განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

გერმანული ენა

 გერმანული ენა ყოველთვის ითვლებოდა ცოდნისა და შესაძლებლობების ენად. ის არის ევროპის გულში არსებული ქვეყნების მთავარი საკომუნიკაციო საშუალება და მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მისი ცოდნა საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ ვიმსჯელოთ კულტურასა და ისტორიაზე, არამედ დავუკავშირდეთ ბიზნესს, განათლებას და საერთაშორისო პარტნიორებსაც.
 გერმანული ენა მნიშვნელოვანი გასაღებია კარიერული წინსვლისთვისაც. ბევრი კომპანია ითხოვს თანამშრომლებს, რომლებიც ფლობენ მას, რადგან გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკაა და საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვან როლს ასრულებს. ამასთანავე, გერმანული ენის ცოდნა დაგეხმარებათ მიიღოთ განათლება ევროპულ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლა ხშირად უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
 დღეს გერმანული ენა შეგიძლიათ ისწავლოთ მოქნილი ფორმატით — ინდივიდუალურად, ჯგუფურად ან ონლაინ, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და შედეგიანს ხდის.

განცხადებები

პრო

გერმანული ენის შესწავლა

მოვამზადებ გერმანულ ენაში დისტანციურად ნებისმიერ მსურველს (სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, გერმანიაში წასვლის მსურველებს, გოეთეში ჩაბარების მსურველებს). სწავლა მიმდინარეობს ინდივიდუალურად სახელმძღანოებით. მაქვს უამრავი ტესტი და სავარჯიშო, რომლებსაც ეტაპობრივად მოგაწვდით, ასევე მაქვს სწრაფი კურსიც. დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

1 სერტიფიკატი,
პრო

გერმანულის მასწავლებელი

გერმანიაში ნასწავლი პედაგოგი შევასწავლი ნებისმიერი ასაკის მსურველს გერმანულ ენა-ლიტერატურას. შევასწავლი ნებისმიერი დონიდან A 1, A2, B 1, B2, C 1, C 2. თქვენთვის მისაღები პორობების და მიზნების გათვალისწინებით. სწავლება მიმდინარეობს დაჩქარებული მეთოდით, თანამედროვე ლიტერატურით. ენის შესწავლა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკისთვის, თქვენი მიზნების გათვალისწინებით. ენის შესწავლა გარანტირებულია.

მომზადება გერმანულ ენაში

გამარჯობა, გერმანულ ენაში ვამზადებ ნებისმიერ მსურველს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე აბიტურიენტებს, სტუდენტებს, გოეთეს, Ösd, telk, გამოცდებისთვის. ვცხოვრობ საბურთალოზე, (ნუცუბიძის II პლატო), თუმცა ვამზადებ ონლაინ რეჟიმშიც. პროფესიით ვარ გერმანისტი, აგრეთვე წლებია ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაშიც, მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და კარგი შედეგები. ინდივიდუალურად მომზადება 8 გაკვეთილი 200 ლარი. მყავს ასევე ჯგუფებიც.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

გერმანული ენის მასწავლებელი

გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელ პერსონალს - ექთნებს, ექიმებს სწრაფად და მაღალ დონეზე შევასწავლი გერმანულ ენას და სამედიცინო ტერმინოლოგიას. ასევე მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს გერმანულ ენაში. სწავლის დროს გამოყენებული იქნება სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. სწავლება მორგებული იქნება თითოეული ინდივიდის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. ვარ პროფესორი და გერმანისტი. დამთავრებული მაქვს ვულვერჰამპტონის უნივერსიტეტი ინგლისში და ბერლინის უნივერსიტეტი გერმანიაში.

მომზადება გერმანულ ენაში

მოვამზადებ გერმანულ ენასა და ლიტერატურაში , ნებისმიერი ასაკის მსურველს საფუძვლიანად, მაღალი ხარისხის გარანტიით. შესაძლებელია ბინაზე მისვლაც. ფასი შეთანხმებით.

გერმანული ენის შესწავლა

ვარ პროფესიით გერმანისტი, ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებით. გაკვეთილები ჩატარდება ინდივიდუალურად, ონლაინ. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი-საათნახევარი. გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ონლაინ რეჟიმში.მაქვს გამოცდილება გოეთესა და ÖSD-ს გამოცდებზე მუშაობის გამოცდილება.მოვამზადებ A1-B2 დონის შესწავლის ნებისმიერ მსურველს.

გერმანულში მომზადება

მომზადება გერმანულ ენაში. A1. A2. B1. B2. ასევე შესაძლებელია ONLINE. კვალიფიკაცია: სწავლების ფართო გამოცდილება. სერთიფიკატი C1 (ÖSD, TestDaf). დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.

მოვამზადება გერმანულ ენაში

მოგესალმებით, ვარ გერმანული ენის პედაგოგი, უმაღლესი განათლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით. შევასწავლი ენას ყველა საფეხურზე (A1.1- C1.2) ონლაინ რეჟიმში, პროგრამა და გრაფიკი შერჩეული. გაკვეთილები მიმდინარეობს ყველა უნარ-ჩვევების გავარჯიშებითა და ინოვაციური მეთოდებით. მსურველები დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გერმანული

 გერმანული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მრავალფეროვანი ენაა, რომელიც სწავლას განსაკუთრებულ პერსპექტივებს უკავშირებს. მისი გრამატიკა შესაძლოა თავდაპირველად რთული ჩანდეს, მაგრამ თანმიმდევრული პრაქტიკა და სწორი მეთოდები ამ სირთულეებს მალე აქცევს ჩვეულებრივ ეტაპად. ბევრი სწავლების პროცესში აღმოაჩენს, რომ გერმანული სინამდვილეში ძალიან ლოგიკურად არის აგებული და რაც უფრო ღრმად იკვლევ, მით უფრო მარტივდება მისი გამოყენება.
 გერმანული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საერთაშორისო განათლებასა და კარიერაზე ფიქრობს. ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა და წამყვან კომპანიებში მუშაობა ხშირად სწორედ ამ ენის ცოდნას უკავშირდება. გარდა ამისა, გერმანული კულტურისა და მეცნიერების უზარმაზარი მემკვიდრეობა ახალ ჰორიზონტებს უხსნის ყველას, ვინც მას ითვისებს. სწორედ ამიტომ, გერმანულის ცოდნა არის ინვესტიცია გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად.

მომზადება გერმანულ ენაში

შევასწავლი გერმანულს სკოლის მოსწავლეებს, დამწყებ A1-A2 დონეებზე. 8 გაკვეთილის ფასი - 200₾. გაკვეთილები მიმდინარეობს ონლაინ, Zoom/Teams-ის საშუალებით.

გერმანული ენის შესწავლა

მოვამზადებ გერმანულ ენაში A1 დონიდან B2 დონის ჩათვლით მოსწავლეებს ონლაინ, . მაქვს გერმანიაში 2019 და 2022 წლებში გერმანული ენის კურსები გავლილი, ვფლობ C1 დონის DSD სერთიფიკატს, მაქვს 4 წლიანი სწავლების გამოცდილება, როგორც ბავშვებთან ასევე მოზრდილებთან. კვირაში ორი გაკვეთილი, თვეში 8 გაკვეთილის ღირებულება -250ლარი

მომზადება გერმანულ ენაში

მოვამზადებ მოსწავლეებს გერმანულ ენაში. დონე - A1, A2, B1. ბინაზე მისვლით ან online. დეტალებისთვის დამიკავშირდით

გერმანული ენის შესწავლა ონლაინ

დაკავშირება WhatsApp-ზე. გამარჯობა! Hallo ან, როგორც ჩრდილოეთ გერმანიაში ამბობენ, Moin! ცოტა რამ ჩემ შესახებ: ვცხოვრობ მე-4 წელია გერმანიაში, ჰამბურგში (Hochdeutsch first?) და ვარ მაგისტრატურის სტუდენტი. გერმანული ენა შევისწავლე გერმანიაში, ინტენსიური ენის სკოლაში, სადაც თანამედროვე და პრაქტიკულ სასწავლო მეთოდებს გავეცანი. სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩავაბარე C1 დონის გერმანული ენის გამოცდა, რამაც უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომცა. რას შემოგთავაზებთ? - ინდივიდუალურ მიდგომას და თქვენზე მორგებულ სასწავლო გეგმას; - გრამატიკას, ლექსიკას, საუბარსა და პრაქტიკულ გერმანულს; - სწავლის ეფექტურ ტექნიკებსა და მეთოდებს, რომლებიც თავად ვისწავლე ინტენსიური ენის კურსზე და პრაქტიკაში გამოვიყენე. ჩემი პირადი გამოცდილების საფუძველზე დაგეხმარებით ინფორმაციის მოძიებასა და პროცესის უკეთ დაგეგმვაში, იქნება ეს უნივერსიტეტში ჩაბარება, ენის კურსი, Au-pair თუ სხვა. გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას, რესურსებსა და პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც თავად დამჭირდა გერმანიაში ჩამოსვლისა და სწავლის გზაზე. პირველი გაცნობითი გაკვეთილი უფასოა! ამ დღეს შეავსებთ ენის დონის განმსაზღვრელ ტესტს. ფასი: 8 გაკვეთილი ინდივიდუალური - 200 ლარი ჯგუფური - 150 ლარი Bis bald!

გერმანული ენის შესწავლა

მე მქვია ნინა, ვარ 28 წლის და უკვე 9 წელია ვსწავლობ და ვმოღვაწეობ გერმანიაში. თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ავიღე გერმანული ენის DSDII (C1) დიპლომი და ვარ რეგენსბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებების ბაკალავრი. ამჟამად ვსწავლობ ნიურნბერგის ხელოვნების აკადემიაში. ჩემ მიერ შემოთავაზებული კურსი უმეტესად გამიზნულია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ესაჭიროებათ გერმანული ენის შესწავლა. „DaF kompakt Neu“ მოიცავს A1-დან B1-ის ჩათვლით მასალას. წიგნის სტანდარტული მასალის გარდა ვეცნობით გერმანული ენის საგამოცდო ფორმატს, ასევე ყურადღებას ვუთმობთ გერმანიაში აქტუალურ თემებს, ყოველდღიურ საუბარს, ლექსიკისა და გამოთქმის გაუმჯობესებას. გაკვეთილები ტარდება დისტანციურად, Google Meet-ში. მაქვს მოქნილი გრაფიკი და ტერმინების დანიშვნა შესაძლებელია დღის განმავლობაში, საღამოობით ან/და შაბათ-კვირასაც. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, 8 გაკვეთილი - 300 ლარი, 2-3 კაციან ჯგუფებში.

გერმანული ენის "Online" კურსები

გსურთ გერმანულის სწავლა სწრაფად, ეფექტურად და ნებისმიერი მიზნისთვის? ჩვენთან შეგიძლიათ ისწავლოთ გერმანული ნებისმიერი დონეზე – A1, A2, B1, B2, C1, C2 – ინდივიდუალურ ან ჯგუფურ გაკვეთილებზე. ნებისმიერი დონე დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ჩააბაროთ სასურველი სერტიფიკატო გამოცდები: TestDaF, ეროვნული გამოცდები, მასწავლებლის სპეციალობის გამოცდა, DSD, Goethe, Telc, ÖSD. ვისთვის არის განკუთვნილი კურსები: - სკოლის მოსწავლეებისთვის – მომზადება ეროვნული გამოცდებისა და DSD-ისთვის - სტუდენტებისთვის – სწავლა, (TestDaF) ან მუშაობა გერმანიაში (Ferienjob) - ექიმების, ექთნების, ან გერმანიაში დასაქმებისა და ენის კურსების გავლის მსურველთათვის ჩვენი უპირატესობები: ✅ ინტერაქტიული, მოსწავლეზე მორგებული გაკვეთილები ✅ თანამედროვე სახელმძღვანელოები და მეთოდები ✅ პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოდ – გაცნობითი ინფორმაცია სწავლებისა და ტექნიკური პირობების შესახებ დაგვირეკეთ ან გამოგვიგზავნეთ შეტყობინება WhatsApp/Viber-ზე.

