მანქანის კონდიციონერის გაწმენდა აუცილებელი ღონისძიებაა. სამწუხაროდ, კონდიციონერის სისტემაში უსიამოვნო სუნი ხშირად ძლიერდება, რაც საგანგაშო სიტუაციის მხოლოდ გარეგანი გამოვლინებაა. მომაბეზრებელი სუნი ნიშნავს, რომ მომრავლდა მიკრობები და სოკოები. შესაბამისად კონდიციონერის დეზინფექცია აუცილებელი ხდება.
გაგრილების სისტემის გამორეცხვა ყოველწლიურად ჩასატარებელი პროცედურაა. ანტიბაქტერიული წმენდა შესაძლებელია ქიმიური ან მექანიკური გზით. მეორე ვარიანტი შედარებით რთულია ვინადიან მოითხოვს საჰაერო მილების სისტემის სრულ დაშლას და დაფის დემონტაჟს, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობა პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია.