გერმანული ენის შესწავლა

 გერმანული ენის შესწავლა გსურთ? ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ იპოვოთ საუკეთესო სპეციალისტები ყველაზე სწრაფად და მარტივად. სერვისებზე შეძლებთ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სასწავლო პროგრამა, პედაგოგი ან სასწავლო ცენტრი და დაიწყოთ სწავლა სწორედ იმ ფორმატში, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია.
 სწორად დაგეგმილი სწავლება საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მიაღწიოთ რეალურ შედეგს — ისწავლოთ თავისუფლად საუბარი, წაკითხვა და წერაც კი. გამოცდილი პედაგოგები პროგრამას აწყობენ თქვენი მიზნებისა და საჭიროებების მიხედვით, რათა პროგრესი მუდმივად თვალსაჩინო იყოს.
გერმანული ენა არა მხოლოდ ევროპაში სწავლისა და მუშაობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, არამედ კარიერულ წინსვლასა და პირად განვითარებასაც უწყობს ხელს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ონლაინ, ისე საკლასო გარემოში ჩატარებული გაკვეთილები და ისწავლოთ მოქნილი გრაფიკით, მშვიდ გარემოში.
პრო
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

გამარჯობა! მე ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ბავშვებთან მუშაობას უდიდესი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უდგება გერმანული ენა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია — მაქვს C1 დონის სერტიფიკატი (Goethe-Zertifikat C1), ასევე TOEFL-ის სერთიფიკატიც, რაც მეხმარება უცხოენოვანი სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში. გარდა ამისა, მონაწილეობა მაქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო და ენათმეცნიერების კონფერენციებში გერმანიაში, სადაც გამიწიეს მაღალი შეფასება კომუნიკაციისა და აკადემიური გერმანულის ცოდნისთვის. უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ ბავშვებთან — ვასწავლი, როგორც საწყისიდან, ასევე სხვადასხვა დონეზე მყოფ ბავშვებსაც. ჩემს გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ ენის წესებს, არამედ ინტერესდებიან გერმანული კულტურითაც — სიმღერებით, თამაშებითა და ინტეგრაციული სავარჯიშოებით. ჩემთვის მთავარი შედეგია — თითოეული ბავშვის პროგრესი, მოტივაცია და თავდაჯერებულობა. მაქვს დაწყებითი, საშუალო და მოსამზადებელი კურსები (სკოლისთვის, გამოცდებისთვის ან უცხოეთში სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტებისთვისაც). ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა — მათთან ურთიერთობა მაძლევს უდიდეს ენერგიას და ინსპირაციას. ხშირად მიწევს გერმანიაში ყოფნა (კონფერენციები და სემინარები), ამიტომ თუ ზარს ვერ ვუპასუხებ — აუცილებლად მომწერეთ WhatsApp-ზე. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა აითვისოს გერმანული მარტივად, საინტერესოდ და საფუძვლიანად— მაშინ თქვენ ნამდვილად სწორ ადგილას ხართ!

გერმანული ენა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
ტელეფონი
პრო
გერმანული ენის ონლაინ კურსები
გერმანული ენის ონლაინ კურსები

გსურს გერმანულის სწავლა ნებისმიერი მიზნისთვის? ჩვენთან შეისწავლი გერმანულს A1–C2 დონეზე, სურვილისამებრ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ გაკვეთილებზე. ?‍? ვისთვისაა კურსები განკუთვნილი? - სკოლის მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის - სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა ან მუშაობა გერმანიაში - ექიმებისთვის და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, ვისაც გერმანიაში დასაქმება სურს ? ჩვენი უპირატესობები: - ინტერაქტიული გაკვეთილები - მსმენელზე მორგებული მეთოდები და სახელმძღვანელოები - ოფიციალური გამოცდებისთვის მომზადება: Goethe, Telc, ÖSD

