Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

კომპიუტერის დიაგნოსტიკა

კომპიუტერის დიაგნოსტიკა პირველი ნაბიჯია ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მოგვარებისას. ის გვეხმარება ზუსტად დავადგინოთ, რა იწვევს კომპიუტერის არასწორ მუშაობას - ტექნიკური დაზიანება თუ პროგრამული ხარვეზი.
ხშირად მომხმარებელს უჭირს პრობლემის წყაროს დამოუკიდებლად დადგენა. კომპიუტერი შეიძლება ნელა მუშაობდეს, თვითნებურად ითიშებოდეს ან საერთოდ არ ირთვებოდეს. თითოეული ეს სიმპტომი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული - გადახურებით, კვების ბლოკის დაზიანებით, ვირუსით ან ოპერაციული სისტემის ხარვეზით.
კომპიუტერის დიაგნოსტიკა განსაკუთრებით რეკომენდებულია რეგულარულ ინტერვალებში, პრევენციული მიზნით - ეს ეხმარება მომავალი პრობლემების ადრეულ გამოვლენას, სანამ ისინი უფრო სერიოზულ და ძვირადღირებულ დაზიანებად იქცევა.
verify badge პრემიუმი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
pin თბილისი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5

მოგემსახურებათ პროფესიონალი IT სპეციალისტი. ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა: გთავაზობთ გრაფიკული / არქიტექტურული / დიზანერულ / საოფისე და სხვა პროგრამების დაყენებას. სასურველი წლის / ვერსიის ჩაწერა და ულიმიტო აქტივაციას. რაოდენობის არსებობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. AUTOCAD, ARCHICAD, 3ds Max, CorelDRAW, Adobe Photoshop, Adobe Premiere, Microsoft Office 2019 / 2021 / 2024 - Excel /Outlook / PowerPoint / Word / Visio Premium, Adobe Acrobat Pro,InDesign,Illustrator,Lingvo,Promt,After Effects,FrameMaker,PageMaker,Matlab,Mathematica,KitchenDraw,Lumion Pro,Autodesk Revit. შეგიძლიათ შემიკვეთოთ სასურველი პროგრამა ვაკეთებთ კომპიუტერებს და ლეპტოპებს ps4 ps5 ფლეისტეიშენის შეკეთება გვაქვს ნაწილები ვახორციელებთ მტვრისაგან გაწმენდას თერმოპასტის შეცვლას თხევადი მეტალის შეცვლას ან შესწორებას.სახარჯო მასალას და ნაწილებს ვიყენებთ საშვალო ან უმაღლესი ხარისხისას.მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად გარანტით. - კომპიუტერზე პაროლის მოხსნა - PC კომპიუტერის აწყობა, გაძლიერება, დაზიანებული ნაწილების შეცვალა - კომპიუტერების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების გაცემა - ეს ყველაფერი გამოძახებით და დისტანციურად დამოკიდებულია იმაზე თუ რა სერვისს აირჩევთ. დისტანციური სერივისის შემთხვევაში საჭირო პროგრამის დაყენებაში დაგეხმარებით ესენია Teamviewer და enydesk. ანგარიშსწორება: ნაღდი / უნაღდო TBS/Bank of Georgia

profile avatar
ლაშა
star icon 5.0 (35)
პრო
სრული კომპიუტერული მომსახურება გამოძახებით ასევე კონსულების Sony 4/5
სრული კომპიუტერული მომსახურება გამოძახებით ასევე კონსულების Sony 4/5

