განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

კალონკის ხელოსანი

კალონკის ხელოსანი გჭირდებათ?  Servisebi.ge-ზე სასურველ სპეციალისტს აუცილებლად იპოვით. გამოცდილი  ხელოსნების მრავალფეროვანი შეთავაზებები საქართველოს მასშტაბით, დაგეხმარებათ მოიძიოთ წყლის გამაცხელებლისა და გამათბობლების სპეციალისტები მარტივად.
 კალონკის ხელოსანი დაგეხმარებათ წყლის გამაცხელებლების მონტაჟში,  შეკეთებასა და რეგულირებაში. მისი მომსახურება მოიცავს კალონკის დიაგნოსტიკას, მწყობრიდან გამოსული ნაწილების შეცვლას, უსაფრთხოების სისტემების შემოწმებას და მუშაობის სრულყოფას. ასეთ დროს პროფესიონალის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად დამონტაჟებულმა ან შეკეთებულმა გამაცხელებელმა შეიძლება გამოიწვიოს  გაზის გაჟონვა და სხვა სერიოზული პრობლემები.  გამოცდილი ხელოსნები სერვისებზე უზრუნველყოფენ კალონკის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს კომფორტს და უსაფრთხოებას.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ცენტრალური გათბობის ქვაბების სრული სერვისი

გთავაზობთ ცენტრალირი ქვაბების შეკეთება/მონტაჟის სრულ სერვისს, ნებისმიერი მოდელის ქვაბის დიაგნოსტიკას, ქვაბის გამორეცხვას სპეციალური აპარატით, გათბობის სისტემის გამორეცხვას.

თამაზი
შეფასება 5.0 , 24 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ცენტრალური ქვაბის და "კალონკის" შეკეთება გარანტიით

შევაკეთებ ცენტრალური გათბობის ქვაბს და წყლის გამაცხელებელ "კალონკას" ადგილზე მისვლით, ხარისხიანად და გარანტიით. დეტალებზე მოსალაპარაკებლად დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

დავით
შეფასება 5.0 , 22 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

გათბობის ქვაბისა და კალონკის შეკეთება/მონტაჟი

ნებისმიერი გათბობის ქვაბის / კალონკის შეკეთება, გვაქვს სათადარიგო დეტალები. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გათბობის ქვაბის ხელოსანი
შეფასება 5.0 , 6 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ცენტრალური ქვაბების შეკეთება

ზამთრის დადგომასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გათბობის სისტემა გამართულად მუშაობდეს! გათბობის ქვაბი ან კალონკა გაგიფუჭდათ? წყალი სათანადოდ არ თბება? ქვაბი ითიშება ან შეცდომას აჩვენებს? მიმართეთ გამოცდილ ხელოსანს დროულად! ✅ გათბობის ქვაბების შეკეთება ✅ კალონკების შეკეთება ✅ გაუმართაობის დიაგნოსტიკა ✅ პრობლემის ადგილზე აღმოფხვრა ✅ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობა ზამთარს ნუ შეხვდებით გაუმართავი გათბობის სისტემით — იზრუნეთ წინასწარ!

გიორგი
შეფასება 5.0 , 4 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

გათბობის ქვაბისა და წყლის გამაცხელებლის ხელოსანი

ვაკეთებ ცენტრალურ გათბობის ქვაბებს და წყლის გამაცხელებლებს ( კალონკებს ), ასევე გვაქვს ახალი და მეორადი ქვაბებიც.

Შმაგი
სერვის + შეფასება 4.9 , 7 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება

შევაკეთებ და დავამონტაჟებ: - გაზის კალონკებს; - ცენტრალური გათბობის ქვაბებს; - კარმას; ჩემს ნამუშევარზე გაიცემა გარკვეული გარანტია.

ბაჩო
შეფასება 5.0 , 15 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

შევაკეთებ გაზის კალონკებსა და ცენტრალურ ქვაბებს

შევაკეთებ გაზის წყლის გამაცხელებელ კალონკებს და ცენტრალურ ქვაბებს, ადგილზე მისვლით, გარანტიით. დამიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე.

ილია
შეფასება 5.0 , 32 შეფასება

​გაზის კალონკის ხელოსანი გამოძახებით

გაზის კალონკის ხელოსანი გამოძახებით მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ servisebi.ge-ზე. მათი სერვისი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა გაზის წყლის გამაცხელებელთან. გაზის კალონკის ხელოსანი უზრუნველყოფს კალონკის შეკეთებას, მონტაჟსა და დიაგნოსტიკას, რათა თქვენმა მოწყობილობამ იმუშაოს უსაფრთხოდ და გამართულად.
გაზის კალონკის შეკეთება მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა თავიდან აიცილოთ გაუმართაობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.  გაზის წყლის გამათბობლის ხელოსანი უზრუნველყოფს  წყლის გამათბობლის სრულყოფილ მუშაობას თქვენი უსაფრთხოების და კომფორტისათვის.  სერვისი გაზის კალონკის ხელოსანი გამოძახებით გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და ეფექტურ მომსახურებას ნებისმიერ მისამართზე.

გაზის კალონკის ხელოსანი

ვარ გაზის კალონკის ხელოსანი. გთავაზობთ გაზის კალონკის შეკეთებასა და მონტაჟს, ასევე გაზის გამათბობლის მონტაჟს.

ცენტრალური გათბობის მონტაჟი

გათბობის ხელოსანი 17 წლიანი გამოცდილებით ვაკეთებ ნებისმიერ გათბობის გაყვანილობის ხარისხის გარანტიით: ✅ გაზის "კალონკები"; ✅ გათბობის ქვაბის დაყენება; ✅ კოლექტორების მონტაჟი; ✅ იატაკის გათბობა; ✅ ცენტრალური გათბობა, რადიატორები; ✅ რადიატორებზე სექციების დამატება; ✅ პრესი;

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

გათბობის ქვაბის ხელოსანი

შევაკეთებ და დავამონტაჟებ გათბობის ქვაბს სრული პასუხისმგებლობით. ვთანამშრომლობთ გათბობის მაღაზიებთან, შემოგთავაზებთ ახალ გქვაბებს 3 წლიანი გარანტიით. დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 10 შეფასება

"კალონკების" შეკეთება და მონტაჟი

ვაკეთებ ნებისმიერი მოდელის წყლის გამაცხელებელ კალონკებს ადგილზე მისვლით, გარანტიითა და სრული სერვისით. დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

შეფასება 5.0 , 12 შეფასება

კალონკების, გათბობისა და კარმის ხელოსანი

ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲩᲕᲔᲜᲗᲐᲜ! ენდეთ ჩვენს გამოცდილებას! Ნუ ენდობით გამოუცდელ ხელოსნებს, იყავით ფრთხილად! წყლის გამაცხელებლების, გაზის კალონკების, ოთახის გამათბობლების, კარმის, ცენტრალური გათბობის, ქვაბების, ელ ავზების, ბაკების შეკეთება, გაწმენდა და დარეგულირება. დიაგნოზი: ვიზიტი 30 დან 50₾. ფასები მოცემულია ვიზიტის ჩათვლით. (ვიზიტი 30₾ + დარეგულირება 20₾ = 50₾) ვითვალისწინებთ მდებარეობას. ნაწილი თუ არ გამოიცვლება და შევაკეთებთ, ჯამში 50₾. 1. პროპელერი - 180 დან 250₾ - მდე; 2. პლატა - 130 - დან> 3. რედუქტორის პრობლემა 80₾ - დან 120₾ - მდე; 4. პრისოსტატი 80₾ დან 5. კონდესატორი 80₾; 6. მიკრიკი 70₾ - მდე; 7. დაჩიკები, ფაიფურები 60,70₾; 8. კალონკის გაწმენდა 70₾ - დან 200 ლარამდე; 9. გაზის ელექტრო კლაპანი 60₾ - დან 80₾ -მდე; 1. ბაკის გაწმენდა 50₾ - დან 150₾ - მდე 100 ლიტრამდე მოცულობის; 2. კალონკის მონტაჟი: 80 ლარიდან; 3. ჩვენგან ნაყიდი კალონკის შემთხვევაში 50 ლარიდან; 4. გაზის ოთახის გამათბობლის მონტაჟი 100 ლარიდან; 5. გაზის ოთახის გამათბობლის კარმა, ლონგვი, შეკეთება 50₾ - დან, თუ ნაწილია გამოსაცვლელი დაემატება ნაწილის ღირებულება, Საშუალოდ 100ლ; 6. კარმის გაზის ოთახის გამათბობლის გაწმენდა 70 - დან 100 - ლარამდე; ყველა გამოცვლილ დეტალზე მოქმედებს გარანტია. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ შეკეთებულ ნივთზე. გაგიწევთ სატელეფონო კონსულტაციას უფასოდ, ყველა დასმულ კითხვაზე. მოერიდეთ უპასუხისმგებლო ხელოსნების მომსახურეობას, იგრძენით თავი უსაფრთხოდ.