გერმანული ენა გერმანული ენის კურსები
ტელეფონი
მომზადება გერმანულ ენაში
მომზადება გერმანულ ენაში
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გამარჯობა, ვარ გერმანისტი პედაგოგი და მთარგმნელი. მოსწავლეებს ვამზადებ 18 წელზე მეტია, დამთავრებული მაქვს გერმანისტიკა, გოეთე C2 და შტუტგარტში ფსიქოლოგიის კურსები, თუ რამით დაგეხმარებით, გამიხარდება. ვამზადებ, როგორც სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე აბიტურიენტებს, სტუდენტებს, გოეთეს, Ösd გამოცდებისთვის. ვცხოვრობ ქერჩის ქუჩის დასაწყისში, სარაჯიშვილის და ახმეტელის მეტროსთან ახლოს. თუმცა, ვამზადებ ონლაინ რეჟიმშიც. რაც შეეხება ფასს, ინდივიდუალურად მომზადება ღირს 200 ლარი 8 გაკვეთილი. მყავს ასევე ჯგუფებიც.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
მოვამზადება გერმანულ ენაში
მოვამზადება გერმანულ ენაში

მოგესალმებით, ვარ გერმანული ენის პედაგოგი, უმაღლესი განათლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით. შევასწავლი ენას ყველა საფეხურზე (A1.1- C1.2) ონლაინ რეჟიმში, პროგრამა და გრაფიკი შერჩეული. გაკვეთილები მიმდინარეობს ყველა უნარ-ჩვევების გავარჯიშებითა და ინოვაციური მეთოდებით. მსურველები დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ

გერმანულის სწავლა

 გერმანულის სწავლა ბევრისთვის იწყება უბრალო ინტერესით, მაგრამ დროთა განმავლობაში გადაიქცევა მნიშვნელოვან ნაბიჯად პროფესიული და პირადი განვითარების ხელშესაწყობისთვის. ის გაძლევთ საშუალებას გააღოთ ახალი კარი — იქნება ეს სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, სამუშაო უცხოეთში, მოგზაურობა თუ საერთაშორისო მეგობრების შეძენა.
 სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მეთოდს. როდესაც მასწავლებელი პროგრამას თქვენს ინტერესებსა და მიზნებზე მორგებულად აწყობს, შედეგი უფრო სწრაფად და თვალსაჩინოდ მოდის. შეგიძლიათ აირჩიოთ სწავლების თანამედროვე მეთოდები, ინტენსიური გაკვეთილები, მშვიდი ტემპით სწავლა ან კომბინაცია, სადაც ონლაინ და საკლასო შეხვედრები ერთმანეთს ავსებს.
 გერმანულის სწავლა ამ გზით აღარ არის მხოლოდ გრამატიკისა და სიტყვების დამახსოვრება — ის იქცევა პრაქტიკულ გამოცდილებად, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას ამდიდრებს და ახალ შესაძლებლობებს გიხსნით.
გერმანულში მომზადება-ონლაინ
გერმანულში მომზადება-ონლაინ

ვამზადებ გერმანულში, ონლაინ, ინდივიდუალურად, B2 დონის ჩათვლით. დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი გერმანულენოვანი კონცენტრაციით. საზღვარგარეთ გავლილი მაქვს თანამედროვე სწავლების მეთოდების არაერთი ტრენინგი და მაქვს გამოცდილება როგორც სკოლაში, ისე ონლაინ მუშაობის. ვარ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გერმანიის 1-1 წამყვან უნივერსიტეტში და ასევე ვმუშაობ არაფორმალური განათლების მხრივ. საჭირო მასალას თავად მოგაწვდით ელექტრონულად. მოლაპარაკების შემთხვევაში შემიძლია გერმანულის ინგლისურად სწავლებაც.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანულში მომზადება ხარისხიანად
გერმანულში მომზადება ხარისხიანად

შეგასწავლით გერმანულ ენას ხარისხიანად. ვამზადებ, როგორც სკოლის მოსწავლეებს მაღალი კლასებიდან (14 წლიდან ზევით), ასევე აბიტურიენტებსა და გერმანიაში სწავლისა და მუშაობის მსურველებს. მოგამზადებთ გოეთეს ინსტიტუტის გამოცდებისთვის. ვარ გერმანული ენის მაგისტრი და კვალიფიციური პედაგოგი. სწავლა მიმდინარეობს ძირითადად ონლაინით, ინდივიდუალურად, ასევე ვიღებ მოსწავლეებს ბინაზეც, მე თვითონ არ დავდივარ მოწაფეებთან. დაინტერესებული და ნამდვილად მონდომებული მსურველები დამიკავშირდით ნომერზე.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში. ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას. გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში. მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი - 300 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფებში.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

მოვამზადებ გერმანულ ენაში დისტანციურად ნებისმიერ მსურველს (სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, გერმანიაში წასვლის მსურველებს, გოეთეში ჩაბარების მსურველებს). სწავლა მიმდინარეობს ინდივიდუალურად სახელმძღანოებით. მაქვს უამრავი ტესტი და სავარჯიშო, რომლებსაც ეტაპობრივად მოგაწვდით, ასევე მაქვს სწრაფი კურსიც. დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

video icon სერტიფიკატი
გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
მომზადება გერმანულ ენაში
მომზადება გერმანულ ენაში

✓ მოვამზადებ გერმანულ ენაში A1-A2-B1-B2-C1 დონეზე მომზადების ქართულენოვან და ინგლისურენოვან ნებისმიერ მსურველს; ✓ სასერტიფიკატო გამოცდებისთვის: გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი (Goethe Zertifikat), ÖSD (Das Österreichische Sprachdiplom), TLC (Telc). ✓ მოკლედ ჩემს შესახებ: • განათლებით ვარ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, (გერმანისტი); • ვფლობ გოეთეს ინსტიტუტის ენის სერთიფიკატს; •აღნიშნულ სფეროში მაქვს, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება. • ვცხოვრობდი გერმანიაში. • მაქვს გერმანელებთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად ენის პრაქტიკა. ~ ვივარჯიშებთ ენის შესწავლის ოთხ ძირითად ასპექტში: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. ~ ყოველთვის ვგეგმავ გაკვეთილებს კონკრეტული სტუდენტის მიხედვით. ჩვენი ფოკუსირება დიდწილად იქნება დამოკიდებული სტუდენტის საჭიროებებსა და მიზნებზე, რომელსაც დასაწყისში დავსახავთ მასთან ერთად. • ორიენტირებული ვარ პროფესიულ თვითგანვითარებაზე, პროდუქტიულ მუშაობაზე, ხარისხსა და შედეგზე. ✓ ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილები ზუმის საშუალებით (ერთ სტუდენტი)- ხანგრძლივობა: 60 წთ. რაოდენობა: 8 გაკვეთილი ღირებულება: 200 ლარი ✓ პირველი, (საცდელი) 30 წუთიანი გაკვეთილის ღირებულება სიმბოლურად 10 ლარი. ✓ შესაძლებელია შეხვედრითი სახის გაკვეთილებიც

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანულის შესწავლა
გერმანულის შესწავლა

ისწავლეთ გერმანული. ინდივიდუალური გაკვეთილები ონლაინ. - გავდივართ საუკეთესო ინტენსიური კურსით! - სწავლის საფასურია: კვირაში 2 გაკვეთილი 100 ლარი თვეში. კვირაში 3 გაკვეთილი 130ლარი თვეში. კვირაში 4 გაკვეთილი 150 ლარი თვეში. კვირაში 5 გაკვეთილი 160 ლარი თვეში. კვირაში 6 გაკვეთილი 170 ლარი თვეში. კვირაში 7 გაკვეთილი 190 ლარი თვეში. - ყველა გაკვეთილი იწერება, დავალებები სწორდება და გეგზავნებათ. - ყველა მასალას გიგზავნით მე, ქართულად დამუშავებულს თითოეული გაკვეთილის წინ ასევე წიგნის PDF-ს. - ყოველი თვის ბოლოს კი ტარდება ტესტირებები. - სწავლის გადასახადი ირიცხება წინასწარ. - გაკვეთილები ჩატარდება თქვენთვის სასურველ დროს და დღეს. - ნებისმიერი ასაკთათვის. - ხარისხიანი განათლება, წარმატებული მომავლისთვის.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
მოვამზადებ გერმანულ ენაში
მოვამზადებ გერმანულ ენაში

ვარ გერმანული ენის ლექტორი დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ვამზადებ გერმანულ ენაში აბიტურიენტებს, გოეთეს ინსტიტუტში სერტიფიკატზე გამსვლელებს ყველა დონისათვის Grundstufe-A1-A2, Mittelstufe B1-B2, Oberstufe C1- C2 ჩაბარების გარანტიით. გერმანიაში Au-Pair პროგრამით წასვლის მსურველებს, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, ექიმებს, სამედიცინო განათლების მქონე პირებს, Test-DaF-ის გამოცდებისათვის. მაგისტრანტებს, სკოლის მოსწავლეებს, DSD გამოცდებისთვის, თანამედროვე სასწავლო ლიტერატურით და აუდიო დისკების საშუალებით. შესაძლებელია დისტანციურადაც, ფასი შეთანხმებით.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის მასწავლებელი (ასევე ონლაინ)
გერმანული ენის მასწავლებელი (ასევე ონლაინ)

მოვამზადებ მსურველებს ( როგორც ქართულენოვან ასევე რუსულენოვან მსურველებს) გერმანულ ენაში A1 - დან B2 დონის ჩათვლით, ვარ პროფესიით გერმანული ენის ფილოლოგი ( თსუ - ს ბაკალავრი), რის შემდეგაც გავაგრძელე სწავლა მოსკოვში ( მაგისტრატურა). უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაში). გთავაზობთ გაკვეთილებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (2/3/4 მოსწავლე) ონლაინ. ინდივიდუალურის ფასი 170 ლარი.

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ
გერმანული ენის შესწავლა
გერმანული ენის შესწავლა

Hallo! შევასწავლი გერმანულ ენას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს A1-დან C1 დონის ჩათვლით. ცოტა რამ ჩემს შესახებ: გერმანულთან შეხება მაქვს 17 წელია. ვარ გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამის სტიპენდიატი, რომლის საფუძველზეც ვმუშაობდი გერმანიის პარლამენტში, ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და პარალელურად ვსწავლობდი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. აღებული მაქვს DSDII-ის C1 დონის სერთიფიკატი. ბერლინში გავლილი მაქვს ენის კურსი, სადაც ასევე ავიღე C1 დონის სერთიფიკატი. DAAD დაფინანსებით ვსწავლობდი მიუნსტერის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც გავიარე იურიდიული გერმანულის კურსი და უმაღლესი შეფასებით მივიღე დიპლომი. როგორია ჩემი გაკვეთილები? გაკვეთილები მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. გაკვეთილზე დრო ეთმობა ოთხივე კომპონენტის განვითარებას. გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, რომელიც დონის მიღწევაში გვეხმარება, აქტიურად გამოიყენება დამატებითი მასალები: სტატიები, წიგნები, ვიდეოები, ფილმები, რომლებიც თქვენი ინტერესების შესაბამისად, ინდივიდუალურად შეირჩევა. გაკვეთილები ტარდება ონლაინ. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დამიკავშირდით ნომერზე, ვოთსაპის მეშვეობით ან შემდეგ მეილზე: learngerman.nino@gmail.com

გერმანული ენა გერმანულის მასწავლებელი გერმანული ენის რეპეტიტორი გერმანულ ენაში მომზადება გერმანულის შესწავლა გერმანული ენის კურსები ვისწავლოთ გერმანული გერმანული ენის მასწავლებელი გერმანული ენის შესწავლა ონლაინ

მომხმარებლის შეფასებები

მომზადება გერმანულ ენაში სურათი
მომზადება გერმანულ ენაში
იმედა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-24 19:31:40

ვფიქრობ განათლება საკმარისია ქალბატონ ნანას დახასიათებაში

გერმანული ენის შესწავლა სურათი
გერმანული ენის შესწავლა
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2022-04-16 18:16:39

საუკეთესო სწავლის მეთოდრბი, ძალიან კმაყოფილი ვარ მისი გაკვეთილებით

რატომ გერმანული?

 გერმანული ენა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ენაა, რომელსაც როგორც ისტორია, ისე თანამედროვეობა განსაკუთრებულ როლს ანიჭებს. საუკუნეების განმავლობაში ის იქცა არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ მეცნიერების, კულტურისა და განათლების ენად. გოეთე, კანტი, ნიცშე, ბეთჰოვენი – მათი ნაწარმოებები და იდეები ბევრად უფრო ღრმად გაიაზრება, როცა ენას თავად ფლობ. სწორედ ამიტომაც ამბობენ ხშირად: „Sprache öffnet Türen“ – „ენა კარს აღებს“.

 ევროპაში 100 მილიონამდე ადამიანი გერმანულს მშობლიურ ენად ფლობს. ოფიციალური სტატუსი მას აქვს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და ლუქსემბურგში, თუმცა მისი გამოყენება გაცილებით ფართოა. ევროკავშირის ინსტიტუციებში გერმანული ინგლისურ და ფრანგულ ენასთან ერთად სამუშაო ენათა სამეულში შედის, რაც მის მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბიზნესში კიდევ უფრო ზრდის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ხშირად ჩნდება კითხვა: „როგორ ვისწავლოთ გერმანული ისე, რომ სწავლისა და კარიერის მიზნებს მაქსიმალურად მოვარგოთ?“

 სწავლების ფორმებიც მუდმივად ფართოვდება. დღეს უკვე ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური გაკვეთილები, ისე ინდივიდუალური შეხვედრები, ინტენსიური კურსები ან გრძელვადიანი პროგრამები. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს: ჯგუფური სწავლა ქმნის მოტივაციას და ჯანსაღ კონკურენციას, ინდივიდუალური კი საშუალებას გაძლევთ მასწავლებელი მხოლოდ თქვენს ტემპსა და საჭიროებებს მოარგოთ. ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა გერმანული ენის შესწავლა ონლაინ – მოქნილი გრაფიკი, ინტერნეტ გაკვეთილები და ინტერაქტიული სავარჯიშოები საშუალებას აძლევს ყველას, შეისწავლოს ენა იქიდან, საიდანაც მათთვის მოსახერხებელია.

 გერმანული ენის შესწავლა არ არის აუცილებელი მხოლოდ აკადემიური და პროფესიული მიზნებისთვის. ძალიან ხშირად ეს პრაქტიკული საჭიროება ხდება მათთვისაც, ვინც გერმანიაში ტურისტულ მოგზაურობას გეგმავს. რამდენიმე საბაზისო ფრაზის ცოდნა საკმარისია, რომ სასტუმროს დაჯავშნა, რესტორანში შეკვეთა ან ქალაქში გადაადგილება ბევრად უფრო მარტივი გახდეს. ეს მცირე ცოდნაც კი მოგზაურობას სხვა ფერებს სძენს და ადამიანს უცხო ქვეყანაში თავდაჯერებულად აგრძნობინებს თავს.

 ბევრი ცდილობს ენა დამოუკიდებლად შეისწავლოს, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ პროფესიონალის როლი შეუცვლელია. გამოცდილი გერმანული ენის მასწავლებელი სწორად აგებს სტრატეგიას, გეხმარებათ რთული გრამატიკის მარტივად გაგებაში, ამდიდრებს ლექსიკას და ყველაზე მთავარსაც – მუდმივ საუბრის პრაქტიკას უზრუნველყოფს. სწორედ ეს პრაქტიკა არის ის, რაც დამოუკიდებელი სწავლებისას ყველაზე მეტად გვაკლია. შედეგი, რომელსაც პროფესიონალთან ერთად აღწევთ, ბევრად უფრო სწრაფი და მდგრადია.

