განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მანქანის კონდიციონერის დატუმბვა

მანქანის კონდიციონერის დატუმბვა მისი რეგულარული მოვლის ნაწილია. იმის მიუხედავად რომ ეს დახურული სისტემაა ფრეონის გაჟონვა მაინც ხდება. ექსპერტების აზრით კონდიციონერის დატუმბვა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული, იმ შემთხვევაში თუ სისტემის ეფექტურობა არ დაქვეითებულა.
თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ზუსტად რამდენი ფრეონია საჭირო თქვენი მანქანის მოდელისთვის კაპოტის ქვეშ არსებული სტიკერის საშუალებით. მასში მითითებულია ფრეონის ტიპი, ნომინალური მასა გრამებში და ზეთის საჭირო რაოდენობა. ამ ინფორმაციის მოძიება მანქანის დოკუმენტაციაში და დილერების საშუალებითაც შესაძლებელია. 

 

განცხადებები

გაგრილების სისტემის სრული სერვისი

ვაგვარებთ გაგრილების სისტემასთან დაკაშირებით ნებისმიერ პრობლემას. ვამატებთ ფრეონს, ვამოწმებთ ვაკუუმზე, ვსვავთ სწორ დიაგნოზს და ვცვლით კომპრესორებს. ასევე ადგილზე გვყავს ელექტრიკიც და ელექტრონულადაც გაგიმართავთ გაგრილბის სისტმას.

ავტო კონდიციონერის შევსება/დიაგნოსტიკა

გთავაზობთ ავტო კონდიციონერის შევსება, დატენვა, დიაგნოსტიკას, როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე სპეც ტექნიკაზე. სპეც ტექნიკაზე შესაძლებელია ადგილზე მომსახურებით. კომპრესორებს და შკივებს არ ვცვლი, არ ვაკეთებ.

ფრეონის დატუმბვა

AUTO LINE-ი გთავაზობთ ავტომობილის კონდინციონერის სისტემაში ფრეონის დამატებასა და შემოწმებას ყველა ტიპის ავტომობილებზე: ✅ კონდიციონერის სისტემაში ფრეონის შემოწმებას; ✅ კონდიციონერის სისტემაში ფრეონის დამატებას; ✅ კონდენცირების სისტემის სრულ გამართვას; ✅ ხარისხიანი მომსახურება; ✅ კვალიფიციური სპეციალისტები; შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი ჩვენს ავტო სერვისში და იარეთ მშვიდად და უსაფრთხოდ! დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე ან მობრძანდით მისამართზე.

მანქანის კონდინციონერის შეკეთება

გთავაზობთ ავტომობილზე ფრეონის დამატებას, დატუმბვას, შეკეთებას , დიგანოსტიკას თანამედროვე აპარატურით. გვაქვს გლობალის ფირმის მარკის სერტიფიცირებული ფრეონი. ვემსახირებით როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ასევე სატვირთო და დიდ ავტომანქანებს.

ფრეონის ჩატუმბვა

ჩვენთან მიიღებ სრულ სერვისს: - ფრეონის შევსება • ამოტუმბვა • შენახვა - პროფესიონალური დიაგნოსტიკა - TIG (არგონით) შედუღება და სისტემის სრულყოფილი აღდგენა იმუშავე გრილად — იმგზავრე კომფორტულად! დაგვიკავშირდი დღესვე!

ავტომობილის კონდიციონერის დატუმბვა

ავტომობილის კონდიციონერის დატუმბვა აუცილებელია განხორციელდეს პროფესიონალის ჩართულობით. აღჭურვილობის გარეშე თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფრეონი დარჩა სისტემაში. აღსანიშნავია, რომ თუ სისტემაში ფრეონის ნახევარზე ნაკლები რაოდენობა რჩება მიზანშეწონილია მისი ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ ფრეონთან ერთად სისტემაში ჭარბი ტენიანობა და ჰაერი გამოჩნდება. ეს კოროზიის პროცესს დააჩქარებს და ხელს შეუშლის კონდიციონერის სრულ მუშაობას. ყველაზე კრიტიკულ შემთხვევებში კომპრესორი ზიანდება და საჭიროა ძვირადღირებული რემონტი. ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად კვალიფიციურ სპეციალისტს დროულად უნდა მიმართოთ. 

მსგავსი ძიებები