მომზადება გერმანულ ენაში

• მოვამზადებ გერმანულ ენაში A1-A2-B1-B2-C1 დონეზე მომზადების ქართულენოვან და ინგლისურენოვან ნებისმიერ მსურველს; • სასერტიფიკატო გამოცდებისთვის: გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი (Goethe Zertifikat), ÖSD (Das Österreichische Sprachdiplom), TLC (Telc). ✓ მოკლედ ჩემს შესახებ: • განათლებით ვარ გერმანული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, (გერმანისტი); • მეორე უცხო ენა ინგლისური; • ვფლობ გოეთეს ინსტიტუტის ენის სერთიფიკატს; • აღნიშნულ სფეროში მაქვს, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება; • ვცხოვრობდი გერმანიაში; • მაქვს გერმანელებთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად ენის პრაქტიკა; ~ გაკვეთილზე ვივარჯიშებთ ენის შესწავლის ოთხ ძირითად ასპექტში: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. ~ სახელმძღვანელოებს ყოველთვის ვარჩევ და ვგეგმავ გაკვეთილებს კონკრეტული სტუდენტის ასაკისა და მიზნის მიხედვით. ჩვენი ფოკუსირება დიდწილად იქნება დამოკიდებული სტუდენტის საჭიროებებსა და მიზნებზე, რომელსაც დასაწყისში დავსახავთ მასთან ერთად. • ორიენტირებული ვარ პროფესიულ თვითგანვითარებაზე, პროდუქტიულ მუშაობაზე, ხარისხსა და შედეგზე. ✓ ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილები თიმსის (Teams) საშუალებით (ერთ სტუდენტი)- ხანგრძლივობა: 60 წთ. რაოდენობა: 8 გაკვეთილი ღირებულება: 240 ლარი ✓ პირველი, (საცდელი) 30 წუთიანი გაკვეთილის ღირებულება სიმბოლურად 10 ლარი. ✓ შესაძლებელია შეხვედრითი სახის გაკვეთილებიც.

გერმანული ენის შესწავლა

Hallo! შევასწავლი გერმანულ ენას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს A1-დან C1 დონის ჩათვლით. ცოტა რამ ჩემს შესახებ: გერმანულთან შეხება მაქვს 17 წელია. ვარ გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამის სტიპენდიატი, რომლის საფუძველზეც ვმუშაობდი გერმანიის პარლამენტში, ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და პარალელურად ვსწავლობდი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. აღებული მაქვს DSDII-ის C1 დონის სერთიფიკატი. ბერლინში გავლილი მაქვს ენის კურსი, სადაც ასევე ავიღე C1 დონის სერთიფიკატი. DAAD დაფინანსებით ვსწავლობდი მიუნსტერის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც გავიარე იურიდიული გერმანულის კურსი და უმაღლესი შეფასებით მივიღე დიპლომი. როგორია ჩემი გაკვეთილები? გაკვეთილები მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. გაკვეთილზე დრო ეთმობა ოთხივე კომპონენტის განვითარებას. გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, რომელიც დონის მიღწევაში გვეხმარება, აქტიურად გამოიყენება დამატებითი მასალები: სტატიები, წიგნები, ვიდეოები, ფილმები, რომლებიც თქვენი ინტერესების შესაბამისად, ინდივიდუალურად შეირჩევა. გაკვეთილები ტარდება ონლაინ. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დამიკავშირდით ნომერზე, ვოთსაპის მეშვეობით ან შემდეგ მეილზე: learngerman.nino@gmail.com

გერმანული ენის შესწავლა

მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს გერმანულში , A1-B2 დონე. გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, რადგან ვცხოვრობ გერმანიაში. ვარ გერმანისტიკის სტუდენტი ბრემენის უნივერსიტეტში,მაქვს 2 წლიანი გამოცდილება როგორც პატარა ასევე დიდი ასაკის მოსწავლეებთან.

გერმანული ენის მასწავლებელი (ასევე ონლაინ)

მოვამზადებ მსურველებს ( როგორც ქართულენოვან ასევე რუსულენოვან მსურველებს) გერმანულ ენაში A1 - დან B2 დონის ჩათვლით, ვარ პროფესიით გერმანული ენის ფილოლოგი ( თსუ - ს ბაკალავრი), რის შემდეგაც გავაგრძელე სწავლა მოსკოვში ( მაგისტრატურა). უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაში). გთავაზობთ გაკვეთილებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (2/3/4 მოსწავლე) ონლაინ. ინდივიდუალურის ფასი 170 ლარი.

მოვამზადებ გერმანულ ენაში

ვარ გერმანული ენის ლექტორი დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, ვამზადებ გერმანულ ენაში აბიტურიენტებს, გოეთეს ინსტიტუტში სერტიფიკატზე გამსვლელებს ყველა დონისათვის Grundstufe-A1-A2, Mittelstufe B1-B2, Oberstufe C1- C2 ჩაბარების გარანტიით. გერმანიაში Au-Pair პროგრამით წასვლის მსურველებს, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, ექიმებს, სამედიცინო განათლების მქონე პირებს, Test-DaF-ის გამოცდებისათვის. მაგისტრანტებს, სკოლის მოსწავლეებს, DSD გამოცდებისთვის, თანამედროვე სასწავლო ლიტერატურით და აუდიო დისკების საშუალებით. შესაძლებელია დისტანციურადაც, ფასი შეთანხმებით.

გერმანულში მომზადება ხარისხიანად

შეგასწავლით გერმანულ ენას ხარისხიანად. ვამზადებ, როგორც სკოლის მოსწავლეებს მაღალი კლასებიდან (14 წლიდან ზევით), ასევე აბიტურიენტებსა და გერმანიაში სწავლისა და მუშაობის მსურველებს. მოგამზადებთ გოეთეს ინსტიტუტის გამოცდებისთვის. ვარ გერმანული ენის მაგისტრი და კვალიფიციური პედაგოგი. სწავლა მიმდინარეობს ძირითადად ონლაინით, ინდივიდუალურად, ასევე ვიღებ მოსწავლეებს ბინაზეც, მე თვითონ არ დავდივარ მოწაფეებთან. დაინტერესებული და ნამდვილად მონდომებული მსურველები დამიკავშირდით ნომერზე.

მომზადება გერმანულ ენაში

მოგესალმებით, ვიწყებ მომზადებას გერმანული ენის A1/A2/B1/B2 დონეზე შესწავლის მსურველთათვის. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წთ. 2 წლის წინ ჩავაბარე გოეთეს ენის გამოცდა, Goethe Zertifikat Prüfung Niveau C1. აგვისტოში გავიარე ჰოსპიტაცია Mecklenburg Vorpommern მიწაზე, ქალაქ Röbel ში, Mediclin Müritz Klinikum, Röbel, Stadtgartenstraße 15, 17207 Röbel. მსურველები შემეხმიანეთ მესინჯერში.

მომხმარებლის შეფასებები

გერმანული ენის შესწავლა საქართველოში — როგორ დავიწყოთ შესწავლა და სად ვიპოვოთ პროფესიონალი

 გერმანული ენის შესწავლა საქართველოში დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან ის ადამიანებს კარიერაში წინსვლისა და განათლების საერთაშორისო დონეზე მიღწევის შესაძლებლობას აძლევს. სწავლა სავალდებულოდ ეტაპობრივია: პროგრამა იწყება A1 დონით და უმაღლეს C2 დონემდე გრძელდება. საწყის საფეხურებზე მოსწავლე იძენს საბაზისო უნარებს — სასაუბრო ფრაზებსა და ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საჭირო ცოდნას. B1 და B2 დონე უკვე ხშირად წინაპირობად ითვლება გერმანიაში სწავლასა თუ დასაქმებაზე ფიქრისას, რადგან ამ დონეზე მოსწავლე დამოუკიდებლად ახერხებს აზრის სწორად გადმოცემას და ტექსტის გაგებას. C1 და C2 დონეზე კი ენა სრულფასოვნად ათვისებას გულისხმობს, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს თავისუფლად მოერგოს აკადემიურ თუ პროფესიულ გარემოს. სწორედ ამ დონეებზე ტარდება საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდები — Goethe-Zertifikat  და TestDaF, რომელთა ჩაბარება აუცილებელია უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისა და სამუშაო ვიზის მისაღებად.

