მოგესალმებით. გთავაზობთ მომზადებას სამოქალაქო განათლებაში, როგორც ონლაინ, ისე პირისპირი რეჟიმით. მეცადინეობის ფასი 100 ლარი. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ, ხოლო გამოცდების მოახლოებისას ყოველდღიურად. მცირე ინფორმაციიდან გამომდინარე დამატებითი მასალებითა და ტესტებით მოგამარაგებთ მე. ასევე ჩატარდება იმიტირებული გამოცდებიც. ლიკუნა.
მოგესალმებით! სამოქალაქო განათლებაში მოვამზადებ აბიტურიენტებს. ცოტა რამ ჩემს შესახებ: ვარ სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი თბილისის 146 საჯარო სკოლაში (ვასწავლი სამოქალაქო განათლებასა და მსოფლიო კულტურას). განათლება: ფილოსოფიის ბაკალავრი - თსუ. ფილოსოფიის მაგისტრი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე მაქვს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან არაფორმალური მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება შეხვედრის რაოდენობასა და ხანგრძლივობას, ეს იქნება კვირაში ორჯერ და განისაზღვრება საათ-ნახევრიდან ორ საათამდე დროით. ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა - 3. მისამართი: თბილისი, ვაკე. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესენჯერში ან მითითებულ ტელეფონის ნომერზე
ვარ კომაროველი, ვსწავლობ ISET-ში. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკაში მისაღებ ფასად.
მოვამზადებ აბიტურიენტებს და სკოლის მოსწავლეებს ფრანგულ ენაში
შეგასწავლით ქართულ ენასა და ლიტერატურას საფუძვლიანად. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კურსდამთავრებული. დადასტურებული მაქვს საგნობრივი კომპეტენცია და გამაჩნია შესაბამისი გამოცდილება, მათ შორის, აბიტურიენტებთან მუშაობისაც. გპირდებით მაქსიმალურად დადებით და შემეცნებით სასწავლო პროცესს. გაკვეთილები ჩატარდება მოსწავლესთან ბინაზე მისვლით(თბილისის მასშტაბით), კვირაში ორი დღე, ფასი 150 ლარი.
მოვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ I-VIკლასის ჩათვლით ყველა საგანში უცხო ენების გარდა. საგანში თეორიული საკითხების შესწავლასთან ერთად მოსწავლესთან ვიმუშავებ ისეთი უნარების გამომუშავებაზე, როგორიცაა: .გამართული მეტყველება; .კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება; .კრეატიულობა; .კომუნიკაბელურობა; .არგუმეტირებული მსჯელობა; .ლოგიკური აზროვნება;
მოვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის ისტორიაში. ს წ ა ვ ლ ე ბ ი ს პ რ ო ც ე ს ი: მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ინდივიდუალურად. გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წუთი. სწავლის პროცესში გამოვიყენებთ სხვადასხვა ტიპის ვიზულაურ მასალას და ინტერნეტ რესურსს. თეორიული მასალის განსამტკიცებლად, სისტემატურად ჩავატარებთ ეროვნული გამოცდების ტესტთან მაქსიმალურად მიახლოებულ შემაჯამრებელ ტესტირებებს. ს ა მ უ შ ა ო გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა: დავასრულე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ისტორიის მიმართულება, უმაღლესი აკადემიური მოსწრებით. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება. ვარ ეროვნული გამოცდების გამსწორებელი ისტორიაში. ვკითხულობ ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში(GAU), აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტში(EEU) და ქართულ უნივერსიტეტში(SANGU). ვეწევი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 2010 წლიდან ვარ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. ვარ რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი თუ ძირითადი შემსრულებელი. კვლევის შედეგები ასახულია მოხსენებებში რომელიც წავიკითხე არაერთ რეგიონულ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ასევე გახლავართ ოცამდე სამეცნიერო სტატიისა თუ წიგნის ავტორი და თანაავტორი. ა დ გ ი ლ მ დ ე ბ ა რ ე ო ბ ა: სწავლება შესაძლებელია როგორც ჩემთან (საბურთალო, მეტრო პოლიტექნიკურთან), ასევე ბინაზე მისვლით ან დისტანციურად (ონლაინ პლატფორმის მეშვეობით). გ ა რ ა ნ ტ ი ა: აბიტურიენტთა მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობისა და მოტივაციის შემთხვევაში უმაღლესი შედეგი გარანტირებულია!
სექტემბრიდან მოვამზადებ ბავშვებს, ყველა საგანში,უცხო ენის გარდა, დაწყებით საფეხურზე. დავამთავრე თსუ, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი☺️ ვარ ძალიან მხიარული და ძალიან მიყვარს ბავშვები☺️ შემიძლია ბინაზე მოსვლა, ასევე, შემიძლია სახლში მიგიღოთ ☺️ ვცხოვრობ სოლოლაკში. სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე. ფასი: 300 ლარი
ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელი.მოვამზადებ როგორც დაწყებითი ,ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეებს,თბილისში,წერეთლის გამზირზე.