- სრული კომპიუტერული მომსახურება, ლეპტოპის შეკეთება, დიაგნოსტირება; - კომპიუტერის პროგრამული და ტექნიკური დიაგნოსტიკა კომპიუტერების ლეპტოპის გაწმენდა მტვრისაგან, თერმო პასტის წასმა, როგორც საშუალო, ისე მაღალი ხარისხსი, დაზეთვა, მსგავსი მომსახურეობა შესაძლებელია სონიფლეისტეიშენზე, მაკებზე მაკბუქებზე და იქსბოქსზე; ასევე გთავაზობთ სრულ სერვის sony playstation 4 და 5 ✅ - კონსოლის გაწმენდა - თერმო პასტის შეცვლა - ჯოისტიკის შეკეთება - პროგრამის ჩაწერა - კონტროლერის შეკეთება - HDMI პორტის შეკეთება - საოფისე და გრაფიკული პროგრამების დაყენება; - სრული ტექნიკური მომსახურეობა, კომპიუტერებზე, ლეპტოპებზე, მაკებზე; - პერიფერიული მოწყობილობების დრაივერების ინსტალაცია მიერთება; - გაძლერება, ნაწილების შეცვლა; - ეკრანის გამოცვლა კლავიატურის გამოცვლა და ასე შემდეგ .ვაგვარებთ ყველანაირ პრობლემის მოგვარება; - ვირუსებისგან გაწმენდა - ანტივირუსის ჩაწერა. - ინფორმაციის შენახვა გადაყენების დაწყებამდე. - ნებისმიერი დრაივერის დაყენება. - ნებისმიერი ბრაუზერის ჩაწერა.(Chrome/Opera/Mozilla/maxthon/yandex...). - სამუშაო პროგრამების დაყენება.(Word/Excel/Powerpoint,k-lite Codek pack,Gom player,Winrar/Winzip,Adobe Pdf Viewer/Editor...). - არქიტექტორული და გრაფიკული პროგრამების ჩაწერა.(Archicad,Autocad,3ds Max,Lumion Pro,Adobe Photoshop/Illustrator/AfterEffect,Premiere,CorelDraw...). - საოფისე პროგრამების აქტივაცია. - ვინდოუსზე მომხმარებლის დავიწყებული პაროლის მოხსნა. - პრინტერის, სკანერის, ვებ კამერის დაყენება. - პრინტერის დაკავშირება რამდენიმე კომპიუტერთან ქსელში. - წაშლილი ინფორმაციის აღდგენა.

star icon 5.0 (50)
პრო
კომპიუტერული მომსახურება
კომპიუტერული მომსახურება

მოგემსახურებათ პროფესიონალი სერთიფიცირებული IT სპეციალისტი. ✅ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა; ✅კომპიუტერზე პაროლის მოხსნა; ✅თქვენთვის სასურველი პროგრამების ჩაწერა (როგორც რემოუტად ონლაინ, ასევე ადგილზე მისვლით); ✅PC კომპიუტერის აწყობა, გაძლიერება, დაზიანებული ნაწილების შეცვალა; ✅PC კომპიუტერის მტვრისგან გაწმენდა და თერმოპასტის შეცვლა; ✅კომპიუტერების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების გაცემა; ✅დაკარგული ფაილების აღდგენა; ✅wi-fi როუტერის კონფიგურაცია; ✅პრინტერების და სხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია; ყველაფერი ადგილზე მისვლით, დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

star icon 5.0 (10)
certificate icon 1
verify badge პრო
playstation xbox pc laptop გაწმენდა, თერმოპასტის შეცვლა - შეკეთება
playstation xbox pc laptop გაწმენდა, თერმოპასტის შეცვლა - შეკეთება

ფლეისთეიშენის დეტალური წმენდა, თერმო პასტის თხევადი მეტალის და თერმო ბალიშების შეცვლა. გამოყენებული მასალა არის უმაღლესი ხარისხის. ასევე ვაკეთებთ კონტროლერებს გარანტიით. playstation 4/5 & Xbox-ის გაწმენდა გარანტიით. - სათამაშო კონსოლის გაწმენდა - თერმო პასტის შეცვლა - ჯოისტიკის შეკეთება - HDMI პორტის შეცვლა - კონტროლერის შეკეთება - პროგრამის ჩაწერა - დისკის წამკითხველის შეკეთება - ლაზერის შეცვლა დიაგნოსტიკა - შეკეთება გარანტიით, როგორც კომპიუტერებზე, ასევე ლეპტოპებზე / ნოუთბუქებზე. * კომპიუტერის შეკეთება, გაძლიერება და ყველანაირი კომპიუტერული პრობლემის მოგვარება. * კომპიუტერული მომსახურეობა ასევე ვინდოუსზე * დავიწყებული პაროლის მოხსნა * ვირუსებისგან გაწმენდა * სრული პროგრამული უზრუნველყოფა მდებარეობა: თბილისი, მცხეთა, რუსთავი 15 წლიანი გამოცდილება ამ საქმიანობის მიმართულებით - "დრაივერების" დაყენება; - გარე მოწყობილობების ინსტალაცია, საოფისე პროგრამების ინსტალაცია, უახლესი ვერსიები MS Office, Adobe Acrobat, Nitro Pro, PDF editor, -Omega, Fina, Oris. - დავიწყებული პაროლების აღდგენა. - ლეფტოპის / პერსონალური სონიფლეისტეიშენი, იქსბოქსი, მაკბუქი, მაკი, კომპიუტერის პროფესიონალურად დაშლას და მტვრისგან გაწმენდა. - თერმოპასტის შეცვლა, თერმობალიშების შეცვლა. - ჩიპების ტემპერატურების შემოწმება, ასევე თხევადი მეტალის შეცვლა. პროგრამების ჩაწერა ინსტალაცია / დაყენება: 1)3D პროგრამები 2)Archicad 3)Autodesk -ნებისმიერი პროგრამა 4)Adobe - პროგრამებიდა სხვა ნებისმერი პროგრამა.

