ეზოს გათიბვა

ეზოს გათიბვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია ბაღის და ეზოს სილამაზის შესანარჩუნებლად. ეზოს გათიბვა პერიოდულად ხელს უწყობს ბალახის ზრდას, ამცირებს სარეველა ბალახის ზრდის პროცესს და აჯანსაღებს გარემოს. აუცილებელია, ზაფხულის ცხელ დღეებში ან მის დადგომამდე ეზოს გათიბვა, რათა არ მოხდეს ქვეწარმავლების დაბუდება. გათიბვა ხელს უწყობს ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას, რადგან ამ დროს ნიადაგი უფრო მეტად იღებს ჟანგბადს, ეს კი მცენარეების ზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. გარდა იმისა, რომ მოწესრიგებული ეზო მიმზიდველია, ასევე, გიქმნით გამწვანებულ, ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეს. 
პრო  გამწვანების სრული მომსახურება
გამწვანების სრული მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

1. ბალახის დათესვა ,რულონის დაგება არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული; 2. სარწყავი სისტემის მონტაჟი როგორც მექანიკური, ისე ავტომატიზირებული, რათა თქვენი ეზო იყოს მუდმივად ნათელ ფერებში; 3. დეკორაცია ,დიზაინის შემოთავაზება ,მწვანე მცენარეების უსაზღვრო არჩევანი; 4. ხის გასხვლა ,შეწამვლა, სასუქის შეტანა; 5. მუდმივი მოვლა, რაც აგარიდებთ ყოველთვიურ უაზრო ხარჯებს ბაღთან დაკავშირებით; 6. ჩვენი ჯგუფი, ასევე, გთავაზობთ ეზოების გასუთავებას სარეველა ბალახებისაგან და დალაგებას. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე

გამწვანება მებაღე გაზონის დაგება ეზოს დალაგება ეზოს გათიბვა ფლორისტი ეზოს გალამაზება
ტელეფონი
პრო მებაღის მომსახურება
მებაღის მომსახურება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

1.✅ ეზოს და აგარაკების მოთიბვა დასუფთავება სრულად 2.✅ ხეების ამოღება ტრანსპორტირება გადარგვა 3.✅ ხეხილის და დეკორატიული ხეების დარგვა გასხვლა კორექტირება 4.✅ ხეების მოჭრა (საჭიროებსას სპეც ტექნიკის დახმარებით) 5.✅ ბალახის დათესვა დაგება სარწყავი სისტემის მოწყობა 6.✅ მცენარეების შეწამვლა მავნებლებზე და განოყიერება შეტანა სასუქების, ტყის მიწა, ნაკელის . 7.✅ ვასუფთავებთ სამშენებლო ტერიტორიას ზედმეტი ეკალ ბარდებისაგან მცენარეებისგან სრულად. 8.✅ ვატარებთ ხეების გამაგრებით სამუშაოებს. 9.✅ ვაკეთებთ კვების ობიექტების სავაჭრო ობიექტების გარე (სატროტუარე) მწვანე სივრცის მოწყობა იზოლირებას. ვართ ხარისხზე და სამუშაოების დროზე დამთავრებაზე ორიენტირებული ჯგუფი.

გამწვანება მებაღე გაზონის დაგება ეზოს დალაგება ეზოს გათიბვა ფლორისტი ეზოს გალამაზება
ტელეფონი

ბალახის გათიბვა

ბალახის გათიბვა და გაზონის გაკრეჭა ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია ეზოს მოვლის პროცესში. გარდა იმისა, რომ ბალახის გათიბვა ქმნის ლამაზ გარემოს, ხელს უწყობს მცენარეების ზრდა-განვითარებას. გათიბვის პროცესი უნარჩუნებს ნიადაგს მუდმივ ტენიანობას და იცავს მას სარეველების და მავნებლების გაჩენისგან. სხვადასხვა სეზონზე ბალახის გაკრეჭა ხდება შესაბამისი დროის მიხედვით. ზაფხულის ცხელ დღეებში ბალახის გაკრეჭა სასურველია, ყოველ ერთ კვირაში, ან მაქსიმუმ ათ დღეში. გაზაფხულზე ან სხვა სეზონზე გაკრეჭის სიხშირე მცირდება. ბალახის რეგულარულად გაკრეჭა ხელს უწყობს ჯანსაღი ბალახის ზრდას, ხოლო არარეგულარული მოვლის პირობებში დაგებული ბუნებრივი გაზონი სუსტდება და აღარ ხდება მისი ნორმალურად განვითარება. 

მომხმარებლის შეფასებები

 გამწვანების სრული მომსახურება სურათი
გამწვანების სრული მომსახურება
ლადო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

ყველაზე მეტად რაც მომეწონაა საქმისადმი სიყვარული რაც განსაზღვრავს მაღალ ხარისხსს,მადლობა თქვენს გუნდს ჩემი ეზოსს გალამაზებისთვის

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
ლელა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-02-02 15:06:37

უმაღლესი მომსახურება. სრული რეკომენდაცია ამ გუნდს. ზუსტად ის შედეგი მივიღე რაც მსურდა.