მოვამზადებ აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. უკვე მეოთხე წელია ვამზადებ აბიტურიენტებს. ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე ტერიტორია - ნაძალადევის რაიონი, გ. ჭყონდიდელის 36
გამარჯობა, ვარ 24 წლის სტუდენტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 5 წელია ვცხოვრობ და ვსწავლობ საფრანგეთში, აქედან გამომდინარე მაქვს ყოველდღიური შეხება ფრანგულ ენასთან. განვლილი მაქვს ენის მრავალი კურსი საქართველოშიც და საფრანგეთშიც, ასე რომ კარგად ვიცნობ ამ ენის სტრუქტურას და სწავლების ეფექტურ მეთოდებს. ენის სასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდე ამ ქვეყნის კულტურას, ასე რომ გაკვეთილებთან ერთად გავუზიარებ ადამიანებს ჩემს პირად გამოცდილებას როგორც ფრანგული კულტურის, ასევე ენის მხრივ.
შემიძლია ბავშვთა მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათთვის გრამატიკული შეცდომების იდენტიფიცირების, აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების და თემების გამართულად წერის ჩვევის ჩამოყალიბება.
მოვამზადებ მოსწავლეებს მე-11 კლასის ჩათვლით ისტორიაში. როგორც ონლაინ, ისე პირისპირ. გპირდებით ხარისხიან სწავლის მეთოდებს, დატვირთული ისეთი სავარჯიშოებით, როგორებიც ეროვნულ გამოცდებზეა წარმოდგენილი. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ვაჩვენე უმაღლესი შედეგი და უნივერსიტეტში ამჟამადაც განვაგრძობ ისტორიის შესწავლას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის ბაკალავრი მოამზადებს სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში გაკვეთილებზე დავამუშავებთ სკოლის სახელმძღვანელოს, ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების აღმოფხვრასა და განვლილი მასალის გამეორებაზე. საპროგრამო საკითხებთან ერთად ვისაუბრებთ მრავალ საინტერესო მოვლენასა თუ მოსაზრებაზე. რვა გაკვეთილის ღირებულება: 70 ლარი. ნოდარ კირთაძე
მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.
მოვამზადებ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში.
ვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში უცხო ენის გარდა. მაქვს 4 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. გავლილი მაქვს განათლების ფსიქოლოგიის და პრობლემური ქცევის მართვის კურსები. ვარ პოზიტიური, მოტივირებული, მეგობრული და შედეგებზე ორიენტირებული. ჩემთან ერთად სწავლის პროცესი ძალიან სახალისო, საინტერესო და პროდუქტულია! ფასი დამოკიდებულია კვირის განმავლობაში სასწავლო საათების რაოდენობაზე.
ვარ აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, სპეციალობით ბიოლოგი. შევასწავლი ბიოლოგიას ნებისმიერი ასაკის (მე-12 კლასამდე) და დონის სკოლის მოსწავლეს. შემიძლია როგორც ადგილზე მისვლა, ასევე ონლაინ რეჟიმში მუშაობა. მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება არა მარტო ბიოლოგიაში, ასე რომ შემიძლია შედარებით დაბალ დონეზე მივეხმარო სხვა საგნებიშიც. ვიმუშავებ როგორც მოსწავლეების ჯგუფთან, ასევე ინდივიდუალურად. გაკვეთილის ჩავატარებ კვირაში ერთხელ 2 სთ, ან კვირაში ორჯერ თითო-თითო საათი.
ვარ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ხანგრძლივი სტაჟის მქონე ლექტორი. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ეროვნული გამოცდისთვის. მაქვს უამრავი მასალა (კონსპექტები, ფოტო- და ვიდეო მასალები, უახლესი ტესტები და ა.შ.). ჩემი მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს იღებენ. ფასი შეთანხმებით (მაქვს სხვადასხვა ვარიანტი)
მოვამზადებ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და მასწავლებლის მსურველებს (10 კრედიტის მისაღებად). მომზადების პროცესში ვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს (მაგალითად საინტერესო ისტორიულ თამაშებს რაც საშუალებას იძლევა მასალის სწრაფ ათვისებაში). დამთავრებული მაქვს ბაკალავრის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ისტორიის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით,ამჟამად ვარ დოქტორანტი. ვმუშაობ სკოლაში მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. P.S პირველი გაკვეთილი იქნება უფასო შეხედავთ მოგეწონებათ ვაგრძელებთ/ არ მოგეწონებათ და არ ვაგრძელებთ
ვამზადებ აბიტურიენტებს/მოსწავლეებს ისტორიაში. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს უფროსი მასწავლებელის სტატუსი. მეცადინეობების ხანგრძლივობაა 1,5-2 საათი, ეს დამოკიდებულია მასალასა და მოსწავლის მიერ მის ათვისებაზე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო ყოველ მეორე კვირას იქნება დიდი შემაჯამებელი ტესტირებები, ეროვნულის ფორმატი, სრული სახის. მასალა შედგენილია შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით, ხშირად გვექნება განვლილი მასალის პატარა ტესტირებები. მოსწავლეების მიერ მონდომების, მიზანდასახულობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. სურვილისამებრ მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც. ფასი: 90 ლარი.