გერმანული ენის შესწავლა სასარგებლოა სხვადასხვა მიზნისთვის. სტუდენტები მას ირჩევენ გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის, პროფესიონალები – კარიერული ზრდისა და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციისთვის, მოგზაურები კი – ყოველდღიური კომუნიკაციის გასამარტივებლად. გარდა ამისა, თუ ერთხელ მაინც შეძლებთ წაიკითხოთ კანტი ან გოეთე ორიგინალში, მიხვდებით, რომ ენის ცოდნა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება.

 სწორად შერჩეული სპეციალისტი სწავლის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. ჩვენი ვებგვერდი კი მათ შერჩევაში გეხმარებათ. სერვისებზე შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ გამოცდილი გერმანული ენის მასწავლებელი, შეადაროთ მათი პირობები და აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. იქნება ეს ინდივიდუალური გაკვეთილები, ჯგუფური სწავლება თუ გაკვეთილები სახლში მისვლით  – ყველა არჩევანი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

 გერმანული ენის კურსები არ არის მხოლოდ სიტყვების და გრამატიკის დამახსოვრება. ეს არის ინვესტიცია საკუთარ მომავალში, გზა, რომელიც გაძლევთ თავდაჯერებას, ხსნის ახალ კარს ევროპაში და აახლოებს თქვენთან განსხვავებულ კულტურებს. არჩევანი თქვენზეა: როდის დაიწყებთ ამ საინტერესო მოგზაურობას და როგორ აქცევთ გერმანულს თქვენი შესაძლებლობების ახალ გასაღებად.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ უნდა ავირჩიო გერმანული ენა?

გერმანული ენა არის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ენა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი მშობლიურ ენად ფლობს. მისი ცოდნა ხსნის კარიერულ, სასწავლო და კულტურულ შესაძლებლობებს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

​რომელია უკეთესი გერმანული ენის კურსები თუ დამოუკიდებლად სწავლა?

დამოუკიდებელი სწავლა შეიძლება კარგი დასაწყისი იყოს, მაგრამ პროფესიონალი გერმანული ენის მასწავლებელი უკეთესად დაგეხმარებათ რთული გრამატიკის ახსნაში, საუბრის პრაქტიკაში და სწავლის სტრუქტურირებულად წარმართვაში.

​შესაძლებელია გერმანული ენის შესწავლა ონლაინ?

დიახ, ონლაინ სწავლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმატია. ის გაძლევთ მოქნილ გრაფიკს, გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს და რაც მთავარია, შეგიძლიათ სწავლა დაიწყოთ სახლიდან გაუსვლელად.

​რა დროა საჭირო გერმანული ენის სასწავლად?

სწავლის სიჩქარე დამოკიდებულია თქვენს მიზნებსა და ტემპზე. ინტენსიური კურსებით და სწორი მეთოდებით შეიძლება რამდენიმე თვეში მიაღწიოთ სასაუბრო დონეს, ხოლო თავისუფლად ფლობისთვის უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ.

​როგორ შევარჩიოთ საუკეთესო გერმანული ენის მასწავლებელი?

ყველაზე მარტივი გზაა ჩვენი ვებგვერდის გამოყენება. Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა სპეციალისტის გამოცდილება, პირობები და აირჩიოთ სწორედ ის, ვინც თქვენს საჭიროებებსა და მიზნებს საუკეთესოდ შეესაბამება.

„Wer fremde Sprachen nicht kennt, weiß nichts von seiner eigenen.“ – თუ ეს წინადადება თქვენთვის გაუგებარია და გსურთ გაიგოთ, ბლოგი თვენთვისაა
„Wer fremde Sprachen nicht kennt, weiß nichts von seiner eigenen.“ – თუ ეს წინადადება თქვენთვის გაუგებარია და გსურთ გაიგოთ, ბლოგი თვენთვისაა
 ადამიანის ცხოვრება ხშირად იქცევა იმ ენების რაოდენობითა და ხარისხით, რომლებსაც ის ფლობს. ...
ყველას ნახვა