თურქული ენის რეპეტიტორი მოსწავლეს კონკრეტულ სასწავლო მიზანში ეხმარება. რეპეტიტორთან მუშაობა შეიძლება იყოს, როგორც ხანგრძლივი, ისე მოკლევადიანი. მაგალითად, რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელია კონკრეტული გამოცდისთვის მომზადება. თურქული ენის გაკვეთილები შეიძლება მოიცავდეს გრამატიკას, ლექსიკას, კითხვას, წერას და საუბარს. პროგრამა დამოკიდებულია მოსწავლის დონეზე.თურქულის გაკვეთილები შესაძლებელია ჩატარდეს
ონლაინ ან პირისპირ. ფორმატის არჩევისას მნიშვნელოვანია დროის, მდებარეობისა და სასწავლო მიზნის გათვალისწინება. თურქული ენის მასწავლებელი ფლობს იმ პრაქტიკებს, რაც ენის შესწავლის პროცესში მაქსიმალურად გეხმარებათ და სიტყვებს მარტივად იმახსოვრებთ.