star icon 5.0 (19)

კომპიუტერის დიაგნოსტიკის სერვისი

კომპიუტერის დიაგნოსტიკის სერვისი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მისი მთავარი მიზანია მოწყობილობაში არსებული პრობლემის ზუსტი მიზეზის დადგენა. სპეციალისტი ამოწმებს როგორც ტექნიკურ ნაწილებს — მყარ დისკს, ოპერატიულ მეხსიერებას, კვების ბლოკსა და გაგრილების სისტემას, ისე პროგრამულ მხარეს: ოპერაციული სისტემის მდგომარეობას, ვირუსების არსებობასა და დრაივერების გამართულ მუშაობას.
შემოწმების შემდეგ სპეციალისტი აფასებს დაზიანების მიზეზს და გვთავაზობს პრობლემის მოგვარების გზას. სწორად ჩატარებული კომპიუტერის დიაგნოსტიკის სერვისი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ხარჯები და ზუსტად განვსაზღვროთ, საჭიროა თუ არა დეტალის შეცვლა, სისტემის გამართვა ან სხვა ტიპის შეკეთება.
დღეს ეს მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც სერვისცენტრში, ისე გამოძახებით. Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი სპეციალისტი, შეადაროთ მომსახურების პირობები, ფასები და დაუკავშირდეთ მათ მარტივად, შუამავლების გარეშე.

მომხმარებლის შეფასებები

კომპიუტერული მომსახურება სურათი
კომპიუტერული მომსახურება
ია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

სწრაფი და ხარისხიანი სერვისი, დამეხმარა ძალიან. ვუწევ რეკომენდაციას! <3

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
ირაკლი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ძალიან ხურდებოდა ლეპტოპი, ჩაუტარდა სრული სერვისი, გაიწმინდა და შეცვალა უმაღლესი კატეგორის თერმოპასტა, მათ შორის ბალიშები...

კომპიუტერული მომსახურება სურათი
კომპიუტერული მომსახურება
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ძალიან ყურადღებიანი ადამიანი, პროფესიონალი თავის საქმეში და თავაზიანი.დარეკეთ უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ შეკითხვას

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

გაწმინდა ფლეისტეიშენი გამოძახებით, ასევე ჯოისტიკს შეუცვალა თავი, მუშაობს გემრიელად 24/7 ზე და ძალიან კომფორტული იყო ეს ...

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
დანიელ
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

დაზიანებული იყო კვების ბლოკი, გაიტესტა ტესტერით, ჩემი თანდასწრებით გამოიცვალა, ახლი ჩაყენდა და მუშაობს. სხვაგან მქონდა ა...

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
დონარა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ჩაგვიწერა ფოტოშოფი ილუსტრატორი 3დ მაქსი აუტო კადი ქორელი საოფისე პროგრამები და ადობე აკრობატი პრო მადლობა

როდის საჭიროებს კომპიუტერი პროფესიონალურ დიაგნოსტიკას?