შეფასება 5.0 , 38 შეფასება

წყლის გამაცხელებელი ქვაბის და კალონკის შეკეთება

✅ ვაკეთებ წყლის გამაცხელებელ ქვაბებს და კალონკებს; ✅ კალონკისა და ქვაბის მონტაჟი; ✅ შეკეთება რა თქმა უნდა გარანტით; ✅ მაქვს მეორადი გათბობის ქვაბები და კალონკები; ✅ მომსახურება 24/7-ზე

ცენტრალური გათბობის ქვაბის და წყლის გამაცხელებლის ხელოსანი

✅ ვაკეთებთ წყლის გამაცხელებელ კალონკებსა და ცენტრალურ ქვაბებს; ✅ ვამონტაჟებთ კალონკებსა და ქვაბებს; ✅ შეკეთება ხდება გარანტიით; ✅ ვართ გამოცდილები ამ საქმეში, მოგემსახურებით 24/7 ყოველდღე; ✅ ასევე ვიბარებთ მეორად კალონკებსა და ქვაბებს; დარეკეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე, ასევე გვაქვს: ვაცაპი ✅ ვაიბერი ✅

შეფასება 5.0 , 16 შეფასება

მომხმარებლის შეფასებები

ცენტრალური ქვაბების შეკეთება

შეფასების ავტორი: ნინი

მადლობას გიხდით,ბატონო გიორგი,გაწეული შრომისთვის. ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოთი....

