფორმის ბილიკების გამოყენება, შესაბამისი დეკორატიული ელემენტებით პატარა სივრცეს ვიზუალურად უფრო მიმზიდველს და დიდს ხდის. 

როგორ უნდა მოვიძიო ეზოს მოსაწყობად საჭირო სპეციალისტები ?

ეზოს მოსაწყობად საჭირო სპეციალისტების მოძიება დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მარტივად შეიძლება ინტერნეტის დახმარებით შეძლო. გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი, დრო, მოთხოვნები, და ეწვიოთ პლატფორმას, servisebi.ge , შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი. დამატებითი დეტალების გასაგებად შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია. ასევე დაეყრდნოთ მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.