სერტიფიცირებული მასწავლებელი მოვამზადებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ეროვნული გამოცდისთვის ისტორიაში. ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დიპლომიანი კურსდამთავრებული ისტორიის მიმართულებით. გახლავართ მაღალი აკადემიური მოსწარების სტუდენტი (4 წელის მუდმივი მერიისა და სახელმწიფო სტიდეპნდიებით). პარალელურად გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების მაინორ პროგრამა. მაქვს ისტორიის უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამჟამად ვმუშაობ კერძო სკოლაში. გავდივართ სრულ საგამოცდო პროგრამას. მომზადების დროს ძირითად აქცენტს ვაკეთებ საკითხისა და ეპოქის ზოგად ანალიზზე და არა ფაქტების თუ თარიღების გაზეპირებაზე. მომზადებისას ვიყენებ სხვადასხვა ვიზუალურ მასალას. მეცადინეობის დრო: კვირაში 3-ჯერ, 1.30 სთ. მისამართი: ვარკეთილი. ელ. ფოსტა: mariam.tskhadiashvili31@gmail.com
პედაგოგი: თამარ რიჟამაძე. ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებელი კერძო სკოლა ,ჰელიოსში". აბიტურიენტებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მყოლია აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო. ვიძლევი გარანტიას, რომ მონდომებული და პასუხისმგებლიანი მოსწავლე საშუალოზე ბევრად მეტ, უმაღლესთან მიახლოებულ ქულას მიიღებს. ვიწყებ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფების შედგენას 2023-2024 სასწავლო წლისთვის. დღეების რაოდენობა: კვირაში 3 ფასი : 100 დოლარი მისამართი: ქვემო ფონიჭალა, აფხაზეთის II შესახვევი #14 დამიკავშირდით
მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს ფიზიკაში სკოლისათვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და SAT ტესტებისათვის. ვარ თავისუფალი უნივერისტეტის ფიზიკის პროგრამის სტუდენტი და ილია ვეკუას სახელობის სკოლის კურსდამთავრებული, ჩავაბარე ფიზიკით და ვსარგებლობ სრული დაფინანსებითა და ტოპ 100 აბიტურიენტში მოხვედრისათვის სტიპენდიით. მაქვს სწავლების 1 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილის დრო და საფასური ინდივიდუალურია.
ვარ მე-3-ე კურსის სტუდენტი. დამატებით პროგრამად ვსწავლობ მათემატიკას. კარგად ვერკვევი ტექნიკურ საგნებში. შემიძლია მოსწავლეებს დავეხმარო საგნის კარგად ათვისებაში და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში. მოსწავლის სურვილიდან გამომდინარე შევძლებ როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ მეცადინეობებსაც.
მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში შეღავათიან ფასად. ვარ გამოცდილი პედაგოგი. ორი ბავშვის შემთხვევაში იქნება შეღავათი. შესაძლებელია ბინაზე მისვლაც ახლო მდებარე ტერიტორიაზე, მეცადინეობა შესაძლებელია დისტანციურადაც ონლაინ რეჟიმში, ვცხოვრობ ისანში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე.
კორპორატიული ივენთების, ქორწილის შოუ-პროგრამის ღონისძიებების ორგანიზება. ანსამბლი ,,გოგმანი" გააფორმებს თქვენს კორპორატიულ საღამოებს,ქორწილს,კონცერტს. ქართული ცეკვის მოცეკვავეები მიწვევით ამა თუ იმ ქორწილსა,კონცერტსა თუ კორპორატიულ ღონისძიება-საღამოებზე. რომლებიც შემოგთავაზებენ ულამაზეს ქართულ ხალხურ ცეცხლოვან ცეკვებს, პროფესიონალი მოცეკვავეთა შესრულებით. პროგრამა: 1.ქართული 2.აჭარული 3.რაჭული 4.ჯეირანი 5.კინტაური 6.მთიულური(ფარიკაობა)+სოლოები. მოცეკვავეთა შემადგენლობა: 3-4 ან 6 დაგვიკავშირდით.
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, დავეხმარები დავალებების მომზადებაში. ასევე მოვამზადებ ქართულში, ისტორიასა და რუსულში მოსწავლეებს მეთორმეტე კლასის ჩათვლით. შესაძლებელია გაკვეთილების ჩატარება როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე მოსვლით.
ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი,უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე,ვასწავლი თბილისის ერთ-ერთ წამყვან სკოლაში.დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტი,მაქვს მაგისტრის ხარისხი.წლებია უკვე რაც ვამზადებ აბიტურიენტებსა და პედაგოგობის სასერტიფიკატო გამოცდისათვის მსურველებს ისტორიაში, თანამედროვე მიდგომებით.რეზულტატი ყოველთვის კარგი და მაღალია. დაინტერესებული პირები დამიკავშირდით
ვამზადებ აბიტურიენტებს ბიოლოგიაში. მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ვასწავლი ევროპის უნივერსიტეტში.
მოგესალმებით, დავამთავრე ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ვსწავლობ მათემატიკურზე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს (მეშვიდე კლასიდან) მათემატიკაში, სურვილისამებრ კი მოსწავლე შეძლებს გაიაროს მათემატიკური სკოლებისთვის განკუთვნილი, გაძლიერებული პროგრამა. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 - 1.5 საათი (ვეკუას მოსწავლეებისა და გაძლიერებული შესწავლის მსურველთათვის 1.5 - 2 საათი). ერთი გაკვეთილის საფასურია 15 ლარი (ვეკუას მოსწავლეებისა და გაძლიერებული შესწავლის მსურველთათვის ერთი გაკვეთილის საფასურია 20 ლარი).
მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ! დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი, ვარ ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი, ასევე ვარ სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ვამზადებ მაღალი ქულების გარანტიით!
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის ბავშვებს თქვენთვის სასურველ საგნებში. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
ვამზადებ 6-11 კლასელ ბავშვებს მათემატიკაში ონლაინ ან ადგილზე მისვლით ვერა/ვაკე/საბურთალოს ტერიტორიაზე. დავამთავრე ი. ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლა, ამჟამად ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
მოგესალმებით, გთავაზობთ საავტორო კურსს ზოგად განათლებაში V-XI კლასის მოსწავლეებისთვის, როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენაზე. კურსს წარუძღვება სოცილაური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ფსიქოლოგიის მაგისტრი. კურსი შეეხება ლიტერატურას, ხელოვნებას, კინომატოგრაფიას, სოციოლოგიას, ისტორიას, ანთროპოლოგიას, ფსიქოლოგიას, ლოგიკას, ფილოსოფიას და სხვა რელევანტურ დარგებს..
მოგესალმებით მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს I-VI კლასის ჩათვლით,ყველა საგანში მათ შორის უცხო ენაში მაქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება,ამ ეტაპზეც მყავს მოსწავლეები. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ვარ პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური. ფასი შეთანხმებით დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე
მოვამზადებ 1-4 კლასამდე ბავშვებს ყველა საგანში, უცხო ენის გარდა, ადგილზე დაგხვდებათ თბილი ტკბილი მასწავლებელი და მყუდრო გარემო :) , გარდა მეცადინეობისა ბავშვებს დავეხმარები შეიყვარონ სკოლა, მეცადინეობა, მასწავლებლები და სწავლა-განათლება. გპირდებით თვენი ბავშვები ფსიქიკას არ გაინადგურებენ :დ დეტალური ინფორმაციისთვის დამიკავშირდით
მოგესალმებით, ვამეცადინებ I-VII კლასის მოსწავლეებს, ყველა სასკოლო საგანში. ლოკაცია: ვარკეთილი, ვაზისუბანი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე
შევასწავლი ფრანგულ ენას A 1-დან (საწყისი დონიდან) C 2-მდე (უმაღლეს დონემდე). ვარ დიპლომირებული სპეციალისტი. განათლება მიღებული მაქვს საფრანგეთში. ამჟამად ვსწავლობ სადოქტორო პროგრამაზე (ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით). მაქვს მოწაფეების მომზადების გამოცდილება. ონლაინ-გაკვეთილები კვირაში ორჯერ. ფასი შეთანხმებით.
მოვამზადებ 1-10 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სკოლა დავასრულე ოქროს მედალზე და ახლა ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ სახელმწიფო გრანტით. მაქვს მასწავლებლობის გამოცდილებაც. უკანასკნელი ორი წელია ვარ ერთ-ერთი პროექტის მოხალისე მასწავლებელი, სადაც დავაგროვე საჭირო გამოცდილება და გამოვიმუშავე მოსწავლეებთან ურთიერთობის სათანადო უნარ-ჩვევები. ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ჩემი გაკვეთილები ბავშვებისთვის ყოველთვის იქნება საინტერესო და სახალისო. ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ პირველ, საცდელ გაკვეთილზე, რომლიც არის უ ფ ა ს ო. მომზადების თვიური საფასური დამოკიდებულია გაკვეთილების ხანგრძლივობასა და სიხშირეზე.