​გაზის კალონკის უსაფრთხოება: რა უნდა ვიცოდეთ ხელოსნის მომსახურების შესახებ

გაზის კალონკის ხელოსანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი სახლის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაში. გაზის წყლის გამათბობლები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საცხოვრებელ ფართებში, საჭიროებენ რეგულარულ მოვლასა და პერიოდულ შემოწმებას, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები, რომლებიც შეიძლება მოხდეს გაზის გაჟონვის ან მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად. სწორედ ამ დროს ხდება საჭირო გამოცდილი კალონკის ხელოსნის მომსახურება.
სერვისი - გაზის კალონკის ხელოსანი გამოძახებით უზრუნველყოფს პროფესიონალურ დახმარებას  ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენი გაზის წყლის გამათბობელს ესაჭიროება შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა გაუთვალისწინებელი ავარია ხდება და სწრაფად გიწევთ რეაგირება სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად.  გამოცდილი სპეციალისტები შეასრულებენ თავიანთ სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად,  მოაგვარებენ ყველა სახის პრობლემას, რაც გაზის წყლის გამათბობელთან არის დაკავშირებული.
კალონკის შეკეთება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას, რადგან არასწორი ჩარევა შეიძლება სერიოზული რისკების შემცველი იყოს. გაზის კალონკის ხელოსანი უზრუნველყოფს, რომ ყველა საჭირო პროცედურა შესრულდეს მაღალი ხარისხით და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ეს მოიცავს როგორც მოწყობილობის დიაგნოსტიკას და პრობლემის იდენტიფიცირებას, ასევე მის ეფექტურად შეკეთებას ხანგრძლივი გამოყენებისათვის.
გაზის კალონკის შეკეთება შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა პრობლემით, როგორიცაა კალონკის არასწორი ამუშავება, არათანაბარი წყლის გათბობა, ან თუნდაც გაზის გაჟონვის რისკი. ამ ყველაფრის დროულად აღმოსაფხვრელად საჭიროა პროფესიონალი ხელოსნის ჩარევა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს პრობლემის წყაროს და მის ეფექტურ აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, გაზის წყლის გამათბობლის ხელოსნის პროფესიონალური მომსახურება ასევე მოიცავს კალონკის რეგულარულ შემოწმებას და მის პერიოდულ დიაგნოსტიკას, რაც ხელს უწყობს გაზის მოწყობილობის ხანგრძლივ და უსაფრთხო მუშაობას. კალონკის ტექნიკური მოვლა და დროული შეკეთება მნიშვნელოვნად ამცირებს ავარიების რისკს და უზრუნველყოფს, რომ თქვენი სახლი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო.  Servisebi.ge დაგეხმარებათ იპოვოთ საჭირო სპეციალისტი ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გამათბობლის ხელოსანი, სანტექნიკის ხელოსანი, ელექტრიკოსი, ავეჯის ხელოსანი, სარემონტო სერვისი და ა.შ.  
ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა ხელოსნების შეთავაზებები მომსახურების პირობებით, მდებარეობით, ფოტოებითა და საკონტაქტო ინფორმაციით.   მსგავსი შესაძლებლობა გიმარტივებთ, როგორც მოძიების, ასევე შერჩევის პროცესს. აირჩიეთ სასურველი კატეგორია და დაათვალიერეთ შემსრულებლები თქვენს ქალაქში. გამოცდილი ხელოსნების მრავალფეროვანი შეთავაზებები საშუალებას გაძლევთ აარჩიოთ სპეციალისტი თქვენი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად. რაც მთავარია, ვებგვერდზე მოქმედებს შეფასებების სისტემაც, შეთავაზებების სრულ გვერდზე ნახავთ სხვა მომხმარებლების მიერ დაწერილ შეფასებებს კონკრეტულ შემსრულებლებზე, რაც ბევრად გაგიმარტივებთ შერჩევის პროცესს. მომსხურების მიღების შემდეგ კი თავადაც შეძლებთ დააფიქსიროთ შეფასება მიღებულ გამოცდილებაზე.
ვებგვერდის მრავალფეროვანი არჩევანი,  გამოცდილი სპეციალისტების პროფესიონალური მომსახურება ამ სერვისის ყველა ასპექტში უზრუნველყოფს თქვენი გაზის წყლის გამათბობლის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა დროს გვჭირდება პროფესიონალის დახმარება?

თუ წყალი არ თბება, მოწყობილობა უცნაურ ხმებს გამოსცემს ან გაზის სუნი იგრძნობა, მაშინ გაზის კალონკას შესაძლოა სერიოზული პრობლემა ჰქონდეს და საჭიროა პროფესიონალი ხელოსნის დახმარება.

​რამდენად მნიშვნელოვანია გაზის კალონკის რეგულარული დიაგნოსტიკა?

გაზის გამათბობლის რეგულარული დიაგნოსტირება საწყის ეტაპზევე აღმოფხვრის პრობლემებს,  თავიდან გვარიდებს გაზის გაჟონვის რისკს და სხვა სერიოზულ პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი. ხელოსნის პერიოდული შემოწმება უზრუნველყოფს კალონკის უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას.

​რა უპირატესობა აქვს გაზის კალონკის ხელოსნის გამოძახებას?

პროფესიონალის გამოძახება დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას, რადგან სპეციალისტი ადგილზე შეამოწმებს და გამოასწორებს პრობლემას. ამით თავიდან აიცილებთ გაუმართაობის რისკებს და სერიოზულ ზიანს.

როგორ ავირჩიოთ კომპეტენტური გაზის კალონკის ხელოსანი?

ყურადღება მიაქციეთ ხელოსნის გამოცდილებას, ლიცენზიასა და მომხმარებელთა შეფასებებს. ეს დაგეხმარებათ იპოვოთ სანდო და გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც მაღალკვალიფიციურად გაუმკლავდება პრობლემას.