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
ლალი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-31 16:20:13

ყველაზე კარგი მომსახურება, ხარისხი იდეალური, დათქმულ ვადაში შესრულებული სამუშაო.

მებაღის მომსახურება სურათი
მებაღის მომსახურება
გოგიტა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-03 20:26:27

პროფესიონალიზმის მაღალი დონე, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება. სრული რეკომენდაცია ჩემგან.

რატომ არის ეზოს გათიბვა, მოვლა და გაზონის გაკრეჭა აუცილებელი

ეზოს გათიბვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია ბაღის და ეზოს სილამაზის შესანარჩუნებლად. გათიბვის პროცესი უნარჩუნებს ნიადაგს მუდმივ ტენიანობას და იცავს მას სარეველების და მავნებლების გაჩენისგან. გარდა ამისა ალამაზებს ეზოს. სხვადასხვა სეზონზე ბალახის გაკრეჭა ხდება შესაბამისი დროის მიხედვით.

კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად უნდა მოხდეს ეზოს მოვლა-დალაგება, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ეზოს მოვლა არა არის ერთჯერადი პროცესი. საჭიროა, ეზოს მოვლის სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდეს რეგულარულად და თანმიმდევრულად, რათა ეზომ შეინარჩუნოს სილამაზე და არ დაზიანდეს მწვანე საფარი.

რა განსხვავებაა ეზოს გათიბვას და გაზონის გაკრეჭას შორის ? 

ეზოს გათიბვა არის ზოგადი პროცესი, რომელიც მოიცავს არსებული მწვანე საფარის გათიბვას და შესაბამისად დამუშავებას. უმეტესად, ეზოს გათიბვის პროცესი უფრო ფართომასშტაბიანია, რადგან ის მთელი ეზოს ტერიტორიაზე ხორციელდება და ითვალისწინებს ასევე,  ტოტების და სარეველების მოშორებას. მაშინ, როცა გაზონის გაკრეჭა მხოლოდ ბალახის გაკრეჭას მოიცავს და ზრუნავს გაზონის სიჯანსაღეზე. 

სასურველია თუ არა გაზონის გათიბვის შემდეგ სასუქის გამოყენება ?

ზოაგდად სასუქის გამოყენება უნდა მოხდეს საჭიროების მიხედვით. რეკომენდებულია, გამოვიყენოთ ორგანული სასუქი, რომელიც არ დააზიანებს ნიადაგს. ბალახის გათიბვის შემდეგ სასუქის გამოყენება უზრუნველყოფს მის ნორმალურ ზრდას, ამდიდრებს ნიადაგს საჭირო მინერალებით, აჯანსაღებს გაზონს და ხელს უწყობს მცენარეების ზრდას. 

გაზონის დაგების შემდეგ, სხვადასხვა სეზონზე მის გასაკრეჭად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შემდეგი პირობა: ზამთარში, რადგან ბალახი აქტირუად არ იზრდება გაკრეჭა საჭირო არ არის. რაც შეეხება, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდს, გაზონის  გაკრეჭა უნდა მოხდეს ერთი კვირის ან ათი დღის შუალედით. შემოდგომაზე კი, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გათიბვის შემდეგ არ დაზიანდეს ბალახის ფესვები. ბალახის გათიბვის შემდგომ შეგიძლიათ სასუქის გამოყენება და პერიოდულად მორწყვა. თუ გჭირდება შესაბამისი სპეციალისტების მოძიება, შეგიძლიათ ეწვიოთ პლატფორმას, servisebi.ge  შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი. დამატებითი დეტალების გასაგებად შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია. ასევე, ნახოთ მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა გავთიბოთ ბალახი რეგულარულად ?

ბალახის გათიბვა რეგულარულად საჭიროა, რომ ბალახი გაიზარდოს სწორად, ნიადაგი იყოს მუდმივად ტენიანი, არ გამრავლდეს სარეველა და შეიქმნას ლამაზი სივრცე თქვენს ეზოში.

შეიძლება თუ არა წვიმის შემდგომ ბალახის გათიბვა ?

რადგან წვიმის შემდეგ ბალახი სველია და მის გაშრობას დრო სჭირდება, გათიბვა გაგიძნელდებათ. უმჯობესია, დაელოდოთ გაშრობას ან მზიან ამინდს. 

როდის უნდა მოვრწყათ გაზონი ?

გაზონის მორწყვა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. თუ დავუჯერებთ ფლორისტის რჩევებს, ცხელ ამინდში უმჯობესია, მოვრწყოთ დილით ან საღამოს, რომ მზის სხივებისა და მაღალი ტემპერატურის გამო არ მოხდეს ბალახის ფესვების დაზიანება.