განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მანქანის ქიმწმენდა გამოძახებით

დატვირთული ცხოვრების პირობებში მანქანის ქიმწმენდა გამოძახებით პოპულარული სერვისია. სისუფთავის შენარჩუნება ავტომობილის ესთეტიურ იერს და კომფორტულ მგზავრობას განაპირობებს. ხანგრძლივი მოგზაურობის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანქანის ინტერიერის წმენდა და განახლება, რადგან ბინძურმა სალონმა შესაძლოა ჯანმრთელობას საფრთხეც კი შეუქმნას. ეს იმიტომ რომ სავარძლებზე არაერთი მიკრობი და ჭუჭყი გროვდება, რომელიც სუნთქვისას თქვენს ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია გამოცდილ სპეცალისტს დროულად მიმართოთ და ხელოსანი ჩვენი პლატფორმის საშუალებით, სასურველ ადგილას, გამოიძახოთ.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

მანქანის ქიმწმენდა

თქვენი მანქანის სალონს ახალი სიცოცხლე სჭირდება? ვაკეთებ მანქანის სალონის პროფესიონალურ ქიმწმენდას! ✔️ ლაქების მოცილება ✔️ უსიამოვნო სუნის განეიტრალება ✔️ სავარძლების ღრმა წმენდა ✔️ პლასტმასისა და ჭერის დამუშავება სისუფთავე, სიგრილე და სასიამოვნო სურნელი გარანტირებულია! დამიკავშირდით და თქვენი ავტომობილი ისევ ახალივით იქნება. ასევე ადგილზე მოსვლითაც მოგემსახურებით.

მაკო
შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ავტომობილის ქიმწმენდა

✅️ ავტომობილის ქიმწმენდა კერხერის პროფესიონალური აპარატით. გამოცდილი სპეციალისტი იზრუნებს თქვენს ავტომობილზე. ვიყენებთ: - კერხერის პროფესიონალურ აპარატს - საუკეთესო ხსნარებს - ორთქლის პროფესიონალურ აპარატს - სწრაფად საშრობ აპარატურას - გაშრობის პროცესის დაჩქარებისა და თქვენი კომფორტისთვის ფასი და პირობები შეთანხმებით. დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

ავტომობილის ქიმწმენდა

მაქვს 12 წლიანი გამოცდილება ავტომობილის ქიმწმენდის სფეროში. ვმუშაობ გერმანული Grass ხსსნარებითა და Karcher Professional ქიმწმენდის აპარატით. ვაკეთებ ავტომობილის დეტალურ ქიმწმენდას. ქიმწმენდაში შედის: მთლიანი სალონის ქიმწმენდა, ჭერი, ტორპედო, 4-ვე კარი, სავარძლები, ნოხები და საბარგული. ფასი განისაზღვრება მოცულობისა და დაბინძურების მხრივ.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ავტომობილის ქიმწმენდა გამოძახებით

თუ მანქანას ყოველდღიურად  იყენებთ, თუმცა მისი მოვლისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ავტომობილის ქიმწმენდა გამოძახებით ჩინებული არჩევანია. ავტომწარმოებლები დღეს ინტერიერის გასაფორმებლად მრავალფეროვან მასალას იყენებენ. აქ იპოვით ტყავს, ალკანტარას, ხავერდს და მრავალ სხვა ქსოვილს, რომელიც მძღოლის და მგზავრების სავარძლებს შეესაბამება. ჭერისთვის სპეციალური ქსოვილი გამოიყენება, შესაბამისად, ერთი სალონი ერთდროულად ბევრი სახის მასალისგანაა დამზადებული. გამოცდილმა სპეციალისტმა ზუსტად იცის თითოეული მასალისთვის რომელი საშუალება გამოიყენოს, ამიტომ კვალიფიციური წმენდის ოსტატის დაქირავება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანებებს თავიდან ვერ აირიდებთ. 

მომხმარებლის შეფასებები

ავტომობილის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: ავთო

ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭებო თქვენი მომსახურებით. თქვენი საქმის პროფესიონალები ხართ

მანქანის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: გია

მოლოდინს გადააჭარბა, კმაყოფილი ვარ მომსახურეობით, რეკომენდაციას ვუწევ ამ გუნდს

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები