Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

იურიდიული მომსახურება

თუ გსურთ იურიდიული მომსახურება გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოთ, მაშინ სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები, ყურადღებით გაეცანით საქმის სპეციფიკას და ჩვენს ვებგვერდზე ისეთი პროფესიონალი შეარჩიეთ, რომელიც სრულყოფილ მომსახურებას, ხელმისაწვდომ ფასად, გაგიწევთ. ადმინისტრაციული, თუ სისხლის სამართლის საქმისწარმოება, ბიზნესის რეგისტრაცია, სამემკვიდრეო დავები, სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება - ეს იმ სერვისთა მცირე ჩამონათვალია, რომლის მიღებაც ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი სპეციალისტების დახმარებით შეგიძლიათ.

იურიდიული მომსახურების ფასები

იურიდიული მომსახურების ფასები სამართლებრივი საკითხების სირთულიდან გამომდინარე ითვლება, რაც servisebi.ge-ს პლაფორმაზე რეგისტრირებული პროფესიონალებისთვის ცნობილი პრაქტიკაა. მაღალკვალიფიციურ იურისტთა უმრავლესობასთან კონსულტაცია, დისტანციურ რეჟიმში, სრულიად უფასოა, რაც დაგეხმარებათ, რომ საქმის სპეციფიკაში მარტივად გაერკვეთ და სასურველი მომსახურება გამოცდილი წარმომადგენლისგან მიიღოთ. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირებისა და კორპორაციული კლიენტებისთვის სპეციალური პირობები მოქმედებს, რაც ჩვენი სპეციალისტების კონკურენტულ უპირატესობას განსაზღვრავს.