რეპეტიტორი
რეპეტიტორი

მოვამზადებ დაბალი კლასის ბავშვებს ყველა საგანში,გარდა მათემატიკისა,ხოლო 6-10 კლასელებს ქართულში,ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.სახლში მოყვანით. ვამეცადინებ ბინაზე მოყვანით. ვცხოვრობ გლდანში(174-ე და 191-ე სკოლების მიმდებარედ). სწავლებაში ჩავრთავ თანამედროვე მიდგომებს. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-2 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით.ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე

დაწყვებითი კლასების რეპეტიტორი
დაწყვებითი კლასების რეპეტიტორი

გამარჯობა, მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს (I-VI კლასები) მათემატიკასა და ინგლისურში. ✏️ გაკვეთილები ჩატარდება როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად, დისტანციურად. ✏️ მაქვს ბავშვებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✏️ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✏️ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვარებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies). სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში. როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ გადავწყვიტე მოვამზადო მოსწავლეები. ამჟამად მყავს 2 ჯგუფი. პირველი მათემატიკის, მეორე კი - ინგლისურის. ✅ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მომწეროთ პირად შეტყობინებაში, ან დამიკავშირდით ნომერზე

certificates icon სერტიფიკატი
მოვამზადებ 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს
მოვამზადებ 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს

იჩქარეთ ,ხდება დილის ჯგუფების შევსება დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრი,რომელსაც აქვს 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილება,მოამზადებს 1-7 კლასის ჩათვლით ბავშვებს შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლი საგნებში, გააჩნია მაღალი კომპეტენცია, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დიპლომებით,სერთიფიკატებითა და სხვა დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან სწორად მეტყველებას,დეკლარირებას,დაძლევენ საჯარო გამოსვლის უხერხულობას და სხვა. ✔️ ბავშვები შეისწავლიან ასევე თემების და ესსების წერას. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათი. ამ პერიოდში ბავშვები მოამზადებენ ყოველდღიურ გაკვეთილებს ზემოთმითითებულ საგნებში და ასევე იქნება დამატებითი აქტივობებიც. მეცადინეობების გამართვის პერიოდებია: 9.30-დან 11.30-მდე ან 13.30-დან 15.30-მდე. ამ ორი დროის შუალედებიდან, სურვილის მიხედვით ,აირჩევს ჯგუფი მისთვის შესაფერისს დროს. პედაგოგს აქვს ასევე დამატებითი პირობა- პირველი 3 გაკვეთილი უფასოა,სადაც მშობლებსაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ გაკვეთილს. 3 გაკვეთილი მეტნაკლებად მისცემს საშუალებას მშობელსაც და მოსწავლესაც მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ლოკაცია-გლდანი დამატებითი კითხვებისათვის დამიკავშირდით ნომერზე

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) * მოვამზადებ ბინაზე მოყვანით *ვცხოვრობ გლდანის ტერიტორიაზე *სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე *ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით *ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი. აგრეთვე Minor-ად მაქვს (გერმანული ენა) *ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. *მაქვს მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება. საათებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.

მოვამზადებ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში.
მოვამზადებ პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში.

მოგესალმებით, მოვამზადებ მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ყველა საგანში. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტი, უმაღლესი აკადემიური მოსწრებით, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში. მაქვს რეპეტიტორობის გამოცდილება. იოლად ვამყარებ ბავშებთან კონტაქტს და ყოველთვის ვცდილობ გაკვეთილის ახსნის პროცესში არ ვიყო შაბლონური, ვასწავლი მრავალფეროვანი გზებით, ისე, რომ არ იყოს მათთვის მოსაბეზრებელი. ვარ შედეგზე ორიენტირებული. დროს და თანხას განვსაზღვრავთ ჩემი და თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. დეტალებთან დაკავშირებით დამიკავშირდით.

მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

მოვამზადებ 1-10 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სკოლა დავასრულე ოქროს მედალზე და ახლა ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ სახელმწიფო გრანტით. მაქვს მასწავლებლობის გამოცდილებაც. უკანასკნელი ორი წელია ვარ ერთ-ერთი პროექტის მოხალისე მასწავლებელი, სადაც დავაგროვე საჭირო გამოცდილება და გამოვიმუშავე მოსწავლეებთან ურთიერთობის სათანადო უნარ-ჩვევები. ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ჩემი გაკვეთილები ბავშვებისთვის ყოველთვის იქნება საინტერესო და სახალისო. ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ პირველ, საცდელ გაკვეთილზე, რომლიც არის უ ფ ა ს ო. მომზადების თვიური საფასური დამოკიდებულია გაკვეთილების ხანგრძლივობასა და სიხშირეზე.

მოვამზადებ  ზოგადი განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს
მოვამზადებ ზოგადი განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს

ვარ ქართული ფილოლოგიის ბაკლავრიატის საფეხურის კურსდამთავრებული. - ვარ უფროსი მასწავლებელი; - ვმუშაობ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; - ვამზადებ მოსწავლეებს; - ვეხმარები მოსწავლეებს დავალებებისა და შემაჯამებლების შესრულებაში; - ვარ განათლების სფეროს მიმართულებით მაგისტრი. ვარ პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური, ენერგიული… მოვამზადებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მივეხმარები შემაჯამებლებისა და საშნაო დავალების შესრულებაში. პ.ს დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს მოვამზადებ ყველა საგანში.