კომპიუტერი უცნაურად მუშაობს, ნელდება ან ხშირად ითიშება? სანამ კონკრეტული ნაწილის შეცვლაზე ან შეკეთებაზე გადავდგამთ ნაბიჯს, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ პრობლემის მიზეზი. კომპიუტერის დიაგნოსტიკა სწორედ ის პროცესია, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, ტექნიკურ დაზიანებასთან გვაქვს საქმე თუ პროგრამულ ხარვეზთან.
ხშირად მომხმარებელს უჭირს პრობლემის წყაროს დამოუკიდებლად დადგენა, რადგან ერთი და იგივე სიმპტომი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგალითად, კომპიუტერის შენელება შესაძლოა ვირუსმა, გადატვირთულმა სისტემამ ან მყარ დისკთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვიოს, ხოლო ხშირი გათიშვა — გადახურებამ, კვების ბლოკის გაუმართაობამ ან გაგრილების სისტემის დაბინძურებამ.
კომპიუტერის დიაგნოსტიკის სერვისი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სპეციალისტი ამოწმებს ტექნიკურ კომპონენტებს — მყარ დისკს, ოპერატიულ მეხსიერებას, კვების ბლოკსა და გამაგრილებელ სისტემას. პარალელურად მოწმდება პროგრამული მხარეც: ოპერაციული სისტემის მდგომარეობა, ვირუსების არსებობა, დრაივერების გამართულობა და საჭიროების შემთხვევაში სისტემის ოპტიმიზაცია.
სწორად ჩატარებული დიაგნოსტიკის შემდეგ სპეციალისტი ადგენს პრობლემის მიზეზს და გვთავაზობს მისი მოგვარების გზას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი შეფასება ხშირად ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მომხმარებელს შეიძლება ეგონოს, რომ საჭიროა ძვირადღირებული დეტალის შეცვლა, თუმცა რეალურად პრობლემა მხოლოდ მტვრით დაბინძურებული ვენტილატორი ან არასწორად გამართული პროგრამული სისტემა იყოს.
პროფესიონალი კომპიუტერის ხელოსანი არა მხოლოდ დაზიანების მიზეზს ადგენს, არამედ გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში — საჭიროა თუ არა კომპონენტის შეცვლა, სისტემის გაწმენდა, ვირუსების მოცილება, პროგრამების ჩაწერა ან სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი კომპიუტერების შეკეთება ყოველთვის იწყება დეტალური შემოწმებით და არა შემთხვევითი ნაწილების შეცვლით.
დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპიუტერს უკვე აქვს პრობლემა, არამედ პრევენციული მიზნებისთვისაც. დროული შემოწმება საშუალებას გვაძლევს ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ შესაძლო დაზიანებები და თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული გაუმართაობა. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს მათთვის, ვინც კომპიუტერს ყოველდღიურად იყენებს სამუშაოსთვის, სწავლისთვის ან მნიშვნელოვანი მონაცემების შესანახად.
დღეს კომპიუტერის დიაგნოსტიკა შესაძლებელია როგორც სპეციალიზებულ სერვისცენტრში, ისე გამოძახებით. კომპიუტერის შეკეთება გამოძახებით მოსახერხებელი ვარიანტია მაშინ, როდესაც ტექნიკის გადატანა რთულია ან მომხმარებელს სურს პრობლემა ადგილზე შეამოწმოს.
Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ შესაბამისი სპეციალისტი, შეადაროთ მომსახურების პირობები, ფასები და შეფასებები და შეარჩიოთ პროფესიონალი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც დიაგნოსტიკაში, ისე კომპიუტერის შემდგომ შეკეთებასა და გამართვაში.
 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება კომპიუტერის დიაგნოსტიკა?

კომპიუტერის დიაგნოსტიკის დრო დამოკიდებულია პრობლემის ტიპსა და სირთულეზე. მარტივი შემოწმება ხშირად ერთ საათამდე გრძელდება, თუმცა თუ საჭიროა ტექნიკური ნაწილების ან პროგრამული სისტემის უფრო დეტალური შემოწმება, პროცესს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

შედის თუ არა კომპიუტერის დიაგნოსტიკის სერვისი შეკეთების ფასში?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციალისტზე. ზოგიერთი მომსახურების მიმწოდებელი დიაგნოსტიკას ცალკე ითვლის, ნაწილი კი მას შემდგომი შეკეთების ღირებულებაში აერთიანებს. ამიტომ სასურველია პირობები წინასწარ დააზუსტოთ.

შესაძლებელია თუ არა დიაგნოსტიკის ჩატარება ლეპტოპისთვისაც?

დიახ, შესაძლებელია. ლეპტოპის შეკეთება და მისი შემოწმება ხშირად მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან კომპონენტები მცირე სივრცეშია განთავსებული. სპეციალისტი ამოწმებს როგორც ტექნიკურ, ისე პროგრამულ ნაწილს და ადგენს პრობლემის მიზეზს.

თუ დიაგნოსტიკამ პრობლემა ვერ აღმოაჩინა, რას ნიშნავს ეს?

ზოგჯერ გაუმართაობა პერიოდულად ჩნდება და შემოწმების მომენტში არ ვლინდება. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი დაკვირვება ან განმეორებითი შემოწმება მაშინ, როცა პრობლემა კვლავ გამოჩნდება.

შესაძლებელია თუ არა დიაგნოსტიკისა და შეკეთების ერთ ვიზიტში ჩატარება?

დიახ, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია. თუ პრობლემა მარტივად გვარდება და საჭირო ნაწილებიც ხელმისაწვდომია, სპეციალისტი ერთ ვიზიტში შეძლებს როგორც შემოწმებას, ისე შეკეთებას, რაც დროს და დამატებით გადაადგილებას ზოგავს