 გერმანული ენის კურსები საქართველოში მრავალფეროვანი ფორმატით არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ ინდივიდუალური გაკვეთილები, ჯგუფური სწავლა ან ინტენსიური პროგრამები. სულ უფრო პოპულარული გახდა გერმანული ენის შესწავლა ონლაინ, რადგან ის მოქნილ გრაფიკს და დროის დაზოგვას უზრუნველყოფს. სწავლის მეთოდები განსხვავებულია — კომუნიკაციური მიდგომა საუბრის უნარზე აკეთებს აქცენტს, ხოლო კლასიკური პროგრამა გრამატიკასა და ლექსიკას საფუძვლიანად ასწავლის. სწორედ ამ ორი მეთოდის შერწყმა ქმნის საუკეთესო შედეგს.
გერმანული ენის სირთულეებში პირველ რიგში რთული გრამატიკა და სიტყვების სიგრძე სახელდება, თუმცა სწორი დაგეგმვით ეს გამოწვევები მალე გადალახვადია. მაგალითად, ზმნის მეორეზე განთავსება ან არსებითი სახელების სქესის განსაზღვრა შეიძლება დამაბნეველი იყოს, მაგრამ რეგულარული პრაქტიკით ის ავტომატურად ისწავლება. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფესიონალის დახმარება. გამოცდილი გერმანული ენის მასწავლებელი უკეთ ხსნის რთულ წესებს, ყურადღებას ამახვილებს საუბრის პრაქტიკაზე და პროგრამას მოსწავლის მიზნებზე მორგებულად აწყობს. ბევრი სპეციალისტი გვთავაზობს გაკვეთილებს სახლში ან ბინაზე მისვლით. გერმანული ენის მასწავლებელი სახლში მისვლით ხშირად საუკეთესო გამოსავალია დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის.

 ბევრს უჩნდება კითხვა: როგორ ვისწავლოთ გერმანული ისე, რომ შედეგი გარანტირებული იყოს? საუკეთესო გზა პროფესიონალის შერჩევაა, და სწორედ აქ გეხმარებათ servisebi.ge — პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ გამოცდილი პედაგოგები და სასწავლო ცენტრები ერთ სივრცეში. აქ შეძლებთ შეადაროთ პირობები, აირჩიოთ სასურველი ფორმატი და დაიწყოთ სწავლა თქვენზე მორგებული გრაფიკით. იქნება ეს გერმანული ენის კურსები, ინდივიდუალური გაკვეთილები თუ გერმანული ენის შესწავლა ონლაინ, სწორად შერჩეული სპეციალისტი პროცესს ეფექტურსა და სასიამოვნოს გახდის.

 გერმანული ენის შესწავლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ ახალი შესაძლებლობების მოგზაურობაც არის. გისურვებთ, ეს გზა თქვენთვის იყოს სავსე აღმოჩენებით, თავდაჯერებული ნაბიჯებითა და იმ წარმატებებით, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ თითოეული გაკვეთილი მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რამდენ დონედ იყოფა გერმანული ენა და რა შესაძლებლობებს იძლევა თითოეული?

გერმანული ენა A1–C2 დონეებად იყოფა. საწყის დონეებზე (A1–A2) შეგიძლიათ ყოველდღიური კომუნიკაცია, B1–B2 დონის ცოდნა საჭირო ხდება უმეტეს უნივერსიტეტსა და სამუშაოზე, ხოლო C1–C2 ნიშნავს სრულფასოვან ფლობას და სერტიფიცირებული დოკუმენტებით საზღვარგარეთ სწავლასა და მუშაობას.

​რა არის გერმანული ენის საერთაშორისო გამოცდები და რისთვის არის საჭირო?

ყველაზე ცნობილია Goethe-Zertifikat და TestDaF. ეს სერტიფიკატები აუცილებელია უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას, სამუშაო ვიზის მისაღებად და ზოგადად, პროფესიული ავტორიტეტის დასამტკიცებლად.

​რატომ ჯობს გერმანული ენის შესწავლა პროფესიონალთან?

გერმანული ენის მასწავლებელი სწავლას მოსწავლის მიზნებზე მორგებულად აწყობს. მას შეუძლია რთული გრამატიკის მარტივად ახსნა და მუდმივი საუბრის პრაქტიკის უზრუნველყოფა, რაც დამოუკიდებელი სწავლისას ყველაზე მეტად აკლია.

​შესაძლებელია გერმანული ენის შესწავლა ონლაინ ან სახლში მისვლით?

დიახ. დღეს პოპულარულია როგორც ონლაინ კურსები, ისე გერმანული ენის მასწავლებელი სახლში მისვლით. ორივე ვარიანტი მოქნილია და საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ფორმატი.

​სად ვიპოვო საუკეთესო მასწავლებელი ან კურსი?

საუკეთესო გზაა სპეციალისტის მოძებნა servisebi.ge-ზე. აქ შეგიძლიათ მარტივად შეადაროთ გერმანული ენის კურსები, იპოვოთ გამოცდილი მასწავლებლები და აირჩიოთ სწავლის ფორმატი — ინდივიდუალური, ჯგუფური, ონლაინ ან სახლში მისვლითაც კი.